მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

მიუხედავად ნეთანიაჰუსთან უთანხმოებისა: შეერთებულმა შტატებმა ისრაელს მხარდაჭერა აღუთქვა

© photo: Sputnik / Alexey Vitvitskiy / გადასვლა მედიაბანკშიაშშ-ის საელჩოს გადატანა იერუსალიმში
აშშ-ის საელჩოს გადატანა იერუსალიმში - Sputnik საქართველო, 1920, 05.12.2022
გამოწერა
თბილისი, 5 დეკემბერი − Sputnik. ვაშინგტონი არ იტყვის უარს ისრაელის დახმარებაზე, მიუხედავად აშშ-ის მოქმედ ადმინისტრაციასა და ბენიამინ ნეთანიჰუს შორის არსებული უთანხმოებისა, რომელიც ახალ მთავრობას აყალიბებს, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა.

„პარტნიორობა და ყველაფერი, რაც მას მოაქვს ჩვენი ქვეყნებისა და მთელი მსოფლიოს ხალხებისთვის, ყოველთვის ემყარებოდა შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერას ისრაელის უსაფრთხოებისადმი, ერთგულებას, რომელიც არასდროს ყოფილა იმაზე ძლიერი, ვიდრე დღესაა“, − აღნიშნა ბლინკენმა.

მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია კვლავაც ითანამშრომლებს ნეთანიაჰუს მთავრობასთან და შეაფასებს მის მოქმედებას „მის მიერ გატარებული პოლიტიკით და არა ცალკეული პირების პოლიტიკით“.
ამასთანავე ბლინკენმა აღნიშნა, რომ აშშ ყოველთვის წინააღმდეგი იქნება ისეთი პოლიტიკისა, რომელიც ხელს შეუშლის პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის დარეგულირებას პრინციპით „ორი სახელმწიფო ორი ხალხისათვის“.
„იმედი გვაქვს, რომ ისრაელის ახალი მთავრობა, წინამორბედების მსგავსად, კვალავაც განაგრძობს ჩვენთან მუშაობას საერთო ფასეულობების დასაცავად“, − აღნიშნა ბლინკენმა.
როგორც სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, აშშ-ის ადმინისტრაცია „პატიოსან დიალოგს“ აწარმოებს როგორც ისრაელის ახალ მთავრობასთან, ისე პალესტინის ადმინისტრაციასთან.
ყველა ახალი ამბავი
0