საქართველოს პრემიერი აზერბაიჯანის იუსტიციის მინისტრს შეხვდა - რაზე იმსჯელეს მხარეებმა

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 01.12.2022
გამოწერა
აზერბაიჯანის იუსტიციის მინისტრი საქართველოში ვიზიტით იმყოფება ქართულ–აზერბაიჯანული სამართლებრივი ფორუმის ფარგლებში.
თბილისი, 1 დეკემბერი – Sputnik. ქართულ–აზერბაიჯანული ურთიერთობები, ასევე მათი განვითარების პერსპექტივები განიხილეს თბილისში შეხვედრის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და აზერბაიჯანის იუსტიციის მინისტრმა ფიქრეთ მამედოვმა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა აღნიშნეს, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ბოლო ვიზიტი საქართველოში ქვეყნებს შორის განსაკუთრებული ურთიერთობების კიდევ ერთი დასტურია, რაც ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას დამატებით იმპულსს მისცემს.

„ისაუბრეს რეგიონში არსებულ ვითარებაზე. ხაზი გაესვა კონფლიქტების მოგვარებაში დიალოგის მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით მშვიდობიანი სამეზობლო ინიციატივა შესაძლოა მყარი საფუძველი გახდეს ნდობის გასაზრდელად“, – ნათქვამია განცხადებაში.

შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება ასევე გაამახვილეს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე. აღინიშნა, რომ აზერბაიჯანი საქართველოს სავაჭრო პარტნიორებს შორის წამყვანი ქვეყანაა და გამოითქვა ამ კავშირების კიდევ უფრო გაღრმავების მზადყოფნა.
აზერბაიჯანი საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ხუთეულში შედის. ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 2022 წლის იანვარი–სექტემბერში 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 21,3%-ით გაიზარდა და 959,6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანის ეკოლოგიის მინისტრს შეხვდა: რაზე ისაუბრეს პოლიტიკოსებმა>>
აზერბაიჯანის იუსტიციის მინისტრი საქართველოში ქართულ–აზერბაიჯანული სამართლებრივი ფორუმის ფარგლებში იმყოფება. ფორუმი საქართველოსა და აზერბაიჯანის იუსტიციის სამინისტროების პატრონაჟით პირველად იმართება.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0