https://sputnik-georgia.com/20221205/rodis-eyoleba-saqartvelos-axali-saxalxo-damcveli-272724334.html
როდის ეყოლება საქართველოს ახალი სახალხო დამცველი?
როდის ეყოლება საქართველოს ახალი სახალხო დამცველი?
Sputnik საქართველო
სახალხო დამცველი გახდება კანდიდატი, რომელიც მიიღებს ყველა სხვა კანდიდატზე მეტს, მინიმუმ 90 ხმას. 05.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-05T16:51+0400
2022-12-05T16:51+0400
2022-12-05T21:10+0400
საქართველო
პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს სახალხო დამცველი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/16/250964944_0:125:2400:1475_1920x0_80_0_0_ede4cd68f0d06a2ab06912b621a08c83.jpg
თბილისი, 5 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტი ახალ სახალხო დამცველს, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში აირჩევს, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ ბრიფინგზე.მისი თქმით, პროცესი დასკვნით ეტაპზეა. გასულ კვირაში კონკრეტულ კანდიდატებთან დაკავშირებით კონსულტაციები დაიწყო, რის შედეგადაც ომბუდსმენობის 19 კანდიდატიდან მმართველმა პარტიამ და ოპოზიციამ რვა კანდიდატთან დაკავშირებით შეთანხმება შეძლო.თუმცა, როგორც დეპუტატმა აღნიშნა, „ქართული ოცნებისთვის“ წითელ ხაზებად რჩება ის კრიტერიუმები, რომელიც დაკავშირებულია არა მხოლოდ პროფესიონალიზმთან და გამოცდილებასთან, არამედ აპოლიტიკურობასა და მიუკერძოებლობასთან.„ვფიქრობ, არის შესაძლებლობა შევჯერდეთ კონკრეტულ კანდიდატზე და შემდეგ კვირაში საქართველოს ახალი სახალხო დამცველი ავირჩიოთ. თუმცა, ყველაფერ ამას გვაჩვენებს ის კონსულტაციები, რაც მიმდინარე კვირაში წარიმართება და რა შედეგებით დასრულდება“, – განაცხადა მიქანაძემ.ადამიანის უფლებათა კომიტეტმა ომბუდსმენობის კანდიდატებზე გადაწყვეტილება მიიღო>>>სახალხო დამცველი გახდება კანდიდატი, რომელიც მიიღებს ყველა სხვა კანდიდატზე მეტს, მინიმუმ 90 ხმას. ვის დაუჭერენ მხარს პარტიები, ჯერჯერობით უცნობია.მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ სახალხო დამცველის პოსტზე თავისი კანდიდატი არ წარუდგენია.აღსანიშნავია, რომ კენჭისყრისას ერთსულოვანი მხარდაჭერა როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის მხრიდან მიიღეს არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელმა ანა აბაშიძემ და სახალხო დამცველის მოადგილემ გიორგი ბურჯანაძემ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/16/250964944_134:0:2267:1600_1920x0_80_0_0_0e6772ecd0382141ee436ba9d3c049e9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს სახალხო დამცველი, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს სახალხო დამცველი, ახალი ამბები
როდის ეყოლება საქართველოს ახალი სახალხო დამცველი?
16:51 05.12.2022 (განახლებულია: 21:10 05.12.2022) სახალხო დამცველი გახდება კანდიდატი, რომელიც მიიღებს ყველა სხვა კანდიდატზე მეტს, მინიმუმ 90 ხმას.
თბილისი, 5 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტი ახალ სახალხო დამცველს, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში აირჩევს, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ ბრიფინგზე.
მისი თქმით, პროცესი დასკვნით ეტაპზეა. გასულ კვირაში კონკრეტულ კანდიდატებთან დაკავშირებით კონსულტაციები დაიწყო, რის შედეგადაც ომბუდსმენობის 19 კანდიდატიდან მმართველმა პარტიამ და ოპოზიციამ რვა კანდიდატთან დაკავშირებით შეთანხმება შეძლო.
„რა თქმა უნდა, მთავარია ერთ კანდიდატზე მოხდეს შეჯერება. ეს კონსულტაციები მიმდინარე კვირაში აქტიურად გაგრძელდება. ჩვენ სრული მზადყოფნა გვაქვს, რომ, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში მოხდეს ახალი სახალხო დამცველის არჩევა“, – განაცხადა მიქანაძემ.
თუმცა, როგორც დეპუტატმა აღნიშნა, „ქართული ოცნებისთვის“ წითელ ხაზებად რჩება ის კრიტერიუმები, რომელიც დაკავშირებულია არა მხოლოდ პროფესიონალიზმთან და გამოცდილებასთან, არამედ აპოლიტიკურობასა და მიუკერძოებლობასთან.
„ვფიქრობ, არის შესაძლებლობა შევჯერდეთ კონკრეტულ კანდიდატზე და შემდეგ კვირაში საქართველოს ახალი სახალხო დამცველი ავირჩიოთ. თუმცა, ყველაფერ ამას გვაჩვენებს ის კონსულტაციები, რაც მიმდინარე კვირაში წარიმართება და რა შედეგებით დასრულდება“, – განაცხადა მიქანაძემ.
სახალხო დამცველი გახდება კანდიდატი, რომელიც მიიღებს ყველა სხვა კანდიდატზე მეტს, მინიმუმ 90 ხმას. ვის დაუჭერენ მხარს პარტიები, ჯერჯერობით უცნობია.
მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ სახალხო დამცველის პოსტზე თავისი კანდიდატი არ წარუდგენია.
აღსანიშნავია, რომ კენჭისყრისას ერთსულოვანი მხარდაჭერა როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის მხრიდან მიიღეს არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელმა ანა აბაშიძემ და სახალხო დამცველის მოადგილემ გიორგი ბურჯანაძემ.