https://sputnik-georgia.com/20221110/tav-georgia-batumis-aeroportis-ganvitarebis-grzelvadian-gegmaze-musaobs-272097558.html
TAV Georgia ბათუმის აეროპორტის განვითარების გრძელვადიან გეგმაზე მუშაობს
TAV Georgia ბათუმის აეროპორტის განვითარების გრძელვადიან გეგმაზე მუშაობს
Sputnik საქართველო
ბათუმის და თბილისის აეროპორტების განვითარების გენგეგმის შემუშავების პროცესში TAV Georgia თანამშრომლობს ავიაციის სფეროში ავტორიტეტულ საერთაშორისო საექსპერტო... 10.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-10T23:59+0400
2022-11-10T23:59+0400
2022-11-10T23:59+0400
ახალი ამბები
საქართველო
ავიამიმოსვლა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/07/252244946_0:148:3115:1900_1920x0_80_0_0_716c3ca713ebedbce46d5c6ee5d90d53.jpg
თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ინფრასტრუქტურის გრძელვადიანი განვითარების, ასევე მგზავრთა და თვირთნაკადის გაზრდის მიზნით განვითარების გრძელვადიანი გეგმა შემუშავდება, იუწყება კომპანია TAV Georgia-ს პრესსამსახური, რომელიც თბილისისა და ბათუმის აეროპორტებს მართავს.აგვისტოში TAV Georgia-მ თბილისის აეროპორტის განვითარების 20-წლიან გეგმაზე მუშაობის დაწყების შესახებ განაცხადა.როგორც თბილისის, ისე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების განვითარების გენერალური გეგმის შემუშავების პროცესში TAV Georgia თანამშრომლობს ავიაციის სფეროში ავტორიტეტულ საერთაშორისო საექსპერტო კომპანია - ADP Ingénierie (ADPI)-თან, რომელიც ევროპის, ახლო აღმოსავლეთის და ცენტრალური აზიის რეგიონში აეროპორტების დაგეგმარებაში ერთ-ერთ წამყვან საექსპერტო და საკონსულტაციო კომპანიას წარმოადგენს.თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების გეგმაზე მუშაობა 2022 წლის ბოლოს, ხოლო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების გეგმაზე - 2023 წლის იანვარში დასრულდება და ორივე დოკუმენტი სახელმწიფოს გადაეცემა.ADPI-ის წარმომადგენლები ბათუმში იმყოფებიან და ადგილზე ეცნობიან აეროპორტის ინფრასტრუქტურას, ასევე, შეხვედრებს მართავენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.2022 წლის ოქტომბერში ორივე აეროპორტში მგზავრთნაკადი გაიზარდა. ამ პერიოდშითბილისის აეროპორტი 332.999 მგზავრს მოემსახურა და 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელი 17%-ით გააუმჯობესა (გასულ წელთან შედარებით 67%-იანი ზრდა).რაც შეეხება ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტს, ოქტომბერში მისით 52.536-მა მგზავრმა ისარგებლა, რაც 17%-ით მეტია 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 11%-ით მეტი 2019 წლის ოქტომბრის მაჩვენებელზე.TAV Georgia – თურქული TAV Airports Holding-ის შვილობილი კომპანიაა. მისი საქმიანობა საქართველოში 2005 წელს დაიწყო, ამჟამად მოქმედი კონტრაქტით თანამშრომლობა 2027 წლამდე გაგრძელდება.საქართველოში განხორციელებული 220 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციის შედეგად 2007 წელს ექსპლუატაციაში შევიდა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ახალი სამგზავრო ტერმინალები.2016-17 წლებში განხორციელებული ინვესტიციების შედეგად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელდა არსებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სრული რეაბილიტაცია და აშენდა ახალი მოფრენის ტერმინალი. დღეისათვის TAV Georgia-ში დასაქმებულია 1.300 თანამშრომელი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/07/252244946_192:0:2923:2048_1920x0_80_0_0_6d27cd8580835ea49eaf5805eb6c2681.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ავიამიმოსვლა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, ავიამიმოსვლა საქართველოში
TAV Georgia ბათუმის აეროპორტის განვითარების გრძელვადიან გეგმაზე მუშაობს
ბათუმის და თბილისის აეროპორტების განვითარების გენგეგმის შემუშავების პროცესში TAV Georgia თანამშრომლობს ავიაციის სფეროში ავტორიტეტულ საერთაშორისო საექსპერტო კომპანია - ADP Ingénierie (ADPI)-თან
თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ინფრასტრუქტურის გრძელვადიანი განვითარების, ასევე მგზავრთა და თვირთნაკადის გაზრდის მიზნით განვითარების გრძელვადიანი გეგმა შემუშავდება, იუწყება კომპანია TAV Georgia-ს პრესსამსახური, რომელიც თბილისისა და ბათუმის აეროპორტებს მართავს.
აგვისტოში TAV Georgia-მ თბილისის აეროპორტის განვითარების 20-წლიან გეგმაზე მუშაობის დაწყების შესახებ განაცხადა.
როგორც თბილისის, ისე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების განვითარების გენერალური გეგმის შემუშავების პროცესში TAV Georgia თანამშრომლობს ავიაციის სფეროში ავტორიტეტულ საერთაშორისო საექსპერტო კომპანია - ADP Ingénierie (ADPI)-თან, რომელიც ევროპის, ახლო აღმოსავლეთის და ცენტრალური აზიის რეგიონში აეროპორტების დაგეგმარებაში ერთ-ერთ წამყვან საექსპერტო და საკონსულტაციო კომპანიას წარმოადგენს.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების გეგმაზე მუშაობა 2022 წლის ბოლოს, ხოლო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების გეგმაზე - 2023 წლის იანვარში დასრულდება და ორივე დოკუმენტი სახელმწიფოს გადაეცემა.
ADPI-ის წარმომადგენლები ბათუმში იმყოფებიან და ადგილზე ეცნობიან აეროპორტის ინფრასტრუქტურას, ასევე, შეხვედრებს მართავენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
2022 წლის ოქტომბერში ორივე აეროპორტში მგზავრთნაკადი გაიზარდა. ამ პერიოდშითბილისის აეროპორტი 332.999 მგზავრს მოემსახურა და 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელი 17%-ით გააუმჯობესა (გასულ წელთან შედარებით 67%-იანი ზრდა).
რაც შეეხება ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტს, ოქტომბერში მისით 52.536-მა მგზავრმა ისარგებლა, რაც 17%-ით მეტია 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 11%-ით მეტი 2019 წლის ოქტომბრის მაჩვენებელზე.
TAV Georgia – თურქული TAV Airports Holding-ის შვილობილი კომპანიაა. მისი საქმიანობა საქართველოში 2005 წელს დაიწყო, ამჟამად მოქმედი კონტრაქტით თანამშრომლობა 2027 წლამდე გაგრძელდება.
საქართველოში განხორციელებული 220 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციის შედეგად 2007 წელს ექსპლუატაციაში შევიდა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ახალი სამგზავრო ტერმინალები.
2016-17 წლებში განხორციელებული ინვესტიციების შედეგად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელდა არსებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სრული რეაბილიტაცია და აშენდა ახალი მოფრენის ტერმინალი. დღეისათვის TAV Georgia-ში დასაქმებულია 1.300 თანამშრომელი.