სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს წინააღმდეგ სამი ტრანსგენდერის სარჩელი დააკმაყოფილა

© AP Photo / Christian Lutzსტრასბურგის სასამართლო
სტრასბურგის სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 02.12.2022
გამოწერა
სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს სახელმწიფოს დააკისრა თითოეულ მოსარჩელეს კომპენსაცია გადაუხადოს ორ-ორი ათასი ევროს ოდენობით.
თბილისი, 2 დეკემბერი – Sputnik. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღიარა საქართველოში ადამიანის უფლებათა კონვენციის მუხლის დარღვევა (პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება). საუბარია საქმეზე სამი ქალისთვის დოკუმენტებში სქესის მარკერის შეცვლაზე უარის შესახებ.
საქმის მასალების მიხედვით, სამმა ქალმა გენდერული კუთვნილების შეცვლა გადაწყვიტა, მათ შეიცვალეს სახელები, მაგრამ საქართველოს შესაბამის სტრუქტურებში მათ დოკუმენტებში სქესის შესახებ ინფორმაციის შეცვლის (მდედრობითის ნაცვლად მამრობითზე) თხოვნაზე უარი მიიღეს.
საქართველოს სახელმწიფომ უარის მიზეზად მოიშველია ის ფაქტი, რომ კანონი ასეთ შესაძლებლობას იძლევა მხოლოდ „ბიოლოგიური, ფიზიოლოგიური და/ან ანატომიური კრიტერიუმებით“ და არა სამედიცინო ცნობის ან სქესის შეცვლის პროცედურების დაწყების საფუძველზე.
სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს ხელისუფლების მსგავსი ფორმულირება მიიჩნია არასაკმარისად მკაფიოდ ბიოლოგიურ ცვლილებებთან დაკავშირებული გარკვეული სამედიცინო წინააღმდეგობების გამო, ასევე იმიტომ, რომ არცერთ საკანონმდებლო აქტში არ არის მოყვანილი რაიმე დამატებითი დეტალები იმის შესახებ, თუ რა მოქმედებებია საჭირო სამოქალაქო აქტების ჩანაწერებში სქესის/გენდერის ნიშნის შეცვლის მოთხოვნის დროს.

„სრულიად გაუგებარია, როგორია რეალურად საქართველოში სქესის/გენდერის მარკერის შეცვლის სამართლებრივი რეჟიმი, ზუსტად რომელი სამედიცინო პროცედურების ჩატარება იყო საჭირო გენდერის სამართლებრივი აღიარებისთვის“, – აღნიშნავს სასამართლო.

გარდა ამისა, სასამართლოს თქმით, კანონმდებლობის უზუსტობამ ხელი შეუშალა პრაქტიკაში გენდერის სამართლებრივი აღიარების ხელმისაწვდომობას.
„მკაფიო სამართლებრივი საფუძვლების არარსებობა უტოვებს გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებს ფართო დისკრეციულ უფლებამოსილებებს, რაც თვითნებური გადაწყვეტილებების საფრთხეს ქმნის გენდერის სამართლებრივი აღიარების თაობაზე განცხადებების განხილვისას", – აღნიშნულია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
სასამართლოს აზრით, მსგავსი სიტუაცია მკვეთრად ეწინააღმდეგება სახელმწიფოს ვალდებულებას, უზრუნველყოს გენდერის აღიარების სწრაფი, გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი პროცედურები და ასევე არღვევს პირადი ცხოვრების უფლებას.
ახლა სახელმწიფომ სამივე განმცხადებელს, რომელთაგან ორის გენდერის მარკერი „მამრობითი“ საბუთებში „მდედრობითით“ შეიცვალა, უნდა გადაუხადოს კომპენსაცია 2-2 ათასი ევროს ოდენობით და დაფაროს მათი სასამართლო ხარჯები, მათ შორის ადვოკატებისთვის გადახდილი ჰონორარები.
ყველა ახალი ამბავი
0