https://sputnik-georgia.com/20221130/dashbashis-kanioni-popularobit-sargeblobs-272591749.html
ქართული ტურიზმის ბრილიანტი - დაშბაშის კანიონი ტურისტებში პოპულარობით სარგებლობს
ქართული ტურიზმის ბრილიანტი - დაშბაშის კანიონი ტურისტებში პოპულარობით სარგებლობს
Sputnik საქართველო
დაშბაშის კანიონი, რომელიც ბუნებრივი ძეგლის სტატუსს ატარებს, წალკის მუნიციპალიტეტში არსებულ ალგეთის ეროვნულ პარკში მდებარეობს. 30.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-30T14:31+0400
2022-11-30T14:31+0400
2022-11-30T19:05+0400
საქართველო
ტურიზმი საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/1f/269944322_0:0:1920:1080_1920x0_80_0_0_0195977c1bbb1eb4d94e2fe830436d9f.jpg
თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. წალკის კანიონი (დაშბაშის კანიონი), სადაც ზაფხულში შუშის ხიდი გაიხსნა, რომლის შუა ნაწილში ბრილიანტის ფორმის ბარ-რესტორანია მოწყობილი, თითქმის ექვს თვეში 120 ათასმა ადამიანმა მოინახულა, განაცხადა Kass Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ეკატერინე თორდიამ მედიაპლატფორმა BMG-ის გადაცემაში.240 მეტრი სიგრძის შუშის ხიდი 2022 წლის 14 ივნისს გაიხსნა და საქართველოს ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი გახდა. პროექტზე იმუშავა ისრაელის კომპანიამ Kass Land (იგივე Kass Group), რომელმაც კანიონის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის განვითარებაში 120 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა.„ხიდის გახსნამ მსოფლიო პრესაში დიდი რეზონანსი გამოიწვია, რამაც შედეგი გამოიღო. პირველივე წელს ძალზე დიდი აქტივობა შეინიშნებოდა“, – განაცხადა თორდიამ.მისი თქმით, ზაფხულში ახალი ტურისტული ღირსშესანიშნაობა განსაკუთრებით დიდი პოპულარობით სარგებლობდა საქართველოს მოქალაქეებს შორის (65%), შემოდგომაზე კი ადგილობრივი და უცხოელი ტურისტების რაოდენობა გათანაბრდა.შუშის ხიდი კანიონზე: ახალი ღირსშესანიშნაობა საქართველოში - ვიდეო>>>„ყველაზე მეტი სტუმარი გვყავდა ისრაელიდან, საუდის არაბეთიდან და რუსეთიდან. პრინციპში, მსოფლიოს ყველა კუთხიდან არის ინტერესი. დიდი პოპულარობით სარგებლობს ბაიკ-ზიპლაინი და საქანელა, რომელმაც ყველა რეკორდი მოხსნა. ამ მიმართულებითაც ინვესტიციის განხორციელებას და დამატებითი ატრაქციების მოწყობას ვაპირებთ", – განაცხადა თორდიამ.მისი თქმით, კანიონის ტერიტორიაზე 2024 წლამდე მოეწყობა დახურული აკვაპარკი, 50-მდე ვილა და 53-ნომრიანი სასტუმრო. ასევე იგეგმება სხვადასხვა სოციალური სივრცეების, ბავშვთა გასართობი კუთხის და სასეირნო ბილიკების მოწყობა. პროექტის ბიუჯეტი 60-70 მლნ ლარია.დაშბაშის კანიონი, რომელიც ბუნებრივი ძეგლის სტატუსს ატარებს, წალკის მუნიციპალიტეტში არსებულ ალგეთის ეროვნულ პარკში მდებარეობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/1f/269944322_0:0:1440:1080_1920x0_80_0_0_4771e4e3a051ee179e3355da0848ea76.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ტურიზმი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ტურიზმი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
ქართული ტურიზმის ბრილიანტი - დაშბაშის კანიონი ტურისტებში პოპულარობით სარგებლობს
14:31 30.11.2022 (განახლებულია: 19:05 30.11.2022) დაშბაშის კანიონი, რომელიც ბუნებრივი ძეგლის სტატუსს ატარებს, წალკის მუნიციპალიტეტში არსებულ ალგეთის ეროვნულ პარკში მდებარეობს.
თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. წალკის კანიონი (დაშბაშის კანიონი), სადაც ზაფხულში შუშის ხიდი გაიხსნა, რომლის შუა ნაწილში ბრილიანტის ფორმის ბარ-რესტორანია მოწყობილი, თითქმის ექვს თვეში 120 ათასმა ადამიანმა მოინახულა, განაცხადა Kass Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ეკატერინე თორდიამ მედიაპლატფორმა BMG-ის გადაცემაში.
240 მეტრი სიგრძის შუშის ხიდი 2022 წლის 14 ივნისს გაიხსნა და საქართველოს ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი გახდა. პროექტზე იმუშავა ისრაელის კომპანიამ Kass Land (იგივე Kass Group), რომელმაც კანიონის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის განვითარებაში 120 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა.
„ხიდის გახსნამ მსოფლიო პრესაში დიდი რეზონანსი გამოიწვია, რამაც შედეგი გამოიღო. პირველივე წელს ძალზე დიდი აქტივობა შეინიშნებოდა“, – განაცხადა თორდიამ.
მისი თქმით, ზაფხულში ახალი ტურისტული ღირსშესანიშნაობა განსაკუთრებით დიდი პოპულარობით სარგებლობდა საქართველოს მოქალაქეებს შორის (65%), შემოდგომაზე კი ადგილობრივი და უცხოელი ტურისტების რაოდენობა გათანაბრდა.
„ყველაზე მეტი სტუმარი გვყავდა ისრაელიდან, საუდის არაბეთიდან და რუსეთიდან. პრინციპში, მსოფლიოს ყველა კუთხიდან არის ინტერესი. დიდი პოპულარობით სარგებლობს ბაიკ-ზიპლაინი და საქანელა, რომელმაც ყველა რეკორდი მოხსნა. ამ მიმართულებითაც ინვესტიციის განხორციელებას და დამატებითი ატრაქციების მოწყობას ვაპირებთ", – განაცხადა თორდიამ.
მისი თქმით, კანიონის ტერიტორიაზე 2024 წლამდე მოეწყობა დახურული აკვაპარკი, 50-მდე ვილა და 53-ნომრიანი სასტუმრო. ასევე იგეგმება სხვადასხვა სოციალური სივრცეების, ბავშვთა გასართობი კუთხის და სასეირნო ბილიკების მოწყობა. პროექტის ბიუჯეტი 60-70 მლნ ლარია.
დაშბაშის კანიონი, რომელიც ბუნებრივი ძეგლის სტატუსს ატარებს, წალკის მუნიციპალიტეტში არსებულ ალგეთის ეროვნულ პარკში მდებარეობს.