კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ რეიტინგში დაწინაურდა

© AP Photo / Zurab Tsertsvadzeხვიჩა კვარაცხელია
ხვიჩა კვარაცხელია - Sputnik საქართველო, 1920, 17.11.2022
გამოწერა
ქართველი ფეხბურთელი მიმდინარე რეიტინგში უსწრებს „ოქროს ბურთის“ ამჟამინდელ მფლობელს კარიმ ბენზემას.
თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ნაკრებისა და იტალიური „ნაპოლის“ ნახევარმცველი, 21 წლის ხვიჩა კვარაცხელია 2023 წლის საუკეთესო მოთამაშის ტიტულისთვის ბრძოლაში მეათე პოზიციაზე დაწინაურდა – ასეთია ავტორიტეტული გამოცემა goal.com-ის პოზიცია, რომელმაც 20 საუკეთესო კანდიდატი დაასახელა.
გამოცემამ ყველა კანდიდატის მიერ მიმდინარე 2022/23 სეზონში გატანილი გოლები და საგოლე გადაცემები დაითვალა.
კვარაცხელია მიმდინარე რეიტინგში უსწრებს „ოქროს ბურთის“ ამჟამინდელ მფლობელს კარიმ ბენზემას, ჰარი კეინის, რაფაელ ლეაოს. ჩამონათვალში პირველ ადგილზეა ლიონელ მესი:
ლიონელ მესი, პარი სენ-ჟერმენი (16 გოლი + 14 საგოლე პასი)
ნეიმარი, პარი სენ-ჟერმენი (16+14)
კილიან მბაპე, პარი სენ-ჟერმენი (20+3)
ერლინგ ჰალანდი, მანჩესტერ სიტი (24+3)
რობერტ ლევანდოვსკი, ბარსელონა (18+5)
ვინისიუს ჯუნიორი, მადრიდის რეალი (10+7)
კევინ დე ბრუინი, მანჩესტერ სიტი (4+14)
ჯამალ მუსიალა, ბაიერნი (12+11)
მოჰამედ სალაჰი, ლივერპული (16+5)
ხვიჩა კვარაცხელია, ნაპოლი (10+11).
აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ ერთი თვის წინ აღნიშნულ რეიტინგში კვარაცხელია მე-15 პოზიციაზე იყო, ახლა კი მდგომარეობა ხუთი საფეხურით გააუმჯობესა და ათეულში მოხვდა.
ყველა ახალი ამბავი
0