მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

შავ ზღვაში მძიმე ლითონების ჭარბი შემცველობა აღმოაჩინეს

© photo: Sputnik / Stringerშტორმი შავ ზღვაზე
შტორმი შავ ზღვაზე - Sputnik საქართველო, 1920, 29.11.2022
გამოწერა
თბილისი, 29 ნოემბერი − Sputnik. თურქეთის საზღვაო მეცნიერებათა და ტექნოლოგიების ტექნიკური უნივერსიტეტის სწავლულებმა (KTU) კვლევებისას შავ ზღვაში მძიმე ლითონების ჭარბი შემცველობა აღმოაჩინეს, იუწყება თურქული სააგენტო Haber61.
გავრცელებული ინფორმაციით, მკვლევარებმა თურქეთის სანაპიროზე, 1100 კმ სიგრძის ზოლზე აიღეს წყლის სინჯები. შავი ზღვის წყლის ქიმიურმა ანალიზმა მასში დაახლოებით ათი სხვადასხვა მძიმე ლითონის კვალი გამოავლინა, მათ შორის: სპილენძი, ტყვია, დარიშხანი, თუთია.
როგორც ირკვევა, ტყვია და სპილენძი ყველაზე დიდი რაოდენობით პროვინცია ტრაბზონის ქალაქ სიურმენეს სანაპირო წყლებშია დაგროვილი, ხოლო დარიშხანი − ორდუს სანაპიროზე.
გარდა ამისა, შავი ზღვის წყალში ასევე გამოვლინდა ისეთი ტოქსიკური ლითონები, როგორებიცაა სტრონციუმი, ვანადიუმი, ალუმინი, ნიკელი, კობალტი და ლანთანი.
როგორც KTU-ს პროფესორმა კორაი ოზშექერმა განმარტა, სპილენძი და ტყვია განსაკუთრებით დიდი რაოდენობით საქართველოსთან ახლოს მდებარე რაიონების − ხოფის, ჩამბურნუსა და ჩაიელის სანაპიროებზეა აღმოჩენილი, რაც რეგიონში სასარგებლო წიაღისეულის მომპოვებელი კომპანიების მუშაობას უკავშირდება.

„რეალურად ეს მოსალოდნელიც იყო. ამ რეგიონში ბევრი საბადოა და სამთო-მომპოვებელი კომპანიები აქტიურად მუშაობენ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებაზე. მიუხედავად იმისა, რომ ისინი უსაფრთხოების ზომებს იცავენ, მძიმე ლითონები მაღაროებიდან მდინარეების წყლებით შეედინება ზღვაში“, − განმარტა პროფესორმა.

ოზშექერის თქმით, მძიმე ლითონები, რომელიც შავი ზღვის წყალსა და ფსკერის სილაში ილექება, თევზებისა და ზღვის სხვა ცხოველების ორგანიზმში აღწევს, შემდეგ ეს „პროდუქტი“ ჩვენს სუფრებზე ხვდება და საბოლოოდ ადამიანს სერიოზულ ზიანს აყენებს.
წყარო: Haber61
ყველა ახალი ამბავი
0