მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ერთადერთი მსოფლიოში: დასახელდა ენა, რომელიც უფრო და უფრო რთულდება

© photo: Sputnik / Vladimir Astapkovichკარნახით წერის აქცია
კარნახით წერის აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 01.12.2022
გამოწერა
თბილისი, 1 დეკემბერი − Sputnik. მეცნიერებაში გაბატონებული თვალსაზრისით, ყველა ლინგვისტური სისტემა ახლა გამარტივებისკენ მიდის, ადამიანები ცდილობენ ილაპარაკონ და წერონ ისე, როგორც უფრო მოსახერხებელია, შესაბამისად, ენები, მართალია, ნელა, მაგრამ თანდათან ერგებიან რეალობას.
ფილოლოგები ბოლო დრომდე დარწმუნებული იყვნენ, რომ ეს ტენდენცია ყველა ენას ეხება. მაგრამ მეცნიერებმა ბოლო კვლევაში, რომელიც ჟურნალ Open Mind-შია გამოქვეყნებული, უარყვეს ეს მოსაზრება.
მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფმა იეროგლიფების ვიზუალური სირთულე შეისწავლა ხუთ ისტორიულ ეტაპზე − 1600 წლიდან დღემდე, და ერთმანეთს შეადარა ისინი. თავდაპირველად ეს იყო ძველი ეგვიპტური დამწერლობის მსგავსი პიქტოგრამები, შემდეგ შტრიხების ნაკრები, რომლებიც საბოლოოდ თანამედროვე იეროგლიფებად გადაკეთდა.
როგორც აღმოჩნდა, ჩინურ ენაში ყველაფერი უფრო რთულდება, თანაც იმდენად, რომ სიტუაციას 1956 წელს გამარტივებული წერის სისტემის შემოღებამაც კი ვერ უშველა.

„გავრცელებული მოსაზრების საწინააღმდეგოდ, აღმოჩნდა, რომ თანამედროვე ჩინური იეროგლიფები უფრო რთულია ვიზუალურად, ვიდრე მათი ადრეული ანალოგები“, − ნათქვამია კვლევაში.

როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, ჩინურმა დამწერლობამ ისეთ ეტაპს მიაღწია, რომლის იქითაც მეტი გამარტივება უკვე შეუძლებელია. უფრო მეტიც, გამარტივების მცდელობები გამოიწვევს იმ ფაქტს, რომ თვით ჩინელებიც კი ვეღარ შეძლებენ სწორად განასხვავონ იეროგლიფები ერთმანეთისგან.
საქმე ისაა, რომ ჩინური იეროგლიფებისთვის უფრო მეტი კონტრასტული დეტალების დამატება უკვე ახლაა საჭირო, რათა მსგავსი ნიშნების ერთმანეთისგან განსხვავება გამარტივდეს. და რადგან დროთა განმავლობაში ნებისმიერი ენა იძენს ახალ ცნებებს, სავარაუდოდ, მომავალში ჩინური კიდევ უფრო გართულდება.
წყარო: Open Mind
ყველა ახალი ამბავი
0