„სუსი არ მითვალთვალებს“ - სააკაშვილის ადვოკატი

© photo: Sputnik / Stringerშალვა ხაჭაპურიძე
შალვა ხაჭაპურიძე - Sputnik საქართველო, 1920, 01.12.2022
გამოწერა
უფრო ადრე ხაჭაპურიძემ განაცხადა, რომ თავის სახლში და ავტომობილში მოსასმენი აპარატურა იპოვა.
თბილისი, 1 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე გამორიცხავს, რომ მას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ფარულად უთვალთვალებს.
მანამდე ხაჭაპურიძემ განაცხადა, რომ საკუთარ სახლსა და ავტომობილში სათვალთვალო კამერები აღმოაჩინა.

„ჩემ მიერ ნაპოვნი ორი კამერა კუსტარულად არის დამზადებული და არა მგონია, რომ სამართალდამცველ ორგანოებს ასეთი ტექნიკა ჰქონდეთ... მე მყავდა ჩემი მეგობარი მოყვანილი, რომელიც სპეციალისტია, და მან ამიხსნა, რომ ეს სპეცსამსახურების არ უნდა იყოს, იმიტომ რომ ძალიან კუსტარული წესით დამზადებული აპარატურაა“, – განუცხადა ჟურნალისტებს ხაჭაპურიძემ.

ამასთან ერთად ხაჭაპურიძემ გამორიცხა, რომ ეს მის საქმიანობას უკავშირდება, კონკრეტულად იმას, რომ ის სააკაშვილის ადვოკატია.
„მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით ყველაფერს ღიად ვლაპარაკობ, ამიტომ არ მგონია, ამის გამო მისმენდნენ“, – აღნიშნა მან.
„ეს არ არის პოლიტიკური დისკუსიის საგანი“ - კობახიძე სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანაზე>>
კითხვაზე, დაიწყო თუ არა აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება, ადვოკატმა განაცხადა, რომ მთელი დღე სააკაშვილის საქმეზე შუამდგომლობას ამზადებდა და ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს.
თუმცა, ცნობილი გახდა, რომ მანამდე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების შესაძლო დარღვევის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე უკვე აღძრა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0