ბორჯომელი ხელოვანის მრავალფეროვანი შემოქმედება და ხეზე კვეთის საუცხოო ნიმუშები

© photo: courtesy of Tornike Toreli„თორელის ხელოვნების ლაბორატორიაში“
„თორელის ხელოვნების ლაბორატორიაში“ - Sputnik საქართველო, 1920, 27.11.2022
გამოწერა
თორნიკე თორელს და მის უნიჭიერეს მეუღლეს ნინი აბულაძეს ბორჯომში, „თორელის ხელოვნების ლაბორატორიაში“ მივაგენით.

იმდენად შთამბეჭდავი და მრავალფეროვანია ხელოვანი ცოლ-ქმრის შემოქმედება, მოცემული ფორმატი არ ეყოფა ყველაფრის გადმოსაცემად. ამიტომ ამ ყველაფრის შესახებ თორნიკე თავად მოგიყვებათ.

© photo: courtesy of Tornike Toreliთორნიკე თორელის შემოქმედება
ბორჯომელი ხელოვანის მრავალფეროვანი შემოქმედება და ხეზე კვეთის საუცხოო ნიმუშები - Sputnik საქართველო, 1920, 27.11.2022
თორნიკე თორელის შემოქმედება

- ვცხოვრობ ისტორიული თორის ტერიტორიაზე, სიმწვანის და სილამაზის ქალაქ ბორჯომში. ჩემი დღევანდელი ჰობი და ცხოვრებაც მეტწილად ჩემმა ქალაქმა განაპირობა. მიყვარს სახვითი ხელოვნება, ბუნება, ბუნების სიღრმეში სიარული, მოგზაურობა და ისტორიული, ხავსმოკიდებული ციხე-სიმაგრეების, ტაძრების მონახულება, რაც შემოქმედებით ფანტაზიას და ხატვის სურვილს აღმიძრავს.

© photo: courtesy of Tornike Toreliთორნიკე თორელის შემოქმედება
ბორჯომელი ხელოვანის მრავალფეროვანი შემოქმედება და ხეზე კვეთის საუცხოო ნიმუშები - Sputnik საქართველო, 1920, 27.11.2022
თორნიკე თორელის შემოქმედება

- როგორც ჩანს, მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ხელოვნებას თქვენს ცხოვრებაში. რამდენი წლიდან დაინტერესდით მხატვრობით, ხელნაკეთი ნივთების შექმნით?

- ჩემი აზრით, თუ ხელოვნება შემოუშვი შენ ცხოვრებაში, ის აუცილებლად პირველი უნდა იყოს. სხვაგვარად ჭეშმარიტი ხელოვნება არ იქმნება. მე კი ჭეშმარიტი ხელოვნებით შვიდი წლიდან დავინტერესდი და მას შემდეგ ეტაპობრივად ვავითარებ საკუთარ თავს ყველა შესაძლო სფეროში, ყველა შესაძლო საშუალებით.

© photo: courtesy of Tornike Toreliთორნიკე თორელის ნამუშევარი
ბორჯომელი ხელოვანის მრავალფეროვანი შემოქმედება და ხეზე კვეთის საუცხოო ნიმუშები - Sputnik საქართველო, 1920, 27.11.2022
თორნიკე თორელის ნამუშევარი

- ვინ აღმოაჩინა, რომ მხატვრობის ნიჭი გქონდათ?

- რა თქმა უნდა, ოჯახმა. შვიდი წლის ასაკში ყველა არსებული საშუალებით ვცდილობდი ხატვას. გამაცნეს უნიჭიერესი მხატვარი, ბატონი პეტრე დიასამიძე და დავიწყე მასთან ხატვის წრეზე სიარული, სადაც ხატვის მთავარი და პირველი ნაბიჯები გადავდგი. შემდეგ დავინტერესდი ხეზე მუშაობით და აქ უკვე თანგული ორთოიძეს მივმართე. ეს არის ადამიანი, ვინც მასწავლა ხეზე მუშაობა, ქართული ხალხური ორნამენტებით ხაზვა, ჭრა და ხესთან ურთიერთობა. მასთან ერთად შევასრულე ტაძრის კარის საკურთხევლის და კანკელის მოჩუქურთმების სამუშაოები, რამაც დიდი როლი ითამაშა ჩემ პროფესიულ განვითარებაში.

© photo: courtesy of Tornike Toreliთორნიკე თორელის შემოქმედება
ბორჯომელი ხელოვანის მრავალფეროვანი შემოქმედება და ხეზე კვეთის საუცხოო ნიმუშები - Sputnik საქართველო, 1920, 27.11.2022
თორნიკე თორელის შემოქმედება

- ძალიან მრავალფეროვანია თქვენი შემოქმედება, მოგვიყევით რა სახის ნივთებს ქმნით?

- ჩემ ხელოვნებას ხილვად, აღქმად ხელოვნებას ვეძახი და ალბათ ზუსტად ის არის, რაც ამ სიტყვებში იგულისხმება. ძირითადად ვმუშაობ ხეზე, ასევე ვხატავ და ვაკეთებ უამრავი სახის სუვენირს, ხის მცირე და სამომხმარებლო ავეჯს, რაც გაჯერებულია მშვენიერი ორნამენტებით, ლამაზი მხატვრული ფიგურებით და გემოვნებიანი დიზაინით. მოკლედ, ვქმნი იმას, რასაც ვერ იყიდი მაღაზიაში, ვერ გამოიწერ უცხოეთიდან. ვქმნი ინდივიდუალურ და კონკრეტულ პიროვნებებზე, ოჯახზე, სამსახურებზე გათვლილ პროდუქტს. და მაინც ყველაზე მეტად ჩემს საქმეს ალბათ ჩემი კომპანიის სახელი აღნიშნავს „თორელის ხელოვნების ლაბორატორია“. ვატარებ ხელოვნებაში დიდ ცდებს და ამ ცდების შედეგებით ჩემს მომხარებელს ვახარებ.

© photo: courtesy of Tornike Toreliთორნიკე თორელის ნამუშევარი
ბორჯომელი ხელოვანის მრავალფეროვანი შემოქმედება და ხეზე კვეთის საუცხოო ნიმუშები - Sputnik საქართველო, 1920, 27.11.2022
თორნიკე თორელის ნამუშევარი

- რა მასალაზე მუშაობთ?

- ჩვენთვის მასალა ყველაფერია: ხის ტოტი, რიყის ქვა, ფურცელი, სახატავი ტილო, ფიცრები, ფირფიცარი, საღებავები, ფუნჯები… ასე იქმნება ხელოვნების ლაბორატორიაში დიდი ხელოვნება.

© photo: courtesy of Tornike Toreliთორნიკე თორელის ნამუშევარი
ბორჯომელი ხელოვანის მრავალფეროვანი შემოქმედება და ხეზე კვეთის საუცხოო ნიმუშები - Sputnik საქართველო, 1920, 27.11.2022
თორნიკე თორელის ნამუშევარი

- ეს თქვენთვის ხელოვნება უფროა თუ შემოსავლის წყარო?

- ხელოვნებას იმიტომ მიმართავს ხელოვანი, რომ ამ შეგრძნების გარეშე მას არ შეუძლია და თუ ეს შემოსავლის წყაროც იქნება, ეს გიორმაგებს მოტივაციას და ახლის შექმნის სურვილს. ხელოვანსაც სჭირდება შემოსავალი და შემოსავალს თუ საყვარელი საქმისგან იღებ, ეს ხომ საუკეთესო მოვლენაა ხელოვანი ადამიანისთვის.

© photo: courtesy of Tornike Toreliთორნიკე თორელის ნამუშევარი
ბორჯომელი ხელოვანის მრავალფეროვანი შემოქმედება და ხეზე კვეთის საუცხოო ნიმუშები - Sputnik საქართველო, 1920, 27.11.2022
თორნიკე თორელის ნამუშევარი

- თქვენი მეუღლეც მხატვარია, როგორ ჩანს, ხელოვნებამ გაგაერთიანათ. როგორ გაიცანით ერთმანეთი და როგორ დაუკავშირეთ ერთმანეთს ცხოვრება?

- კი, ჩემი მეუღლე პროფესიონალი მხატვარი და სამოსის დიზაინერია. რა თქმა უნდა, საერთო სფერომ, ხატვამ, ხელოვნებამ დაგვაკავშირა. ორივეს გვიყვარს მოგზაურობა, ბუნება. ასე რომ, ბევრი საერთო ინტერესი გვაქვს, რამაც დაგვაახლოვა. ასე გავერთიანდით და ერთი დიდი ხელოვნების ლაბორატორია დავაარსეთ. შემდეგ ერთიანი ძალებით შევუდექით საქმეს. ნამდვილად უდიდესი ძალა მომცა მისმა ასეთმა გვერდში დგომამ, რაც ჩვენი საქმის ხარისხზე და მრავალფეროვნებაზე აისახა.

© photo: courtesy of Tornike Toreliთორნიკე თორელი და ნინი აბულაძე
ბორჯომელი ხელოვანის მრავალფეროვანი შემოქმედება და ხეზე კვეთის საუცხოო ნიმუშები - Sputnik საქართველო, 1920, 27.11.2022
თორნიკე თორელი და ნინი აბულაძე

- თქვენი მეუღლის შემოქმედების შესახებაც მოგვიყევით...

- ჩემი მეუღლე ნინი აბულაძე ფუნჯის და საღებავის ოსტატია. ხატავს პროფესიონალურ ნამუშევრებს, პორტრეტებს, პეიზაჟებს. ასევე ხატავს სამოსზე, ხეზე, ქვის ნამუშევრებზე, მუშაობს თიხაზე, კერამიკაზე, ძერწავს და ამზადებს ქანდაკებებს, სკუპლტურებს, საბავშვო ნამუშევრებს, დეკორაციებს. ხაზავს იდეებს, ესკიზებს, მოკლედ, ჩემი საოცრება მეუღლე ნამდვილი ფანქრის და ფუნჯის ოსტატია. მის ბზინვარე ფერთა გამაზე კი არაერთ ადამიანს უსაუბრია და არაერთი ადამიანი გაბედნიერებულა მისი ნახატებით და ნამუშევრებით.

© photo: courtesy of Tornike Toreliნინი აბულაძე ხატვის პროცესში
ბორჯომელი ხელოვანის მრავალფეროვანი შემოქმედება და ხეზე კვეთის საუცხოო ნიმუშები - Sputnik საქართველო, 1920, 27.11.2022
ნინი აბულაძე ხატვის პროცესში

- სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

- ოჰ, სამომავლოდ დიდი გეგმები გვაქვს. გვინდა ჩვენი ხელოვნების ლაბორატორია გავაფართოოთ, დავასაქმო რამდენიმე მონდომებული ადამიანი. გვინდა ხატვა, ძერწვა, ქანდაკებაზე მუშაობა ვასწავლოთ ახალ თაობას და ავიყვანოთ მოსწავლეები. უახლოეს დღეებში სამხატვრო სტუდიას ვხსნით ბორჯომში. ჩვენ მოსწავლეებს საშუალება ექნებათ ჩვენთან გაიარონ ხატვის კურსი. გაკვეთილები ჩატარდება როგორც დახურულ სტუდიაში, ასევე ღია ცის ქვეშ სხვადასხვა ლოკაციებზე. იქნება გამოფენა-გაყიდვები. ასევე სურვილი მაქვს ავიყვანო მოსწავლეები და ვასწავლო ხეზე კვეთა, ორნამენტების ხაზვა, ქართული ხალხური ორნამენტები და მათი ჭრის ხელოვნება, ხეზე მუშაობა და მისგან ნამუშევრების შექმნა. ერთი სიტყვით, გეგმები დიდი გვაქვს და ჩვენი ერთობით, ერთმანეთის და საქმის სიყვარულით, გვჯერა, ყველაფერს შევძლებთ.

 

ყველა ახალი ამბავი
0