https://sputnik-georgia.com/20221205/axali-sabagiro-da-gatovlianebis-sistema-premierma-gudaursi-siaxleebi-daaanonsa-272739112.html
ახალი საბაგირო და გათოვლიანების სისტემა: პრემიერმა გუდაურში სიახლეები დააანონსა
ახალი საბაგირო და გათოვლიანების სისტემა: პრემიერმა გუდაურში სიახლეები დააანონსა
Sputnik საქართველო
ზამთრის კურორტი გუდაური საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დასასვენებელი ადგილია. 05.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-05T20:32+0400
2022-12-05T20:32+0400
2022-12-05T22:14+0400
ახალი ამბები
საქართველო
ტურიზმი საქართველოში
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საქართველოს მთავრობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/02/264904044_0:0:3000:1688_1920x0_80_0_0_48007d7aa6265cdb8c26927aaf8b034d.jpg
თბილისი, 5 დეკემბერი – Sputnik. გუდაურში ახალი საბაგიროს აშენება იგეგმება, რომლის გამტარუნარიანობა საათში 1,8 ათასი მგზავრი, ხოლო სიგრძე 2,8 ათასი მეტრი იქნება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.მთავრობის მეთაურის განცხადებით, გუდაურის ორ სასრიალო ტრასაზე გათოვლიანების სისტემა დამონტაჟდება, რაც კიდევ უფრო მეტად კომფორტული გახდება დამსვენებლებისთვის.სათხილამურო სეზონი გუდაურში დეკემბრის მეორე ნახევრიდან გაზაფხულის შუა პერიოდამდე გრძელდება. დროის ამ მონაკვეთში კომფორტული სრიალი ყველა მარშრუტზეა შესაძლებელი.კურორტი თბილისიდან სულ რაღაც 120 კილომეტრში, ყაზბეგის რაიონში მდებარეობს — ჯვრის უღელტეხილთან, ზღვის დონიდან 2196 მეტრ სიმაღლეზე.გუდაურის ტრასების საერთო სიგრძე 50 კმ-ია, საიდანაც 80 პროცენტი მოყვარულთათვისაა, 20 პროცენტი კი — პროფესიონალებისთვის. საბაგიროები ერთდროულად 11 ათასამდე ადამიანის მომსახურებაზეა გათვლილი.საბაგიროს ქვედა სადგური გუდაურში ზღვის დონიდან 1990 მეტრზე, ხოლო ზედა სადგური — ზღვის დონიდან 2993 მეტრზე მდებარეობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/02/264904044_234:0:2799:1924_1920x0_80_0_0_b2f04081a93a2a96a856bfaf9dedd292.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ტურიზმი საქართველოში, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს მთავრობა
ახალი ამბები, საქართველო, ტურიზმი საქართველოში, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს მთავრობა
ახალი საბაგირო და გათოვლიანების სისტემა: პრემიერმა გუდაურში სიახლეები დააანონსა
20:32 05.12.2022 (განახლებულია: 22:14 05.12.2022) ზამთრის კურორტი გუდაური საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დასასვენებელი ადგილია.
თბილისი, 5 დეკემბერი – Sputnik. გუდაურში ახალი საბაგიროს აშენება იგეგმება, რომლის გამტარუნარიანობა საათში 1,8 ათასი მგზავრი, ხოლო სიგრძე 2,8 ათასი მეტრი იქნება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის განცხადებით, გუდაურის ორ სასრიალო ტრასაზე გათოვლიანების სისტემა დამონტაჟდება, რაც კიდევ უფრო მეტად კომფორტული გახდება დამსვენებლებისთვის.
„გათოვლიანების სისტემა დაეხმარება და უფრო კომფორტულად დაისვენებენ ჩვენი მოქალაქეები და არა მხოლოდ მოქალაქეები, ტურისტებიც“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
სათხილამურო სეზონი გუდაურში დეკემბრის მეორე ნახევრიდან გაზაფხულის შუა პერიოდამდე გრძელდება. დროის ამ მონაკვეთში კომფორტული სრიალი ყველა მარშრუტზეა შესაძლებელი.
კურორტი თბილისიდან სულ რაღაც 120 კილომეტრში, ყაზბეგის რაიონში მდებარეობს — ჯვრის უღელტეხილთან, ზღვის დონიდან 2196 მეტრ სიმაღლეზე.
გუდაურის ტრასების საერთო სიგრძე 50 კმ-ია, საიდანაც 80 პროცენტი მოყვარულთათვისაა, 20 პროცენტი კი — პროფესიონალებისთვის. საბაგიროები ერთდროულად 11 ათასამდე ადამიანის მომსახურებაზეა გათვლილი.
საბაგიროს ქვედა სადგური გუდაურში ზღვის დონიდან 1990 მეტრზე, ხოლო ზედა სადგური — ზღვის დონიდან 2993 მეტრზე მდებარეობს.