კვარაცხელია - იტალიის ჩემპიონატის ყველაზე ღირებული მოთამაშე

© courtesy of SSC Napoliხვიჩა კვარაცხელია
ხვიჩა კვარაცხელია - Sputnik საქართველო, 1920, 28.11.2022
გამოწერა
კვარაცხელიამ ზურგში ტკივილის გამო „ნაპოლის“ ბოლო სამი მატჩი გამოტოვა.
თბილისი, 28 ნოემბერი – Sputnik. იტალიური „ნაპოლისა“ და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია სერია А-ს ყველაზე ღირებული მოთამაშეა, განაცხადა გერმანური სპორტული პორტალი Transfermarkt-ის იტალიური მიმართულების მენეჯერმა ანიელო ლუჩანომ.

„ამჟამად (იტალიურ სერია А-ში) ყველაზე ღირებული მოთამაშეა კვარაცხელია. სეზონის სტარტმა აჩვენა მისი პროგრესი, რომელიც უკავშირდება არა მხოლოდ მიმდინარე სეზონს. „კვარა“ თავისი კარიერის დასაწყისიდან აჩვენებს, რომ მას, ეჭვგარეშეა, აქვს კარგი თვისებები და მას მთელი თავისი პოტენციალი ჯერ არ გამოუყენებია“, – განაცხადა ლუჩანომ Radio Crc-ის ეთერში.

მისი თქმით, „ნაპოლი“ ერთ-ერთი ის კლუბია, რომელსაც შესანიშნავი ბალანსი აქვს გუნდის ფეხბურთელებისა და მოთამაშეთა შემადგენლობის საერთო ღირებულების თვალსაზრისით.
კვარაცხელიამ „ნაპოლის“ ბოლო სამი მატჩი გამოტოვა ზურგში ტკივილის გამო. ქართველმა ლეგიონერმა უკვე გაიტანა 8 გოლი და გააკეთა 10 შედეგიანი გადაცემა სერია А-სა და ჩემპიონთა ლიგის 17 მატჩში. გარდა ამისა, მან გუნდისთვის სამი 11-მეტრიანი გამოიმუშავა.
კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ რეიტინგში დაწინაურდა>>
კვარაცხელია საქართველოში ნოემბრის შუა რიცხვებში ჩამოვიდა და რეაბილიტაციის კურსს აქ განაგრძობს. ფეხბურთელი იტალიის ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გაგრძელდება.
კვარაცხელია „ნაპოლის“ მოთამაშე მიმდინარე წლის ზაფხულში გახდა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0