საქართველოში სექსუალურ ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულის რიცხვი გაიზარდა

© photo: Sputnik / Stringerოჯახური ძალადობა
ოჯახური ძალადობა - Sputnik საქართველო, 1920, 04.12.2022
გამოწერა
რეგისტრირებული გაუპატიურებების პიკი 2022 წლის ივნისში იყო
თბილისი, 3 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში 2022 წლის 10 თვეში სექსუალური ხასიათის დანაშაულთა რიცხვი გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 2,6%-ით გაიზარდა, ნათქვამია შსს-ს მასალებში.
უწყების მონაცემებით, 2022 წლის 1 იანვრიდან 1 ნოემბრამდე პერიოდში მსგავსი ტიპის 440 დანაშაული დაფიქსირდა.
საანგარიშო პერიოდში დაფიქსირდა გაუპატიურების 148 შემთხვევა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4,2%-ით მეტია.
რეგისტრირებული გაუპატიურებების პიკი 2022 წლის ივნისში იყო, როდესაც ერთ თვეში 23 მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა.
სექსუალური დანაშაულისთვის 10 თვეში სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს 286 ადამიანი, ამასთან გაუპატიურებაში ბრალი წარედგინა 107 ადამიანს, ხოლო გარყვნილ ქმედებასა ან 16 წლამდე ასაკს მიუღწეველ პირთან სექსუალურ კავშირში - 61 პირს.
ყველა ახალი ამბავი
0