https://sputnik-georgia.com/20221202/acharis-turistul-potencials-barselonashi-ecnobian-272658920.html
აჭარის ტურისტულ პოტენციალს ბარსელონაში ეცნობიან
აჭარის ტურისტულ პოტენციალს ბარსელონაში ეცნობიან
Sputnik საქართველო
IBTM World მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო ტურისტული გამოფენაა. 02.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-02T13:41+0400
2022-12-02T13:41+0400
2022-12-02T17:55+0400
საქართველო
ტურიზმი
აჭარა
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/02/272655503_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_a2f176a100cf31dbd9bac092b60c9a7a.jpg
თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. საქმიანი ტურიზმის მიმართულებით აჭარის შესაძლებლობებს ბარსელონაში გამართულ ტურისტულ გამოფენა IBTM World-ზე ეცნობიან, ნათქვამია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის განცხადებაში.ღონისძიებაში მსოფლიოს 100 ქვეყნიდან ტურიზმის სფეროს 15 ათასზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობს. გამოფენაზე რეგიონის ტურისტულ პოტენციალს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან და ტურისტულ კომპანიებთან ერთად წარადგენს.ღონისძიების ფარგლებში საქართველოს დელეგაცია საქმიან შეხვედრებს მართავს.აღსანიშნავია, რომ ბათუმით უკვე დაინტერესდა არაერთი ტურისტული კომპანია, რომლებიც კორპორატიულ შეკვეთებზე მუშაობენ და ახალ, მრავალფეროვან ტურისტულ მიმართულებებს ეძებენ.გამოფენის პარალელურად იმართება რიგი პრეზენტაციები და წამახალისებელი ღონისძიებები, რომლებიც მიზნად ისახავს ორგანიზაციის შესაძლებლობების გაცნობას. გამოფენის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა ჟურნალ The Headquarters-ის წარმომადგენლებთან, რომლებიც MICE-ტურიზმის (საქმიანი ტურიზმის ინდუსტრიის სფერო, რომელიც დაკავშირებულია სხვადასხვა კორპორატიული ღონისძიებების ორგანიზებასა და ჩატარებასთან - რედ.) მიმართულებით ამზადებენ სტატიებს.IBTM World მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო ტურისტული გამოფენაა.გამოფენაში, რომელიც ყოველწლიურად ტარდება, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 3 ათასზე მეტი ტურისტული მიმართულება და მომწოდებელი მონაწილეობს, რაც საქმიანი კავშირების დამყარებისა და ინდუსტრიაში არსებული ტენდენციების გაცნობის საუკეთესო საშუალებას იძლევა.
საქართველო
აჭარა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/02/272655503_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_aa5bd89a3973193198523a35444a381c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ტურიზმი, აჭარა , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ტურიზმი, აჭარა , საზოგადოება, ახალი ამბები
აჭარის ტურისტულ პოტენციალს ბარსელონაში ეცნობიან
13:41 02.12.2022 (განახლებულია: 17:55 02.12.2022) IBTM World მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო ტურისტული გამოფენაა.
თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. საქმიანი ტურიზმის მიმართულებით აჭარის შესაძლებლობებს ბარსელონაში გამართულ ტურისტულ გამოფენა IBTM World-ზე ეცნობიან, ნათქვამია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის განცხადებაში.
ღონისძიებაში მსოფლიოს 100 ქვეყნიდან ტურიზმის სფეროს 15 ათასზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობს. გამოფენაზე რეგიონის ტურისტულ პოტენციალს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან და ტურისტულ კომპანიებთან ერთად წარადგენს.
ღონისძიების ფარგლებში საქართველოს დელეგაცია საქმიან შეხვედრებს მართავს.
აღსანიშნავია, რომ ბათუმით უკვე დაინტერესდა არაერთი ტურისტული კომპანია, რომლებიც კორპორატიულ შეკვეთებზე მუშაობენ და ახალ, მრავალფეროვან ტურისტულ მიმართულებებს ეძებენ.
გამოფენის პარალელურად იმართება რიგი პრეზენტაციები და წამახალისებელი ღონისძიებები, რომლებიც მიზნად ისახავს ორგანიზაციის შესაძლებლობების გაცნობას.
გამოფენის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა ჟურნალ The Headquarters-ის წარმომადგენლებთან, რომლებიც MICE-ტურიზმის (საქმიანი ტურიზმის ინდუსტრიის სფერო, რომელიც დაკავშირებულია სხვადასხვა კორპორატიული ღონისძიებების ორგანიზებასა და ჩატარებასთან - რედ.) მიმართულებით ამზადებენ სტატიებს.
IBTM World მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო ტურისტული გამოფენაა.
გამოფენაში, რომელიც ყოველწლიურად ტარდება, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 3 ათასზე მეტი ტურისტული მიმართულება და მომწოდებელი მონაწილეობს, რაც საქმიანი კავშირების დამყარებისა და ინდუსტრიაში არსებული ტენდენციების გაცნობის საუკეთესო საშუალებას იძლევა.