რა საკითხები განიხილა ღარიბაშვილმა Binance-ის დამფუძნებელთან

© Government of Georgiaჩანგპენგ ჟაო და ირაკლი ღარიბაშვილი
ჩანგპენგ ჟაო და ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 30.11.2022
გამოწერა
Binance-ის შვილობილი კომპანიები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აქვს.
თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობა მზად არის მხარი დაუჭიროს ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განხორციელებას, ხოლო კანონმდებლობა მზად არის კრიპტობირჟის რეგულირებისთვის, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მსოფლიოში უდიდესი კრიპტოვალუტის ბირჟის Binance-ის დამფუძნებელთან და მთავარ აღმასრულებელ დირექტორთან ჩანგპენგ ჟაოსთან შეხვედრაზე.
შეხვედრაზე საუბარი იყო საქართველოს თანამედროვე ფინანსური ტექნოლოგიების ჰაბად პოზიციონირებაზე, საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობასა და ინოვაციებზე ორიენტირებულ მთავრობაზე.
ასევე აღინიშნა ქვეყნის სტაბილური და ხელსაყრელი ბიზნეს-გარემო, რომელიც ინვესტორებს მნიშვნელოვან შესაძლებლობებს სთავაზობს. ამასთან, გამოითქვა სამომავლო თანამშრომლობის მზადყოფნა.
© Сourtesy of Georgian Governmentირაკლი ღარიბაშვილმა Binance-ის დამფუძნებელ ჩანგპენგ ჟაოსთან შეხვედრა გამართა
Премьер-министр Ираклий Гарибашвили и основатель и гендиректор биржи криптовалюты Binance Чанпэн Чжао - Sputnik საქართველო, 1920, 30.11.2022
ირაკლი ღარიბაშვილმა Binance-ის დამფუძნებელ ჩანგპენგ ჟაოსთან შეხვედრა გამართა
შეხვედრას, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, ესწრებოდნენ ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა.
მსოფლიოში უდიდეს კრიპტოვალუტის ბირჟას - Binance-ს შვილობილი კომპანიები გააჩნია მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, მათ შორის, ესპანეთში, იტალიაში, საფრანგეთში, ბაჰრეინსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. Forbes-ის მონაცემებით, ჩანგპენგ ჟაოს ქონება 17,4 მლრდ დოლარს შეადგენს.
ყველა ახალი ამბავი
0