https://sputnik-georgia.com/20221202/mseneblobis-rirebuleba-oqtombersi-gaizarda-statistika-272651538.html
საქართველოში მშენებლობის ღირებულება ოქტომბერში გაიზარდა - ახალი სტატისტიკა
საქართველოში მშენებლობის ღირებულება ოქტომბერში გაიზარდა - ახალი სტატისტიკა
Sputnik საქართველო
მშენებლობის ინდექსის გაზრდა ძირითადად ხელფასების 4,4%-ით გაზრდის ხარჯზე მოხდა. 02.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-02T11:22+0400
2022-12-02T11:22+0400
2022-12-02T16:30+0400
საქსტატი
ახალი ამბები
საქართველოს ეკონომიკა
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24623/14/246231477_0:0:3000:1688_1920x0_80_0_0_76216188326d0cccda903815fd0f0331.jpg
თბილისი, 2 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი 2022 წლის ოქტომბერში, 2022 წლის სექტემბერთან შედარებით, 1,2%-ით გაიზარდა, იუწყება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი".უწყების ინფორმაციით, წლიური ინდექსის გაზრდა ერთ თვეში ძირითადად მოხდა მუშების ხელფასების 4,4%-ით მომატების ხარჯზე, ამას გარდა სამშენებლო მასალებზე გაიზარდა ფასები 0,6%-ით.რამდენი ობიექტი აშენდა საქართველოში წლის დასაწყისიდან - ახალი სტატისტიკა>>მიმდინარე წლის ოქტომბერში, 2022 წლის თებერვალთან შედარებით, მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 8,2%-ით, რაც გამოწვეული იყო სამშენებლო მასალებზე ფასების 4,7%-ით ზრდით და მუშების ხელფასების 12,7%-ით ზრდით.მშენებლობის ღირებულების ინდექსი მნიშვნელოვანი მაკროეკონომიკური მაჩვენებელია, რომელიც აუცილებელია ქვეყნის საინვესტიციო გარემოს შეფასებისთვის, ასევე სამშენებლო სფეროში დაგეგმვისა და გადაწყვეტილებების მისაღებად.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24623/14/246231477_298:0:2969:2003_1920x0_80_0_0_c4cf7cb51b8b28d696330dd7353a1ea1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქსტატი, ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა, საქართველო
საქსტატი, ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა, საქართველო
საქართველოში მშენებლობის ღირებულება ოქტომბერში გაიზარდა - ახალი სტატისტიკა
11:22 02.12.2022 (განახლებულია: 16:30 02.12.2022) მშენებლობის ინდექსის გაზრდა ძირითადად ხელფასების 4,4%-ით გაზრდის ხარჯზე მოხდა.
თბილისი, 2 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი 2022 წლის ოქტომბერში, 2022 წლის სექტემბერთან შედარებით, 1,2%-ით გაიზარდა, იუწყება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი".
უწყებამ მშენებლობის ღირებულების ყოველთვიური ინდექსის (CCI) გაანგარიშება დაიწყო, რომელიც წარმოადგენს ფასების საშუალო დონეს იმ სამშენებლო მასალებსა და მომსახურებაზე, რაც აუცილებელია სხვადასხვა ტიპის შენობების მშენებლობისთვის საანგარიშო პერიოდში საბაზო პერიოდთან შედარებით.
უწყების ინფორმაციით, წლიური ინდექსის გაზრდა ერთ თვეში ძირითადად მოხდა მუშების ხელფასების 4,4%-ით მომატების ხარჯზე, ამას გარდა სამშენებლო მასალებზე გაიზარდა ფასები 0,6%-ით.
მიმდინარე წლის ოქტომბერში, 2022 წლის თებერვალთან შედარებით, მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 8,2%-ით, რაც გამოწვეული იყო სამშენებლო მასალებზე ფასების 4,7%-ით ზრდით და მუშების ხელფასების 12,7%-ით ზრდით.
მშენებლობის ღირებულების ინდექსი მნიშვნელოვანი მაკროეკონომიკური მაჩვენებელია, რომელიც აუცილებელია ქვეყნის საინვესტიციო გარემოს შეფასებისთვის, ასევე სამშენებლო სფეროში დაგეგმვისა და გადაწყვეტილებების მისაღებად.