„დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონს ვენეციის კომისია შეამოწმებს? დეპუტატის პასუხი

© photo: Sputnik / Stringerანრი ოხანაშვილი
ანრი ოხანაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 28.11.2022
გამოწერა
დეოლიგარქიზაცია ერთ-ერთი პირობაა იმისთვის, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღოს.
თბილისი, 28 ნოემბერი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ჯერ ვერ ჩამოყალიბდა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის ვენეციის კომისიაში გაგზავნის თაობაზე, განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა.
საქართველოს პარლამენტმა ვენეციის კომისიაში შეკითხვა მას შემდეგ გაგზავნა, რაც ჯერ ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ, ხოლო შემდეგ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ ხელისუფლებას ურჩიეს, დალოდებოდნენ ვენეციის კომისიის დასკვნას უკვე ორი მოსმენით მიღებულ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ ქართულ კანონპროექტზე.

„ვენეციის კომისიაში კანონპროექტის გაგზავნა-არგაგზავნაზე რაიმე კატეგორიული პოზიცია არ არსებობს. ჩვენ უნდა გავარკვიოთ, რა ხდება უკრაინულ მოდელთან დაკავშირებით და ამის მიხედვით ჩამოვაყალიბებთ ჩვენს საბოლოო პოზიციას“, – განაცხადა ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან.

მისი თქმით, ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ვენეციის კომისია უკრაინულ კანონზე მუშაობს და დასკვნას ამზადებს.
„ევროკავშირთან კონსულტაციები გვაქვს და გვექნება. რა გადაწყვეტილებას მივიღებთ, ამას მოგვიანებით გაგაცნობთ. თუ ოპოზიციას ვენეციის კომისია ევროპარლამენტში ერევა, ეს მათი პრობლემაა. ევროპარლამენტი იღებს პოლიტიკური თვალსაზრისით გადაწყვეტილებებს, ვენეციის კომისია კი პროფესიული ორგანოა, რომელიც სამართლებრივ ჩარჩოს ქმნის“, – განაცხადა ოხანაშვილმა.
დეოლიგარქიზაცია 12-დან ერთ-ერთი პირობაა, რომელიც საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად უნდა შეასრულოს.
„დეოლიგარქიზაციის შესახებ“ ვენეციის კომისია შეამოწმებს? დეპუტატის პასუხი>>>
ოპოზიციამ მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა და განაცხადა, რომ უკრაინული კანონი კარგია იმით, რომ იგი უკრაინის რეალობასთან არის ადაპტირებული, საქართველოს კი სჭირდება კანონი, რომელიც გაითვალისწინებს ქართულ რეალობას. ოპოზიციურმა პარტია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტს კანონის საკუთარი ვერსია წარუდგინა.
„ქართული ოცნება“ ოპოზიციის პროტესტს იმით ხსნის, რომ კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში ის შეეხება არა პარტიის დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს, რომელიც პოლიტიკიდან 2021 წლის იანვარში წავიდა, არამედ ზოგიერთ ოპოზიციონერს.
ყველა ახალი ამბავი
0