https://sputnik-georgia.com/20221202/spacex-tanamgzavrtebis-gafartoebis-nebartva-miiro-272658265.html
SpaceX-მა თანამგზავრული ინტერნეტ-კავშირის გაფართოების ნებართვა მიიღო
SpaceX-მა თანამგზავრული ინტერნეტ-კავშირის გაფართოების ნებართვა მიიღო
Sputnik საქართველო
ნებართვა SpaceX-სთვის გულისხმობს სახმელეთო თანამგზავრული ოპერატორების დაცვას მავნე შეფერხებებისგან და „უსაფრთხო კოსმოსური გარემოს“ შენარჩუნებას. 02.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-02T13:19+0400
2022-12-02T13:19+0400
2023-07-20T15:48+0400
აშშ
ილონ მასკი
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/16/267727236_0:128:2048:1280_1920x0_80_0_0_6b9f5d7713c69992846f2f888040a1d8.jpg
თბილისი, 2 დეკემბერი – Sputnik. აშშ-ის კავშირგაბმულობის ფედერალურმა კომისიამ (FCC) დააკმაყოფილა განაცხადი, რომელიც მილიარდერ ილონ მასკის კუთვნილი კომპანია SpaceX-ის მეორე თაობის თანამგზავრების რაოდენობის 7,5 ათასამდე გაზრდას ითვალისწინებს, ნათქვამია რეგულატორის გადაწყვეტილებაში.დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ნებართვა SpaceX-სთვის გულისხმობს, მათ შორის, სახმელეთო თანამგზავრული ოპერატორების დაცვას მავნე შეფერხებებისგან და „უსაფრთხო კოსმოსური გარემოს“ შენარჩუნებას, ასევე მისი რესურსების დაცვას მომავალში გამოყენებისთვის.კომპანიამ სექტემბერში გაასაჩივრა FCC-ს უარყოფითი გადაწყვეტილება 885 მლნ დოლარის ოდენობის ფედერალურ სუბსიდიაზე, რის გამოყენებასაც კომპანია სოფლის დასახლებებში კლიენტებისთვის თანამგზავრული ინტერნეტის მიწოდებისთვის გეგმავდა.საქართველოში SpaceX-ის პროექტი Starlink დაიწყებს ოპერირებას>>რეგულატორის არგუმენტი ეყრდნობოდა იმას, რომ SpaceX-ის თანამგზავრული „თეფში“ ძალზე ძვირია ჩვეულებრივი მომხმარებლისთვის და Starlink-ს არ უჩვენებია, რომ შეუძლია დაპირებული მომსახურების წარდგენა.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/16/267727236_228:0:2048:1365_1920x0_80_0_0_76b02a1d01d1192f73f19acdadfa9012.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
აშშ , ილონ მასკი, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
აშშ , ილონ მასკი, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
SpaceX-მა თანამგზავრული ინტერნეტ-კავშირის გაფართოების ნებართვა მიიღო
13:19 02.12.2022 (განახლებულია: 15:48 20.07.2023) ნებართვა SpaceX-სთვის გულისხმობს სახმელეთო თანამგზავრული ოპერატორების დაცვას მავნე შეფერხებებისგან და „უსაფრთხო კოსმოსური გარემოს“ შენარჩუნებას.
თბილისი, 2 დეკემბერი – Sputnik. აშშ-ის კავშირგაბმულობის ფედერალურმა კომისიამ (FCC) დააკმაყოფილა განაცხადი, რომელიც მილიარდერ ილონ მასკის კუთვნილი კომპანია SpaceX-ის მეორე თაობის თანამგზავრების რაოდენობის 7,5 ათასამდე გაზრდას ითვალისწინებს, ნათქვამია რეგულატორის გადაწყვეტილებაში.
„ჩვენი გადაწყვეტილება SpaceX-ს მისცემს საშუალებას, დაიწყოს მეორე თაობის Starlink-ის ქსელის გაფართოება, რათა უზრუნველყოს შემდეგი თაობის ფართოზოლოვანი თანამგზავრული კავშირის ხელმისაწვდომობა ამერიკელებისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით“, – ნათქვამია დოკუმენტში.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ნებართვა SpaceX-სთვის გულისხმობს, მათ შორის, სახმელეთო თანამგზავრული ოპერატორების დაცვას მავნე შეფერხებებისგან და „უსაფრთხო კოსმოსური გარემოს“ შენარჩუნებას, ასევე მისი რესურსების დაცვას მომავალში გამოყენებისთვის.
კომპანიამ სექტემბერში გაასაჩივრა FCC-ს უარყოფითი გადაწყვეტილება 885 მლნ დოლარის ოდენობის ფედერალურ სუბსიდიაზე, რის გამოყენებასაც კომპანია სოფლის დასახლებებში კლიენტებისთვის თანამგზავრული ინტერნეტის მიწოდებისთვის გეგმავდა.
რეგულატორის არგუმენტი ეყრდნობოდა იმას, რომ SpaceX-ის თანამგზავრული „თეფში“ ძალზე ძვირია ჩვეულებრივი მომხმარებლისთვის და Starlink-ს არ უჩვენებია, რომ შეუძლია დაპირებული მომსახურების წარდგენა.