შუშის ხიდი კანიონზე: ახალი ღირსშესანიშნაობა საქართველოში - ვიდეო

გამოწერა
დაშბაშის კანიონზე 240 მეტრის სიგრძის შუშის ხიდი გაიდო. ეს ადგილი თბილისიდან 90 კილომეტრში მდებარეობს.
ხიდის შუაში განთავსებულია ბრილიანტის ფორმის ბარ-რესტორანი. ხიდის ირგვლივ ასევე მოეწყო კანიონისკენ მიმავალი 1,5-კილომეტრიანი ბილიკი, ტურისტული ცენტრი და ზიპლაინი, დაიდგა კოტეჯები.
პროექტის ღირებულება 45 მილიონ დოლარს აჭარბებს. ეს ყველაზე დიდი ინვესტიციაა ეკო-ტურიზმის სფეროში, რომელიც რეგიონში განხორციელდა. უნიკალური ხიდის გახსნის შემდეგ აქ 2 მილიონზე მეტ ვიზიტორს ელოდებიან.
ყველა ახალი ამბავი
0