ძლიერმა შტორმმა ბათუმის ახალი ბულვარი დააზიანა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliშტორმი შავ ზღვაზე
შტორმი შავ ზღვაზე - Sputnik საქართველო, 1920, 28.11.2022
გამოწერა
თბილისი, 28 ნოემბერი – Sputnik. გუშინ, ღამით შავი ზღვაზე ძლიერი შტორმის გამო ბათუმის ახალი ბულვარის სანაპირო დაზიანდა.
ზღვამ, რომლის ღელვის სიმძლავრე 7 ბალს აღწევდა, დაანგრია საფეხმავლო ბილიკის ნაწილი და სანაპიროზე მდებარე სავაჭრო ჯიხურები.
„ძლიერი ღელვა იყო, შტორმის სიმძლავრე შვიდ ბალს აღწევდა. დაზიანდა პრომინადები და ინფრასტრუქტურა. მთელი ღამის განმავლობაში გაწმენდითი სამუშაოები ​მიმდინარეობდა“, – განაცხადა ბულვარის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ლაშა მიქელაძემ.
მიქელაძის თქმით, გაწმენდითი სამუშაოები ამჟამადაც აქტიურად მიმდინარეობს, რომელიც დღეს, საღამოს დასრულდება.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0