https://sputnik-georgia.com/20221202/grigoleti-qobuletis-semovliti-gzis-gaxsnis-tariri-272674252.html
გამოცხადდა როდის გაიხსნება გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის ერთი მონაკვეთი
გამოცხადდა როდის გაიხსნება გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის ერთი მონაკვეთი
Sputnik საქართველო
შემოვლითი გზის პროექტის ღირებულება 228 მილიონ ლარს შეადგენს. 02.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-02T20:41+0400
2022-12-02T20:41+0400
2022-12-02T22:30+0400
საქართველო
ახალი ამბები
აჭარა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/02/272671114_0:0:1920:1080_1920x0_80_0_0_3fa426229da6eea175945d15a77373e9.jpg
თბილისი 2 დეკემბერი — Sputnik. გრიგოლეთი–ქობულეთის შემოვლითი გზის 5 კმ-იანი მონაკვეთი 2022 წლის ბოლომდე გაიხსნება. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.უწყების ცნობით, გრიგოლეთი–ქობულეთის შემოვლითი გზის 14,4 კმ-იანი მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოები მოიცავს ოთხზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, 22 სახიდე გადასასვლელის, ოთხი სატრანსპორტო კვანძის, წყალგამტარი მილებისა და მიწისქვეშა გასასვლელების მშენებლობას.გრიგოლეთი–ქობულეთის შემოვლითი გზა აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (E60-ის) შემადგენელი მონაკვეთია. ამ მონაკვეთის საშუალებით, სამტრედია–გრიგოლეთის საგზაო მონაკვეთი ქობულეთის შემოვლით გზას დაუკავშირდება და სატრანსპორტო ნაკადები გრიგოლეთიდან ქობულეთის მიმართულებით უკვე ჩქაროსნული ავტომაგისტრალით იმოძრავებს.ახალი მონაკვეთი, კომფორტულ გადაადგილებასთან ერთად, საგზაო უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტსაც უზრუნველყოფს. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება 228 მილიონ ლარს შეადგენს.
საქართველო
აჭარა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/02/272671114_258:0:1698:1080_1920x0_80_0_0_9b46181f50f1a9dd8f5681b970694f82.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ახალი ამბები, აჭარა
საქართველო, ახალი ამბები, აჭარა
გამოცხადდა როდის გაიხსნება გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის ერთი მონაკვეთი
20:41 02.12.2022 (განახლებულია: 22:30 02.12.2022) შემოვლითი გზის პროექტის ღირებულება 228 მილიონ ლარს შეადგენს.
თბილისი 2 დეკემბერი — Sputnik. გრიგოლეთი–ქობულეთის შემოვლითი გზის 5 კმ-იანი მონაკვეთი 2022 წლის ბოლომდე გაიხსნება. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, გრიგოლეთი–ქობულეთის შემოვლითი გზის 14,4 კმ-იანი მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოები მოიცავს ოთხზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, 22 სახიდე გადასასვლელის, ოთხი სატრანსპორტო კვანძის, წყალგამტარი მილებისა და მიწისქვეშა გასასვლელების მშენებლობას.
გრიგოლეთი–ქობულეთის შემოვლითი გზა აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (E60-ის) შემადგენელი მონაკვეთია. ამ მონაკვეთის საშუალებით, სამტრედია–გრიგოლეთის საგზაო მონაკვეთი ქობულეთის შემოვლით გზას დაუკავშირდება და სატრანსპორტო ნაკადები გრიგოლეთიდან ქობულეთის მიმართულებით უკვე ჩქაროსნული ავტომაგისტრალით იმოძრავებს.
ახალი მონაკვეთი, კომფორტულ გადაადგილებასთან ერთად, საგზაო უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტსაც უზრუნველყოფს. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება 228 მილიონ ლარს შეადგენს.