მოსაზრება: პროტესტები ირანსა და ჩინეთში − დასავლეთი ძველ კოზირს ათამაშებს

© photo: Sputnik / Igor Mikhaliov
  - Sputnik საქართველო, 1920, 29.11.2022
გამოწერა
პიოტრ აკოპოვი
დასავლეთისა და რუსეთის დაპირისპირებაში - როგორც უკრაინაში, ისე მსოფლიოში - პოპულარულია მსჯელობა იმაზე, რომ დასავლეთი ვეღარ გაუძლებს და ადრე თუ გვიან შედრკება: ევროპა იქცევა სუსტ რგოლად, მოხდება განხეთქილება ანგლოსაქსებსა და ბებერ ევროპას შორის, ან თვით ევროპის შიგნით დაიწყება დავა თემაზე, იბრძოლონ თუ არა გამარჯვებამდე ანუ რუსეთის დამარცხებამდე. იმედები იმდენად უსაფუძვლო არ არის, რამდენადაც არასწორი: რუსეთის კონფლიქტს დასავლეთთან მეტად სერიოზული მიზეზები აქვს, ფსონი კი იმდენად მაღალია, რომ საკუთარი სტრატეგიის აგება სხვის იმედად მეტისმეტად არაშორსმჭვრეტელური და სახიფათოა.
საუბარია არა მხოლოდ უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებზე. ეს არის გაცილებით უფრო ღრმა და სერიოზული - გეოპოლიტიკური და მეტაფიზიკური - კონფლიქტის აპოთეოზი. რუსეთის გამარჯვება შეცვლის მსოფლიო წესრიგს და ალბათ გამოიწვევს ერთიანი დასავლეთის გაყოფას, მაგრამ ეს არ არის ერთადერთი შედეგი. დასავლეთი არ აპირებს, უარი თქვას ომზე რუსეთის დასასუსტებლად, შეიძლება შეიცვალოს მისი ფორმები (მაგალითად, სამხედრო დაპირისპირებასა და ეკონომიკურ მოხრჩობას შორის თანაფარდობა - ბალანსი შეიძლება პირველისკენ ან მეორისკენ გადაიხაროს). ამიტომ რუსეთი ხანგრძლივი ბრძოლისთვის უნდა მოემზადოს.
წესით, ანალოგიური განწყობა უნდა იყოს დასავლეთშიც, სულ მცირე, ანგლოსაქსებში მაინც, რომელიც რუსეთთან ბრძოლის ძირითადი მამოძრავებელი ძალაა. მათ უნდა ესმოდეთ, რომ რუსეთი უკან არ დაიხევს და უარს არ იტყვის არც უკრაინაზე, არც ატლანტიკური წყობის დემონტაჟის პოლიტიკაზე. ამის მიუხედავად, დასავლეთში ჯერ კიდევ გავრცელებულია მოსაზრება, რომ რუსეთი შეიძლება დამარცხდეს უკრაინაში რომელიღაც მოულოდნელი მოვლენების გამო.
გასაგებია, რომ იდეალური ვარიანტი იქნებოდა არეულობა რუსეთში, სახალხო აჯანყება, გადატრიალება, ანუ ყველაფერი, რამაც რუსეთი ასი წლის წინ მიიყვანა ომში მარცხამდე და ეროვნულ კატასტროფამდე. რუსი ხალხის აჯანყებამდე მიყვანის უფრო საიმედო მეთოდად დასავლეთში მიიჩნევენ რუსეთის ეკონომიკურ იზოლაციას - ბლოკადამ უნდა გამოიწვიოს ეკონომიკური პრობლემები, ცხოვრების დონის დაცემა, ეკონომიკის კოლაფსი და ფრონტზე მარცხი. ეს კი გამოიწვევს არეულობას და ხელისუფლების ცვლილებას ისეთი ძალით, რომელიც ხელს მოაწერს კაპიტულაციას.
პრობლემა ისაა, რომ ბლოკადა არ გამოდის. მართალია, რუსეთში ბევრი პრობლემაა მრეწველობისათვის მნიშვნელოვანი კომპონენტების იმპორტის აკრძალვის გამო, ქვეყანას უწევს, დემპინგს მიმართოს ენერგომატარებლების ექსპორტის დროს, მაგრამ მყიდველები მაინც არიან, ნედლეულის ფასების საყოველთაო ზრდა კი ანეიტრალებს ექსპორტის მოცულობის შემცირებას. რუსეთი უძლებს დარტყმას, ვინაიდან მსოფლიოს დიდი ნაწილი არ აპირებს მსოფლიო ეკონომიკიდან მის გაძევებას. მეტიც, არადასავლური სამყაროს დიდი ნაწილი დაინტერესებულია რუსეთის გამარჯვებით.
არადასავლური სახელმწიფოები რუსეთისა და დასავლეთის კონფლიქტში განსხვავებულ პოზიციებს ავლენენ: ზოგი შემოიფარგლება რუსული ნედლეულის შეძენით, ზოგს რუსეთის ბაზარზე შესვლა სურს, ზოგიც ცდილობს რუსეთსა და დასავლეთს შორის შუამავლის როლი შეასრულოს... მსოფლიო მრავალფეროვანია. დასავლეთი გამუდმებით ახორციელებს ზეწოლას ამა თუ იმ ქვეყნებზე. მაგრამ ზოგიერთ ქვეყანაზე ზეწოლა მას პრაქტიკულად არ შეუძლია. მაქსიმუმ, გაურთულოს ვაჭრობა რუსეთთან. ლაპარაკია ისეთ საკვანძო სახელმწიფოებზე, როგორებიცაა ჩინეთი, ინდოეთი, თურქეთი, ირანი. მათი რუსეთის მხარდამჭერი კურსის შეცვლა გარედან შეუძლებელია. საინტერესოა, შესაძლებელია თუ არა შეცვლა შიგნიდან?
ამ საკითხმა აქტუალობა ორი თვის წინ შეიძინა, როდესაც დაიწყო მღელვარება ირანში ქურთი გოგონას ტრაგიკული სიკვდილის შემდეგ, რომლის წარმოჩენასაც შეეცადნენ, როგორც მორალის პოლიციის მხრიდან ცემის შედეგისა. ირანში არეულობა გამოიწვია საშინაო დაპირისპირებამა და პრობლემებმა, მაგრამ გასაგებია, რომ დასავლეთმა მაშინვე სცადა, მისთვის მიენიჭებინა „მოლათა დიქტატურის“ წინააღმდეგ სახალხო აჯანყების სტატუსი.
ამ დღეებში კი ჩინეთში აგორდა საპროტესტო ტალღა საკარანტინო შეზღუდვების გამო, დასავლეთში კი იმ წუთას გაიხსენეს 1989 წლის ტიანმენი და ახალ ჩინურ რევოლუციაზე ალაპარაკდნენ.
თურქეთში კი შიდა პოლიტიკური ბრძოლა მწვავდება - ექვს თვეზე ოდნავ მეტია დარჩენილი საპრეზიდენტო არჩევნებამდე, რომელზეც ერდოღანის წინააღმდეგ ოპოზიციის გაერთიანებული ფრონტი გამოდის და ფაქტობრივად საპრეზიდენტო რესპუბლიკის შეცვლას ითხოვს.
გამოდის, რუსეთისთვის სამ მეტად მნიშვნელოვან ქვეყანაში შეიძლება დაიწყოს არეულობა - ისინი ჩაიკეტებიან ან შეცვლიან კურსს პროდასავლურით? რასაკვირველია, არა. პროცესები თითოეულ ამ ქვეყანაში ძლიერ განსხვავებულია, მაგრამ მათ ერთი საერთო შტრიხი აქვთ. ისინი არიან ძველი ცივილიზაციების მემკვიდრეები, სახელმწიფოები, რომლებიც სრულ სუვერენიტეტს ფლობენ.
ჩინეთში პროტესტი არათუ ხელისუფლების შეცვლას, არამედ სერიოზულ რყევებსაც არ გამოიწვევს: მათი მასშტაბი სასაცილოა, ჩინური საზოგადოების კონსოლიდაციის დონე კი კვლავინდებურად მაღალი. რა თქმა უნდა, კოვიდშეზღუდვები ხალხს უკვე ძლიერ მობეზრდა, უკმაყოფილების ზრდა გარდაუვალი იყო, მაგრამ ეს, პირველ რიგში, ყოფითი პროტესტია და არა პოლიტიკური და არავითარ საფრთხეს კომუნისტური პარტიისთვის და პირადად სი ძინპინისთვის არ შეიცავს.
უფრო რთულადაა საქმე ირანში, სადაც, რასაკვირველია, არსებობს ეროვნებათაშორისი, პოლიტიკური, სოციალური, ანტირელიგიური თემების გათამაშების მცდელობა. მაგრამ მთლიანობაში ირანული საზოგადოება გაცილებით განვითარებულია და მისი განვითარების დამოუკიდებელი დონე ეჭვს არ იწვევს. ხელისუფლებას სერიოზული არაფერი ემუქრება, საერთო ანტიამერიკული და ანტიდასავლური განწყობა კი ნებისმიერ შემთხვევაში შანარჩუნდება.
თურქეთში რელიგიურ და განვითარებულ ნაწილებად საზოგადოების დაყოფა უფრო რეალურია, მაგრამ აქაც არასწორი იქნებოდა ერდოღანის სეკულარული მოწინააღმდეგეების მიჩნევა პროდასავლურ პოლიტიკოსებად. თურქეთი სულ უფრო უკეთ აცნობიერებს და იცავს თავის ეროვნულ ინტერესებს და თუ ერდოღანი უცებ არჩევნებში დამარცხდება, მაინც არ არის მოსალოდნელი კურსის რადიკალური ცვლილება პროევროპულსა და ანტირუსულზე. რადგან თურქეთისთვის ხელსაყრელია რუსეთთან მრავალფეროვანი სტრატეგიული ურთიერთობა, ისევე როგორც ირანისა და ჩინეთისთვის.
მათთვის ხელსაყრელია რუსეთთან ორმხრივი ურთიერთობა და მსოფლიო წესრიგის ის გარდაქმნა, რომელსაც რუსეთი აჩქარებს. ამიტომ თუ დასავლეთში ფიქრობენ რუსეთის დასუსტებას არადასავლურ სახელმწიფოებთან მისი კავშირების დასუსტების ხარჯზე, ეს ფუჭი იმედებია. ამის მიუხედავად, რუსეთი მხოლოდ საკუთარი ძალის იმედად უნდა იყოს და არ დაელოდოს დასავლეთის დაცემას, რაც, რასაკვირველია, მოსალოდნელია, მაგრამ როგორც რუსეთის გამარჯვების შედეგი.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0