https://sputnik-georgia.com/20221204/kriminali-saqartvelosi-272693897.html
კრიმინალური ვითარება საქართველოში: დანაშაულების ტოპ-5
კრიმინალური ვითარება საქართველოში: დანაშაულების ტოპ-5
Sputnik საქართველო
საქართველოში თვეში საშუალოდ 4,5-5 ათასი დანაშაული ხდება 04.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-04T10:20+0400
2022-12-04T10:20+0400
2022-12-04T10:20+0400
ახალი ამბები
შემთხვევები საქართველოში
საქართველო
კრიმინალი საქართველოში
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/08/260366806_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_10496fcd5d0c5e7d9061c88331aee77f.jpg
თბილისი, 4 დეკემბერი — Sputnik. 2022 წლის 1 იანვრიდან 1 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში საქართველოში 46 ათასზე მეტი დანაშაული დაფიქსირდა, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.2022 წლის ათ თვეში ჩადენილი დანაშაულების რაოდენობა 3,3%-ით შემცირდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ამასთან, წლის დასაწყისიდან გახსნილია საქმეების 59,1%.შინაგან საქმეთა სამინისტროს მასალების თანახმად, საქართველოში თვეში საშუალოდ 4,5-5 ათასი დანაშაული ხდება - დანაშაულის პიკი ზაფხულის პერიოდზე მოდის.ოქტომბერში მოხდა 4,8 ათასი დანაშაული, რომელთა 49,7% გახსნილია.დანაშაულის ტოპ-ხუთეულისაქართველოში ყველაზე გავრცელებული დანაშაული კვლავ ქურდობაა – 1 იანვრიდან 1 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში დაახლოებით 13,7 ათასი მსგავსი შემთხვევა დარეგისტრირდა. აქედან გახსნილია 52,5%.მეორე ადგილზეა ნარკოდანაშაული. სამ კვარტალში დაფიქსირდა დაახლოებით 4,6 ათასი მსგავსი დანაშაული. აქედან გახსნილია 91,6%.ოჯახური დანაშაული მესამე ადგილზეა. საანგარიშო პერიოდში დაფიქსირებულია 3,3 ათასი მსგავსი დანაშაული, საიდანაც 85,8% გახსნილია.ყველაზე ხშირი დანაშაულის ხუთეული:გარდა ამისა, შსს–ს მონაცემებით, ათ თვეში ქვეყანაში დარეგისტრირდა 64 მკვლელობა, აქედან 23 – განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი, 319 – ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენება, 148 – გაუპატიურება, 9 – ადამიანებით ვაჭრობა, 9 - ტერორიზმის შემთხვევები, 1 - ადამიანის მძევლად აყვანა.რამდენი დაისაჯასაქართველოში 2022 წლის იანვარ-ოქტომბერში სხვადასხვა სახის ჩადენილი დანაშაულისთვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა 19.323 ადამიანი. აქედან 1.267 პირობით სასჯელს იხდიდა.5.616 დაკავებული სისხლის სამართლის პასუხისგებაში თბილისში მისცეს.სხვადასხვა დანაშაულის გამო დაზარალებულის სტატუსი 14.997 ადამიანს მოენიჭა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/08/260366806_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_d09e8387926c9b55fb94622afc985988.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, შემთხვევები საქართველოში, საქართველო, კრიმინალი საქართველოში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ახალი ამბები, შემთხვევები საქართველოში, საქართველო, კრიმინალი საქართველოში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
კრიმინალური ვითარება საქართველოში: დანაშაულების ტოპ-5
საქართველოში თვეში საშუალოდ 4,5-5 ათასი დანაშაული ხდება
თბილისი, 4 დეკემბერი — Sputnik. 2022 წლის 1 იანვრიდან 1 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში საქართველოში 46 ათასზე მეტი დანაშაული დაფიქსირდა, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
2022 წლის ათ თვეში ჩადენილი დანაშაულების რაოდენობა 3,3%-ით შემცირდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ამასთან, წლის დასაწყისიდან გახსნილია საქმეების 59,1%.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მასალების თანახმად, საქართველოში თვეში საშუალოდ 4,5-5 ათასი დანაშაული ხდება - დანაშაულის პიკი ზაფხულის პერიოდზე მოდის.
ოქტომბერში მოხდა 4,8 ათასი დანაშაული, რომელთა 49,7% გახსნილია.
საქართველოში ყველაზე გავრცელებული დანაშაული კვლავ ქურდობაა – 1 იანვრიდან 1 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში დაახლოებით 13,7 ათასი მსგავსი შემთხვევა დარეგისტრირდა. აქედან გახსნილია 52,5%.
მეორე ადგილზეა ნარკოდანაშაული. სამ კვარტალში დაფიქსირდა დაახლოებით 4,6 ათასი მსგავსი დანაშაული. აქედან გახსნილია 91,6%.
ოჯახური დანაშაული მესამე ადგილზეა. საანგარიშო პერიოდში დაფიქსირებულია 3,3 ათასი მსგავსი დანაშაული, საიდანაც 85,8% გახსნილია.
ყველაზე ხშირი დანაშაულის ხუთეული:
სატრანსპორტო დანაშაული – 2.309.
გარდა ამისა, შსს–ს მონაცემებით, ათ თვეში ქვეყანაში დარეგისტრირდა 64 მკვლელობა, აქედან 23 – განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი, 319 – ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენება, 148 – გაუპატიურება, 9 – ადამიანებით ვაჭრობა, 9 - ტერორიზმის შემთხვევები, 1 - ადამიანის მძევლად აყვანა.
საქართველოში 2022 წლის იანვარ-ოქტომბერში სხვადასხვა სახის ჩადენილი დანაშაულისთვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა 19.323 ადამიანი. აქედან 1.267 პირობით სასჯელს იხდიდა.
5.616 დაკავებული სისხლის სამართლის პასუხისგებაში თბილისში მისცეს.
სხვადასხვა დანაშაულის გამო დაზარალებულის სტატუსი 14.997 ადამიანს მოენიჭა.