https://sputnik-georgia.com/20221202/olaf-solcisa-da-vladimir-putinis-satelefono-saubari-272668062.html
ერთსაათიანი საუბარი: გერმანიის კანცლერმა რუსეთის პრეზიდენტს დაურეკა
ერთსაათიანი საუბარი: გერმანიის კანცლერმა რუსეთის პრეზიდენტს დაურეკა
Sputnik საქართველო
თბილისი 2 დეკემბერი — Sputnik. გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს უკრაინაში არსებული სიტუაციის სხვადასხვა ასპექტის განსახილველად... 02.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-02T18:24+0400
2022-12-02T18:24+0400
2023-07-20T15:48+0400
რუსეთი
გერმანია
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/10/264494070_0:135:3400:2048_1920x0_80_0_0_7e38fbec2ad81c8905dbde2548a453c2.jpg
თბილისი 2 დეკემბერი — Sputnik. გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს უკრაინაში არსებული სიტუაციის სხვადასხვა ასპექტის განსახილველად დაურეკა, იუწყება კრემლის პრეს-სამსახური.გავრცელებული ინფორმაციით, ორი ქვეყნის ლიდერების საუბარი ერთი საათის განმავლობაში გრძელდებოდა.როგორც რუსეთის მთავრობაში მიაჩნიათ, დასავლეთის ასეთი პოლიტიკა „ხელს უწყობს რადიკალ უკრაინელ ნაციონალისტებს, ჩაიდინონ სულ უფრო მეტი სისხლიანი დანაშაული მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ“.თავის მხრივ, გერმანიის მთავრობამ ოლაფ შოლცისა და ვლადიმირ პუტინის საუბრის საკუთარი ვერსია გამოაქვეყნა. მათი ინფორმაციით, ლიდერებმა სურსათთან დაკავშირებული მდგომარეობა, ასევე რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დიპლომატიური გადაწყვეტის შესაძლებლობა განიხილეს.როგორც გერმანიის მთავრობის განცხადებაშია აღნიშნული, ოლაფ შოლცმა ხაზი გაუსვა იმ გადაწყვეტილების სიმტკიცეს, რომელიც უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გაგრძელებას შეეხება.გარდა ამისა, გერმანიის კანცლერმა დაგმო რუსეთის სარაკეტო შეტევები უკრაინის ინფრასტრუქტურაზე, რასაც ვლადიმირ პუტინმა რუსეთის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მიტანილ დარტყმებზე „იძულებითი რეაქცია“ უწოდა.აღსანიშნავია, რომ მანამდე გერმანიისა და რუსეთის ლიდერებს შორის სატელეფონო საუბარი 13 სექტემბერს შედგა, ხოლო პირადი შეხვედრა — 15 თებერვალს, როდესაც ოლაფ შოლცი მოსკოვში იმყოფებოდა.
გერმანია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/10/264494070_336:0:3067:2048_1920x0_80_0_0_541309326875c2c0e06842874c05c75c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, გერმანია , რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთი, გერმანია , რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი 2 დეკემბერი — Sputnik. გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს უკრაინაში არსებული სიტუაციის სხვადასხვა ასპექტის განსახილველად დაურეკა,
იუწყება კრემლის პრეს-სამსახური.
გავრცელებული ინფორმაციით, ორი ქვეყნის ლიდერების საუბარი ერთი საათის განმავლობაში გრძელდებოდა.
„ყურადღება მიეპყრო დასავლეთის სახელმწიფოების, მათ შორის, გერმანიის დესტრუქციულ ხაზს, რომლებიც კიევის რეჟიმს იარაღით ამარაგებენ და უკრაინელ სამხედროებს წვრთნიან. ამ ყოველივეს და ასევე უკრაინის ყოვლისმომცველ პოლიტიკურ და ფინანსურ მხარდაჭერას მივყავართ იქამდე, რომ კიევი სრულიად უარყოფს ნებისმიერი მოლაპარაკების იდეას“, — ნათქვამია კრემლის განცხადებაში.
როგორც რუსეთის მთავრობაში მიაჩნიათ, დასავლეთის ასეთი პოლიტიკა „ხელს უწყობს რადიკალ უკრაინელ ნაციონალისტებს, ჩაიდინონ სულ უფრო მეტი სისხლიანი დანაშაული მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ“.
თავის მხრივ, გერმანიის მთავრობამ ოლაფ შოლცისა და ვლადიმირ პუტინის საუბრის საკუთარი ვერსია
გამოაქვეყნა. მათი ინფორმაციით, ლიდერებმა სურსათთან დაკავშირებული მდგომარეობა, ასევე რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დიპლომატიური გადაწყვეტის შესაძლებლობა განიხილეს.
როგორც გერმანიის მთავრობის განცხადებაშია აღნიშნული, ოლაფ შოლცმა ხაზი გაუსვა იმ გადაწყვეტილების სიმტკიცეს, რომელიც უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გაგრძელებას შეეხება.
გარდა ამისა, გერმანიის კანცლერმა დაგმო რუსეთის სარაკეტო შეტევები უკრაინის ინფრასტრუქტურაზე, რასაც ვლადიმირ პუტინმა რუსეთის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მიტანილ დარტყმებზე „იძულებითი რეაქცია“ უწოდა.
აღსანიშნავია, რომ მანამდე გერმანიისა და რუსეთის ლიდერებს შორის სატელეფონო საუბარი 13 სექტემბერს შედგა, ხოლო პირადი შეხვედრა — 15 თებერვალს, როდესაც ოლაფ შოლცი მოსკოვში იმყოფებოდა.