სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება უჩა მამაცაშვილის საქმეზე უცვლელი დატოვა

© photo: Sputnik / Andrey Starostin / გადასვლა მედიაბანკშიმოსამართლის ჩაქუჩი
მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო, 1920, 02.12.2022
გამოწერა
უჩა მამაცაშვილმა ოპოზიციის აქტივისტებს ცილისწამებაში დასდო ბრალი.
თბილისი, 2 დეკემბერი – Sputnik. თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს ექს-პრემიერის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის, ბიზნესმენ უჩა მამაცაშვილის საქმეზე.
აგვისტოში თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა მამაცაშვილის სარჩელი, რომელმაც ოპოზიციის აქტივისტები ცილისწამებაში დაადანაშაულა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პლატფორმაზე შექმნილ „ანტიკორუფციულ მოძრაობაში“ ამტკიცებდნენ, რომ მამაცაშვილი ე.წ. ქოლ-ცენტრების ქსელის შექმნის მონაწილეა, რომელიც საერთაშორისო თაღლითობას ეწეოდა.
მეორე გახმაურებული ბრალდება ბიზნესმენის მიმართ ეხებოდა შესაძლო კორუფციულ გარიგებებს, რომლებმაც თითქოს ქართველი აბონენტებისთვის ელექტროენერგიაზე ტარიფების ზრდა გამოიწვია.

„არანაირი მტკიცებულება არ ჰქონდათ და ვერც ექნებოდათ, იმიტომ რომ არ არსებობს მტკიცებულებები. მთელი მათი კამპანია დაფუძნებული იყო ცილისწამებაზე, ტალახის სროლაზე, დანაშაულის დაბრალებაზე, რის გამოც სასამართლომ მიიღო სრულიად სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება“, – განაცხადა მამაცაშვილის ადვოკატმა ამირან გიგუაშვილმა.

მამაცაშვილმა სარჩელი შეიტანა „ანტიკორუფციული მოძრაობის“ წინააღმდეგ და 150 ათასი ლარი მოითხოვა მორალური ზარალის კომპენსაციის სახით.
სასამართლომ მამაცაშვილის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და „ანტიკორუფციულ მოძრაობას“, ასევე მის ორ წევრს – ვასო ურუშაძესა და ლაშა ფარულავას მამაცაშვილისთვის ხუთ-ხუთი ათასი ლარის გადახდა დაავალდებულა.
მოსამართლემ ჩათვალა, რომ „ანტიკორუფციული მოძრაობის“ წევრების განცხადებები, სადაც ისინი მამაცაშვილს კორუფციაში საჯაროდ სდებდნენ ბრალს, ცილისწამება იყო.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0