https://sputnik-georgia.com/20221130/es-ar-aris-politikuri-diskusiis-sagani-kobaxize-saakasvilis-ucxoetsi-gadayvanaze-272615762.html
„ეს არ არის პოლიტიკური დისკუსიის საგანი“ - კობახიძე სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანაზე
„ეს არ არის პოლიტიკური დისკუსიის საგანი“ - კობახიძე სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანაზე
Sputnik საქართველო
მსჯავრდებულებთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე გადაწყვეტილებს სახელმწიფო უწყებები იღებენ, განაცხადა კობახიძემ 30.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-30T23:44+0400
2022-11-30T23:44+0400
2022-12-01T01:43+0400
ახალი ამბები
საქართველო
მიხეილ სააკაშვილი
ქართული ოცნება
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/17/250432541_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_2db49887c9e28ec1d869d51346ee36b4.jpg
თბილისი, 30 ნოემბერი – Sputnik. მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა არის გათავისუფლების ერთ-ერთი ფორმა - ეს საკითხი არ შეიძლება იყოს პოლიტიკური დისკუსიების საგანი, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.ექს-პრეზიდენტს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ დაეწყო. ის 12 მაისის შემდეგ სამკურნალოდ სამოქალაქო კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება.თუმცა, მისი თქმით, ეს საკითხი პოლიტიკური განხილვის საგანია, რადგან მის უკან პოლიტიკური მიზნები დგას. როგორც კობახიძემ აღნიშნა, სააკაშვილის გათავისუფლების სურვილის უკან რეალურად დგას მისი მხარდამჭერების განზრახვა - ქვეყანაში არეულობის მოწყობა.იმის შესახებ, რომ სააკაშვილი მძიმე მდგომარეობაშია და სასწრაფოდ საჭიროებს საზღვარგარეთ გადაყვანას დიაგნოსტიკისა და შემდგომი მკურნალობისთვის, მანამდე ფსიქო–რეაბილიტაციის ცენტრი „ემპათიის“ ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა განაცხადა. მისი თქმით, უკვე თვეების განმავლობაში ექს-პრეზიდენტის სწორი დიაგნოზის დასმა და მკურნალობა-რეაბილიტაცია ვერ ხერხდება.გასულ კვირაში სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ სალომე ზურაბიშვილს შეხვედრის თხოვნით მიმართა. ადვოკატი ითხოვს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სააკაშვილს სასჯელი გადაუვადდეს.საქართველოს კანონმდებლობით, ავადმყოფობის გამო სასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო სამედიცინო კომისიის დასკვნის საფუძველზე, რომელშიც საუბარია სასიკვდილო შედეგის მაღალ რისკზე ან სასიცოცხლო პარამეტრების შენარჩუნების სირთულეზე სასჯელის მოხდის პირობებში.სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან მალულად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.საზღვრის უკანონო გადაკვეთის საქმის გარდა, რისთვისაც მას სამიდან ხუთ წლამდე პატიმრობა ემუქრება, თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს კიდევ ორ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის და 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევის საქმეებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/17/250432541_341:0:3072:2048_1920x0_80_0_0_a84a0e8f33a10c56ff98e56dad65afa2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, მიხეილ სააკაშვილი , ქართული ოცნება , პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, მიხეილ სააკაშვილი , ქართული ოცნება , პოლიტიკა საქართველოში
„ეს არ არის პოლიტიკური დისკუსიის საგანი“ - კობახიძე სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანაზე
23:44 30.11.2022 (განახლებულია: 01:43 01.12.2022) მსჯავრდებულებთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე გადაწყვეტილებს სახელმწიფო უწყებები იღებენ, განაცხადა კობახიძემ
თბილისი, 30 ნოემბერი – Sputnik. მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა არის გათავისუფლების ერთ-ერთი ფორმა - ეს საკითხი არ შეიძლება იყოს პოლიტიკური დისკუსიების საგანი, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.
ექს-პრეზიდენტს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ დაეწყო. ის 12 მაისის შემდეგ სამკურნალოდ სამოქალაქო კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება.
„ნებისმიერ თემაზე, რომელიც პატიმარს უკავშირდება, გადაწყვეტილებას სახელმწიფო უწყებები იღებენ და ეს გადაწყვეტილება არ შეიძლება პოლიტიკური იყოს და როდესაც რადიკალური ოპოზიცია გვთავაზობს, რომ ეს საკითხი პოლიტიკური გავხადოთ, ეს მეტყველებს მათ დამოკიდებულებაზე კანონისა და სამართლის მიმართ. არ შეიძლება ეს საკითხი პოლიტიკური დისკუსიის საგანი იყოს“, - განაცხადა კობახიძემ.
თუმცა, მისი თქმით, ეს საკითხი პოლიტიკური განხილვის საგანია, რადგან მის უკან პოლიტიკური მიზნები დგას. როგორც კობახიძემ აღნიშნა, სააკაშვილის გათავისუფლების სურვილის უკან რეალურად დგას მისი მხარდამჭერების განზრახვა - ქვეყანაში არეულობის მოწყობა.
„ერთადერთი, რის გამოც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება სურთ, არის ის, რომ როგორმე ქვეყანა არიონ... რა თქმა უნდა, ასეთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ვერავინ მიიღებს და ამაზე პოლიტიკური გადაწყვეტილება არც უნდა იყოს მიღებული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
იმის შესახებ, რომ სააკაშვილი მძიმე მდგომარეობაშია და სასწრაფოდ საჭიროებს საზღვარგარეთ გადაყვანას დიაგნოსტიკისა და შემდგომი მკურნალობისთვის, მანამდე ფსიქო–რეაბილიტაციის ცენტრი „ემპათიის“ ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა განაცხადა. მისი თქმით, უკვე თვეების განმავლობაში ექს-პრეზიდენტის სწორი დიაგნოზის დასმა და მკურნალობა-რეაბილიტაცია ვერ ხერხდება.
გასულ კვირაში სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ სალომე ზურაბიშვილს შეხვედრის თხოვნით მიმართა. ადვოკატი ითხოვს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სააკაშვილს სასჯელი გადაუვადდეს.
საქართველოს კანონმდებლობით, ავადმყოფობის გამო სასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო სამედიცინო კომისიის დასკვნის საფუძველზე, რომელშიც საუბარია სასიკვდილო შედეგის მაღალ რისკზე ან სასიცოცხლო პარამეტრების შენარჩუნების სირთულეზე სასჯელის მოხდის პირობებში.
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან მალულად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.
საზღვრის უკანონო გადაკვეთის საქმის გარდა, რისთვისაც მას სამიდან ხუთ წლამდე პატიმრობა ემუქრება, თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს კიდევ ორ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის და 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევის საქმეებს.