https://sputnik-georgia.com/20221129/svid-eqims-sertifikatis-moqmedeba-droebit-seucerda-272559159.html
შვიდ ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება დროებით შეუჩერდა
შვიდ ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება დროებით შეუჩერდა
Sputnik საქართველო
მოქალაქისთვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის შესწავლის მიზნით პროფესიული განვითარების საბჭო კვირაში ერთხელ იკრიბება. 29.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-29T18:09+0400
2022-11-29T18:09+0400
2022-11-29T20:06+0400
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0b/261970289_0:0:3555:2001_1920x0_80_0_0_5b5ccf0a2753927f2b47f0f437cc013a.jpg
თბილისი, 29 ნოემბერი – Sputnik. პროფესიული განვითარების საბჭოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება შვიდ ექიმს დროებით შეუჩერდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.უწყების ცნობით, ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ პროფესიული განვითარების საბჭოს სხდომაზე სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ შესწავლილი საკითხები განიხილეს და 11 ექიმის პროფესიულ პასუხისმგებლობაზე იმსჯელეს.მიმდინარე წელს საბჭოს წევრებმა 296 ექიმის პროფესიულ პასუხისმგებლობაზე იმსჯელეს. მათგან პროფესიული პასუხისმგებლობა დაეკისრა 219 ექიმს, ექვს მედიკოსს სახელმწიფო სერტიფიკატი გაუუქმდა, 56 ექიმს კი სხვადასხვა ვადით შეუჩერდა.სამინისტროს განმარტებით, პროფესიული განვითარების საბჭო ექიმთა პროფესიული საქმიანობის შესწავლას უზრუნველყოფს, განიხილავს პაციენტისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხს, სამედიცინო პერსონალის შესაძლო გადაცდომებს, პროფესიულ პასუხისმგებლობებსა და არაკეთილსინდისიერ/არაეთიკურ, ასევე პაციენტთან შეუსაბამო მოპყრობის შემთხვევებს.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0b/261970289_84:0:2813:2047_1920x0_80_0_0_58ad4a440a91092c6ffd9158a64525fe.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
შვიდ ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება დროებით შეუჩერდა
18:09 29.11.2022 (განახლებულია: 20:06 29.11.2022) მოქალაქისთვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის შესწავლის მიზნით პროფესიული განვითარების საბჭო კვირაში ერთხელ იკრიბება.
თბილისი, 29 ნოემბერი – Sputnik. პროფესიული განვითარების საბჭოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება შვიდ ექიმს დროებით შეუჩერდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ პროფესიული განვითარების საბჭოს სხდომაზე სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ შესწავლილი საკითხები განიხილეს და 11 ექიმის პროფესიულ პასუხისმგებლობაზე იმსჯელეს.
მიმდინარე წელს საბჭოს წევრებმა 296 ექიმის პროფესიულ პასუხისმგებლობაზე იმსჯელეს. მათგან პროფესიული პასუხისმგებლობა დაეკისრა 219 ექიმს, ექვს მედიკოსს სახელმწიფო სერტიფიკატი გაუუქმდა, 56 ექიმს კი სხვადასხვა ვადით შეუჩერდა.
სამინისტროს განმარტებით, პროფესიული განვითარების საბჭო ექიმთა პროფესიული საქმიანობის შესწავლას უზრუნველყოფს, განიხილავს პაციენტისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხს, სამედიცინო პერსონალის შესაძლო გადაცდომებს, პროფესიულ პასუხისმგებლობებსა და არაკეთილსინდისიერ/არაეთიკურ, ასევე პაციენტთან შეუსაბამო მოპყრობის შემთხვევებს.