მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

გერმანია მოქალაქეობის მინიჭების წესებს ამარტივებს

  - Sputnik საქართველო, 1920, 28.11.2022
გამოწერა
თბილისი, 28 ნოემბერი − Sputnik. გერმანიის ხელისუფლება აპირებს შეამციროს ნატურალიზაციით მოქალაქეობის მიღების მინიმალური ვადა, ასევე ასაკოვან ადამიანებს დაუწიოს მოთხოვნა ენის ცოდნის დონეზე, იუწყება DW.
არსებული ცნობით, გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტრო გეგმავს, ავტომატურად მიენიჭოს მოქალაქეობა ქვეყანაში დაბადებულ ბავშვებს, თუ მათი ერთ-ერთი მშობელი ლეგალურად ცხოვრობს გერმანიაში მინიმუმ ხუთი წლის განმავლობაში; შეამციროს ნატურალიზაციით მოქალაქეობის მიღების მინიმალური ვადა რვიდან ხუთ წლამდე; გააუქმოს სხვა ქვეყნის მოქალაქეობაზე უარის თქმის მოქმედი მოთხოვნა.
უწყება ასევე აპირებს შეასუსტოს 67 წელზე უფროსი ადამიანებისთვის ენობრივი პრეტენზიები, ანუ დასწიოს გერმანული ენის ცოდნაზე მოთხოვნის თამასა და, გარდა ამისა, გააუქმოს მათთვის გერმანიის ისტორიისა და პოლიტიკური მოწყობის შესახებ ტესტი, რაც აქამდე აუცილებელი იყო.
გავრცელებული ინფორმაციით, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი მიესალმა ცვლილებებს და აღნიშნა, რომ ნატურალიზაციას უკეთესი წესები სჭირდება.

„საუბარია პატივისცემასა და, რაღა თქმა უნდა, ჩვენს კეთილდღეობაზე. იმიტომ რომ ყველა ამ ქალსა და მამაკაცს თავისი წვლილი შეაქვს ძლიერ ეკონომიკაში. კარგი იქნება, თუ ისინი გერმანიის მოქალაქეობას აირჩევენ“, − განაცხადა კანცლერმა.

მისი თქმით, ძნელია არ შეამჩნიო ის განუყოფელი როლი, რომელიც ემიგრანტებმა შეასრულეს გერმანიის აღდგენასა და გაძლიერებაში.
„გერმანია ბევრისთვის იმედის ქვეყანა გახდა. ქალებმა და მამაკაცებმა, ზოგ შემთხვევაში კი გერმანიაში ჩამოსულმა ბავშვებმა დიდი წვლილი შეიტანეს იმაში, რომ ჩვენი ეკონომიკა ისეთი ძლიერი გახდა, როგორიც დღეს არის“, − ხაზგასმით აღნიშნა შოლცმა.
მოქალაქეობის მიღების წესების გამარტივება არის ერთ-ერთი რეფორმა, რომლის განხორციელების პირობასაც დებდა მმართველი კოალიცია 2021 წლის დეკემბერში ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში.
ყველა ახალი ამბავი
0