მომავალი წლიდან ისრაელსა და ქუთაისს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყება

© photo: Sputnik / Alexey Vitvitskyთელ–ავივი
თელ–ავივი - Sputnik საქართველო, 1920, 29.11.2022
გამოწერა
ქართულმა მხარემ ისრაელის სააეროპორტო ხელისუფლებასთან თელ-ავივისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტების შესაძლებლობები განიხილა.
თბილისი, 29 ნოემბერი – Sputnik. ისრაელსა და ქუთაისს შორის 2023 წლიდან პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყება იგეგმება.
აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ თელ-ავივში შეხვედრები გამართა. კერძოდ, უწყების დირექტორი თამარ არჩუაძე ავიაკომპანია EL AL el Israel Airlines-ის და Sun D'Or International Airlines-ის ხელმძღვანელობას შეხვდა.

„ევროპულ მიმართულებებთან ერთად ჩვენთვის პრიორიტეტია ახლო აღმოსავლეთთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლაც. ჩვენი შეხვედრების მიზანი უახლოეს მომავალში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ფრენების დაწყებით დაინტერესება იყო, რისი სურვილი და მზადყოფნაც მათი მხრიდან დიდია", – განაცხადა არჩუაძემ.

შეხვედრები გაიმართა ასევე ისრაელის სააეროპორტო ხელისუფლებასთან, რომელიც ბენ გურიონისა და რამონის აეროპორტების ოპერატორია.
ისრაელის სააეროპორტო ხელისუფლებასთან შეხვედრისას საუბარი გაიმართა თელ-ავივისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტების შესაძლებლობებზე, ასევე ისრაელის ქალაქებიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით პირდაპირი რეისების დაწყებაზე.
ყველა ახალი ამბავი
0