https://sputnik-georgia.com/20221202/germanuli-mxaris-pozitiuri-dinamika-272674096.html
გერმანიის მთავარი გზავნილი: 12 რეკომენდაციის განხორციელებაში პოზიტიური დინამიკა შეიმჩნევა
გერმანიის მთავარი გზავნილი: 12 რეკომენდაციის განხორციელებაში პოზიტიური დინამიკა შეიმჩნევა
Sputnik საქართველო
თბილისი 2 დეკემბერი — Sputnik. მთავარი გზავნილი, რომელიც მივიღეთ გერმანული მხარისგან, არის ის, რომ 12 რეკომენდაციის განხორციელების თვალსაზრისით პოზიტიური... 02.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-02T19:07+0400
2022-12-02T19:07+0400
2022-12-02T21:53+0400
საქართველო
ახალი ამბები
გერმანია
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24052/60/240526071_0:106:2000:1231_1920x0_80_0_0_89a08a4de59e007546c0730f93704833.jpg
თბილისი 2 დეკემბერი — Sputnik. მთავარი გზავნილი, რომელიც მივიღეთ გერმანული მხარისგან, არის ის, რომ 12 რეკომენდაციის განხორციელების თვალსაზრისით პოზიტიური დინამიკა შეიმჩნევა, განაცხადა გერმანიაში საქართველოს ელჩმა ლევან იზორიამ.მისი თქმით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართა როგორც ბუნდესტაგში, ისე საგარეო საქმეთა სამინისტროში. ამ შეხვედრებზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები, ასევე რეგიონული უსაფრთხოების საკითხები და გლობალური გამოწვევები განიხილეს. მისი განცხადებით, სასურველია, რომ ეს პროცესი მეტი ინკლუზიურობით გაგრძელდეს.ევროპულმა საბჭომ ივნისში მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი 12 პირობა შესრულდება. ამ პირობებს შორისაა: დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და ა.შ.მმართველი პარტია 1 ივლისიდან მუშაობს ევროკავშირის პირობების შესრულებაზე მის მიერ შემუშავებული გეგმით. სამუშაო ჯგუფებში ჩართულია ოპოზიციისაა და სამოქალაქო სექტორის ერთი ნაწილი. ოპოზიციის სხვა ნაწილმა, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, საკუთარი წინადადებები შეიმუშავა ალტერნატიულ ფორმატში.მმართველი პარტიის მიერ შეთავაზებულ ფორმატში მუშაობაზე უარი ოპოზიციონერებმა იმით ახსნეს, რომ ხელისუფლება რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობას გარკვეული დათქმებით დათანხმდა. ოპოზიციის განმარტებით, ეს დათქმები „ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებას“.
საქართველო
გერმანია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24052/60/240526071_108:0:1892:1338_1920x0_80_0_0_4f20b836037448985d3778ff1a1a79f7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ახალი ამბები, გერმანია , საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, პოლიტიკა
საქართველო, ახალი ამბები, გერმანია , საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, პოლიტიკა
თბილისი 2 დეკემბერი — Sputnik. მთავარი გზავნილი, რომელიც მივიღეთ გერმანული მხარისგან, არის ის, რომ 12 რეკომენდაციის განხორციელების თვალსაზრისით პოზიტიური დინამიკა შეიმჩნევა, განაცხადა გერმანიაში საქართველოს ელჩმა ლევან იზორიამ.
მისი თქმით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართა როგორც ბუნდესტაგში, ისე საგარეო საქმეთა სამინისტროში. ამ შეხვედრებზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები, ასევე რეგიონული უსაფრთხოების საკითხები და გლობალური გამოწვევები განიხილეს.
„არსებული გამოწვევების ფონზე ჩვენი საერთო ამოცანაა საერთო ღირებულებების განმტკიცება და ინსტიტუციური თანამშრომლობის გაგრძელება-გაღრმავება, რაც, პირველ რიგში, უკავშირდება ჩვენს სტრატეგიულ მიზანს – ევროკავშირში გაწევრიანებას და კანდიდატის სტატუსის მოპოვებას. სწორედ ეს იყო პრიორიტეტული თემა. მთავარი გზავნილი, რომელიც მივიღეთ გერმანული მხარისგან, არის ის, რომ პოზიტიური დინამიკა შეიმჩნევა 12 რეკომენდაციის განხორციელების თვალსაზრისით“, — აღნიშნა იზორიამ.
მისი განცხადებით, სასურველია, რომ ეს პროცესი მეტი ინკლუზიურობით გაგრძელდეს.
„კონკრეტული, რეალური პირობები არსებობს, რათა ლიდერი ქვეყნების მაქსიმალური მხარდაჭერით, როგორიც არის ევროკავშირში გერმანია, ახლო მომავალში კანდიდატის სტატუსი მოვიპოვოთ“, – განაცხადა ელჩმა.
ევროპულმა საბჭომ ივნისში მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი 12 პირობა შესრულდება. ამ პირობებს შორისაა: დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და ა.შ.
მმართველი პარტია 1 ივლისიდან მუშაობს ევროკავშირის პირობების შესრულებაზე მის მიერ შემუშავებული გეგმით. სამუშაო ჯგუფებში ჩართულია ოპოზიციისაა და სამოქალაქო სექტორის ერთი ნაწილი. ოპოზიციის სხვა ნაწილმა, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, საკუთარი წინადადებები შეიმუშავა ალტერნატიულ ფორმატში.
მმართველი პარტიის მიერ შეთავაზებულ ფორმატში მუშაობაზე უარი ოპოზიციონერებმა იმით ახსნეს, რომ ხელისუფლება რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობას გარკვეული დათქმებით დათანხმდა. ოპოზიციის განმარტებით, ეს დათქმები „ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებას“.