https://sputnik-georgia.com/20221201/qurduli-garcevebi-saqartvelosi-braldebulebs-patimroba-seefardat-272644039.html
ქურდული გარჩევები საქართველოში: ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ
ქურდული გარჩევები საქართველოში: ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ
Sputnik საქართველო
გამოძიებამ დაადგინა, რომ ორმა პირმა ერთმანეთში არსებული ფინანსური დავის მოსაგვარებლად „ქურდული სამყაროს“ წევრებს მიმართა. 01.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-01T20:49+0400
2022-12-01T20:49+0400
2022-12-01T22:57+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პროკურატურა
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22792/55/227925549_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_6ff3c01f4b452ee7da7daea94f177e50.jpg
თბილისი, 1 დეკემბერი – Sputnik. სასამართლომ ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებულ ხუთ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, იუწყება საქართველოს პროკურატურა.შსს-მ კრიმინალური სამყაროს წევრების და კიდევ ორი პირის დაკავების შესახებ ხუთშაბათს განაცხადა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ორმა პირმა ერთმანეთში არსებული ფინანსური დავის მოსაგვარებლად „ქურდული სამყაროს“ წევრებს მიმართა.პოლიციამ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი ხუთი პირი დააკავა >>გამოძიებით დადგინდა, რომ ფინანსური დავის „ქურდული გარჩევით“ მოგვარების მიზნით ბრალდებულებიდან ორმა „ქურდული სამყაროს“ წევრებს მიმართა, ხოლო სამი ბრალდებული „ქურდული სამყაროს“ საქმიანობაში აქტიურად მონაწილეობდა და ისინი თავიანთი კრიმინალური ავტორიტეტის გამოყენებით მოდავე მხარეებს შორის „ქურდულ გარჩევებს“ აწყობდნენ, მათ შორის ერთ-ერთ მოდავე პირს კონკრეტული თანხის გადახდა მოსთხოვეს.ახლა ქურდული სამყაროს წევრობისთვის სამი ბრალდებულს 7-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება, ხოლო პირებს, რომლებმაც მათ მიმართეს – 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.საქართველოში ქურდული სამყაროს წარმომადგენელთან მიმართვა ისეთივე დანაშაულია, როგორიც არის ქურდული გარჩევა ან ქურდული სამყაროს წევრობა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22792/55/227925549_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_b00ef84d761494212b63c0639905099d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პროკურატურა, შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პროკურატურა, შემთხვევები საქართველოში
ქურდული გარჩევები საქართველოში: ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ
20:49 01.12.2022 (განახლებულია: 22:57 01.12.2022) გამოძიებამ დაადგინა, რომ ორმა პირმა ერთმანეთში არსებული ფინანსური დავის მოსაგვარებლად „ქურდული სამყაროს“ წევრებს მიმართა.
თბილისი, 1 დეკემბერი – Sputnik. სასამართლომ ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებულ ხუთ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, იუწყება საქართველოს პროკურატურა.
შსს-მ კრიმინალური სამყაროს წევრების და კიდევ ორი პირის დაკავების შესახებ ხუთშაბათს განაცხადა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ორმა პირმა ერთმანეთში არსებული ფინანსური დავის მოსაგვარებლად „ქურდული სამყაროს“ წევრებს მიმართა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ფინანსური დავის „ქურდული გარჩევით“ მოგვარების მიზნით ბრალდებულებიდან ორმა „ქურდული სამყაროს“ წევრებს მიმართა, ხოლო სამი ბრალდებული „ქურდული სამყაროს“ საქმიანობაში აქტიურად მონაწილეობდა და ისინი თავიანთი კრიმინალური ავტორიტეტის გამოყენებით მოდავე მხარეებს შორის „ქურდულ გარჩევებს“ აწყობდნენ, მათ შორის ერთ-ერთ მოდავე პირს კონკრეტული თანხის გადახდა მოსთხოვეს.
ახლა ქურდული სამყაროს წევრობისთვის სამი ბრალდებულს 7-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება, ხოლო პირებს, რომლებმაც მათ მიმართეს – 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოში ქურდული სამყაროს წარმომადგენელთან მიმართვა ისეთივე დანაშაულია, როგორიც არის ქურდული გარჩევა ან ქურდული სამყაროს წევრობა.