https://sputnik-georgia.com/20221206/ramden-mgzavrs-moemsaxura-tbilisi-da-batumis-aeroportebi-272744570.html
რამდენ მგზავრს მოემსახურა თბილისისა და ბათუმის აეროპორტები
რამდენ მგზავრს მოემსახურა თბილისისა და ბათუმის აეროპორტები
Sputnik საქართველო
დღეისათვის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რეისებს 35-მდე ავიაკომპანია ასრულებს. 06.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-06T10:29+0400
2022-12-06T10:29+0400
2022-12-06T15:13+0400
საქართველო
ავიამიმოსვლა საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/09/263478275_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_32e4b4479f103098bed265f1e335e8dc.jpg
თბილისი, 6 დეკემბერი — Sputnik. ნოემბერში თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 42%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მმართველი კომპანია TAV Georgia ავრცელებს.კომპანიის ინფორმაციით, ნოემბერში თბილისის აეროპორტი 232.092 მგზავრს მოემსახურა და 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელი 8%-ით გააუმჯობესა.დღეისათვის აეროპორტში 35 ავიაკომპანია ოპერირებს, რომლებიც ფრენებს 38 მიმართულებით ახორციელებენ.TAV Georgia ბათუმის აეროპორტის განვითარების გრძელვადიან გეგმაზე მუშაობს>>>რაც შეეხება ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტს, ნოემბერში მისით 34.153-მა მგზავრმა ისარგებლა, რაც 15%-ით მეტია 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 30%-ით მეტი 2019 წლის ნოემბრის მაჩვენებელზე.TAV Georgia – თურქული TAV Airports Holding-ის შვილობილი კომპანიაა. მისი საქმიანობა საქართველოში 2005 წელს დაიწყო. ამჟამად მოქმედი კონტრაქტით თანამშრომლობა 2027 წლამდე გაგრძელდება.საქართველოში განხორციელებული 220 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციის შედეგად 2007 წელს ექსპლუატაციაში შევიდა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ახალი სამგზავრო ტერმინალები.2016-17 წლებში განხორციელებული ინვესტიციების შედეგად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელდა არსებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სრული რეაბილიტაცია და აშენდა ახალი მოფრენის ტერმინალი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/09/263478275_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_acbad2ab0d50d68ca13ef03c395b9fad.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ავიამიმოსვლა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ავიამიმოსვლა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
რამდენ მგზავრს მოემსახურა თბილისისა და ბათუმის აეროპორტები
10:29 06.12.2022 (განახლებულია: 15:13 06.12.2022) დღეისათვის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რეისებს 35-მდე ავიაკომპანია ასრულებს.
თბილისი, 6 დეკემბერი — Sputnik. ნოემბერში თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 42%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მმართველი კომპანია TAV Georgia ავრცელებს.
კომპანიის ინფორმაციით, ნოემბერში თბილისის აეროპორტი 232.092 მგზავრს მოემსახურა და 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელი 8%-ით გააუმჯობესა.
დღეისათვის აეროპორტში 35 ავიაკომპანია ოპერირებს, რომლებიც ფრენებს 38 მიმართულებით ახორციელებენ.
რაც შეეხება ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტს, ნოემბერში მისით 34.153-მა მგზავრმა ისარგებლა, რაც 15%-ით მეტია 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 30%-ით მეტი 2019 წლის ნოემბრის მაჩვენებელზე.
TAV Georgia – თურქული TAV Airports Holding-ის შვილობილი კომპანიაა. მისი საქმიანობა საქართველოში 2005 წელს დაიწყო. ამჟამად მოქმედი კონტრაქტით თანამშრომლობა 2027 წლამდე გაგრძელდება.
საქართველოში განხორციელებული 220 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციის შედეგად 2007 წელს ექსპლუატაციაში შევიდა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ახალი სამგზავრო ტერმინალები.
2016-17 წლებში განხორციელებული ინვესტიციების შედეგად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელდა არსებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სრული რეაბილიტაცია და აშენდა ახალი მოფრენის ტერმინალი.