პუტინმა და ლუკაშენკომ ტელეფონით ისაუბრეს - რა განიხილეს რუსეთისა და ბელარუსის ლიდერებმა

© photo: Sputnik / Mikhail Klimentyev / გადასვლა მედიაბანკშიალექსანდრ ლუკაშენკო და ვლადიმირ პუტინი
ალექსანდრ ლუკაშენკო და ვლადიმირ პუტინი - Sputnik საქართველო, 1920, 02.12.2022
გამოწერა
ბელარუსის ლიდერმა დააანონსა, რომ თავის რუს კოლეგას რიგი საკითხების განსახილველად მალე შეხვდება.
თბილისი, 2 დეკემბერი – Sputnik. რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტებმა ვლადიმირ პუტინმა და ალექსანდრ ლუკაშენკომ პარასკევს სატელეფონო საუბარი გამართეს. ფაქტი პუტინის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა დაადასტურა.
„დიახ, საუბარი შედგა“, – განაცხადა პესკოვმა, იუწყება РИА Новости.
როგორც მოგვიანებით კრემლის პრეს-სამსახურში დააზუსტეს, სახელმწიფოს მეთაურებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების რიგი საკითხები განიხილეს.
„განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები, მათ შორის, სამეცნიერო და საგანმანათლებლო სფეროებში კავშირების შემდგომი განვითარების პრობლემატიკა“, – ნათქვამია განცხადებაში.
სახელმწიფოს მეთაურები საუბრის დროს პირადი კონტაქტების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0