https://sputnik-georgia.com/20221201/saqartvelos-mtavroba-siraribestan-brzolas-gaagrzelebs-272638364.html
საქართველოს მთავრობა სიღარიბესთან ბრძოლას გააგრძელებს
საქართველოს მთავრობა სიღარიბესთან ბრძოლას გააგრძელებს
Sputnik საქართველო
მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ბოლო სამ–ოთხ წელიწადში სიღარიბე 400 ათასმა ადამიანმა გადალახა, განაცხადა კობახიძემ. 01.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-01T18:17+0400
2022-12-01T18:17+0400
2022-12-01T22:41+0400
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
საქართველო
ქართული ოცნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/1c/249833911_0:0:1170:659_1920x0_80_0_0_4cb3696c7e775142862e1e9362ccec9c.jpg
თბილისი, 1 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს ეკონომიკის აღდგენა ხელს უწყობს ქვეყანაში სიღარიბის დონის შემცირებას, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.საქართველოს ეკონომიკის აღდგენის პროცესი მაღალი ტემპებით მიმდინარეობს – 2022 წლის ოქტომბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 8,3% შეადგინა. წლის დასაწყისიდან რეალური ზრდის ათი თვის საშუალო მაჩვენებელი 10%-ს შეადგენს.კობახიძემ მსოფლიო ბანკის მონაცემები მოიყვანა მაგალითად, რომლის თანახმად, სიღარიბე 3–4 წელიწადში 400 ათასმა ადამიანმა გადალახა.„სულ რაღაც 3-4 წლის წინ საქართველოში სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობდა 850 ათასი ადამიანი. ამ წლის ბოლოს ეს მაჩვენებელი იქნება 450 ათასზე ნაკლები. ანუ 400 ათასმა ადამიანმა დაძლია სიღარიბე 3-4 წლის განმავლობაში... 450 ათასი ადამიანი ისევ არის სიღარიბის ზღვარს მიღმა, რაც ძალიან მძიმეა და აქეთკენ უნდა გავაგრძელოთ სვლა“, – განაცხადა მან.კობახიძის თქმით, საქართველოში ორი წელია ზედიზედ ორნიშნა ეკონომიკური ზრდაა; 2021 წელს – 10,5%, ხოლო 2022 წლის ათ თვეში – 10%. ამ მონაცემებმა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების თავდაპირველ პროგნოზებს გადააჭარბა.საქართველოს ეკონომიკის ზრდა გრძელდება - ახალი სტატისტიკა>>„ეს ნიშნავს იმას, რომ თუ, მაგალითად, შარშან წლის დასაწყისში იყო 4.250 დოლარი, ამ წლის ბოლოს გახდება დაახლოებით 7.800 დოლარი ერთ სულ მოსახლეზე“, – განაცხადა კობახიძემ.2020 წელს ეკონომიკის 6,8%-იანი ვარდნის შემდეგ 2021 წლის აპრილიდან აღდგენა საკმაოდ სწრაფად მიმდინარეობს, რაც აისახება ყველა ეკონომიკურ პარამეტრზე. ესაა ექსპორტისა და იმპორტის, ფულადი გადარიცხვების და საწარმოების ბრუნვის ზრდა.დაზუსტებული მონაცემებით, 2021 წელს საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 10,5% შეადგინა.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/1c/249833911_60:0:1052:744_1920x0_80_0_0_786c8eec7b33541ff69060b117fcef4e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველო, ქართული ოცნება
საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველო, ქართული ოცნება
საქართველოს მთავრობა სიღარიბესთან ბრძოლას გააგრძელებს
18:17 01.12.2022 (განახლებულია: 22:41 01.12.2022) მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ბოლო სამ–ოთხ წელიწადში სიღარიბე 400 ათასმა ადამიანმა გადალახა, განაცხადა კობახიძემ.
თბილისი, 1 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს ეკონომიკის აღდგენა ხელს უწყობს ქვეყანაში სიღარიბის დონის შემცირებას, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს ეკონომიკის აღდგენის პროცესი მაღალი ტემპებით მიმდინარეობს – 2022 წლის ოქტომბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 8,3% შეადგინა. წლის დასაწყისიდან რეალური ზრდის ათი თვის საშუალო მაჩვენებელი 10%-ს შეადგენს.
„ეს მონაცემები მათემატიკური სიზუსტით დადგენადია. რა თქმა უნდა, ეს ზრდა თანაბრად ყველა მოქალაქეზე არ აისახება, მაგრამ მარტივი მონაცემები გვაქვს აქაც, მაგალითად, მსოფლიო ბანკის“, – განაცხადა კობახიძემ.
კობახიძემ მსოფლიო ბანკის მონაცემები მოიყვანა მაგალითად, რომლის თანახმად, სიღარიბე 3–4 წელიწადში 400 ათასმა ადამიანმა გადალახა.
„სულ რაღაც 3-4 წლის წინ საქართველოში სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობდა 850 ათასი ადამიანი. ამ წლის ბოლოს ეს მაჩვენებელი იქნება 450 ათასზე ნაკლები. ანუ 400 ათასმა ადამიანმა დაძლია სიღარიბე 3-4 წლის განმავლობაში... 450 ათასი ადამიანი ისევ არის სიღარიბის ზღვარს მიღმა, რაც ძალიან მძიმეა და აქეთკენ უნდა გავაგრძელოთ სვლა“, – განაცხადა მან.
კობახიძის თქმით, საქართველოში ორი წელია ზედიზედ ორნიშნა ეკონომიკური ზრდაა; 2021 წელს – 10,5%, ხოლო 2022 წლის ათ თვეში – 10%. ამ მონაცემებმა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების თავდაპირველ პროგნოზებს გადააჭარბა.
„ეს ნიშნავს იმას, რომ თუ, მაგალითად, შარშან წლის დასაწყისში იყო 4.250 დოლარი, ამ წლის ბოლოს გახდება დაახლოებით 7.800 დოლარი ერთ სულ მოსახლეზე“, – განაცხადა კობახიძემ.
2020 წელს ეკონომიკის 6,8%-იანი ვარდნის შემდეგ 2021 წლის აპრილიდან აღდგენა საკმაოდ სწრაფად მიმდინარეობს, რაც აისახება ყველა ეკონომიკურ პარამეტრზე. ესაა ექსპორტისა და იმპორტის, ფულადი გადარიცხვების და საწარმოების ბრუნვის ზრდა.
დაზუსტებული მონაცემებით, 2021 წელს საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 10,5% შეადგინა.