https://sputnik-georgia.com/20221127/qartvelma-mociguraveebma-finetsi-gran-pris-brinjaos-medali-moipoves-272502502.html
ქართველმა მოციგურავეებმა ფინეთში გრან-პრის ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს
ქართველმა მოციგურავეებმა ფინეთში გრან-პრის ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს
Sputnik საქართველო
ქართველმა მოციგურავეებმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს, მაგრამ გრან-პრის ფინალში გასვლა ვერ შეძლეს 27.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-27T15:50+0400
2022-11-27T15:50+0400
2022-11-27T15:50+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24409/03/244090386_0:52:3073:1780_1920x0_80_0_0_b64c65ffa3d3b100650c462a0eb4629e.jpg
თბილისი, 27 ნოემბერი – Sputnik.ქართველმა მოციგურავეებმა ანასტასია მეტელკინამ და დანიილ პარკმანმა ფინეთის ქალაქ ესპოში გამართული გრან პრის სერიის მეექვსე ეტაპზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს, იუწყება საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაცია.ISU-ს გრან-პრის მეექვსე, დასკვნითი ეტაპი ესპოში 25 ნოემბერს დაიწყო და 27 ნოემბერს დასრულდა. ეტაპის შედეგებით გაირკვა ფინალისტების სიამ რომლებიც 8-11 დეკემბერს იტალიის ქალაქ ტურინში გამარჯვებისთვის იბრძოლებენ.ქართველების წყვილმა 166,65 ქულა დააგროვა. ორი ეტაპის საერთო შედეგების გათვალისწინებით მეტელკინა-პარკმანის წყვილმა 20 სარეიტინგო ქულა დააგროვა, რაც ტურინში ფინალზე გასამგზავრებლად საკმარისი არ აღმოჩნდა.პირველად ისტორიაში - ფიგურული ციგურაობის ახალ სეზონში ცხრა ქართველი იასპარეზებს >>აღსანიშნავია, რომ გრან-პრის მეექვსე ეტაპზე ქართველი წყვილის შედეგი გახდა საუკეთესო მოზრდილთა შეჯიბრებებში მონაწილეობის ისტორიაში. ქართველი წყვილი ISU 2022/2023 რეიტინგში მე-15 ადგილს იკავებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24409/03/244090386_132:0:2863:2048_1920x0_80_0_0_fab566a538944f3e1d8e28235f9ab3b0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
ქართველმა მოციგურავეებმა ფინეთში გრან-პრის ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს
ქართველმა მოციგურავეებმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს, მაგრამ გრან-პრის ფინალში გასვლა ვერ შეძლეს
თბილისი, 27 ნოემბერი – Sputnik.ქართველმა მოციგურავეებმა ანასტასია მეტელკინამ და დანიილ პარკმანმა ფინეთის ქალაქ ესპოში გამართული გრან პრის სერიის მეექვსე ეტაპზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს, იუწყება საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაცია.
ISU-ს გრან-პრის მეექვსე, დასკვნითი ეტაპი ესპოში 25 ნოემბერს დაიწყო და 27 ნოემბერს დასრულდა. ეტაპის შედეგებით გაირკვა ფინალისტების სიამ რომლებიც 8-11 დეკემბერს იტალიის ქალაქ ტურინში გამარჯვებისთვის იბრძოლებენ.
ქართველების წყვილმა 166,65 ქულა დააგროვა. ორი ეტაპის საერთო შედეგების გათვალისწინებით მეტელკინა-პარკმანის წყვილმა 20 სარეიტინგო ქულა დააგროვა, რაც ტურინში ფინალზე გასამგზავრებლად საკმარისი არ აღმოჩნდა.
აღსანიშნავია, რომ გრან-პრის მეექვსე ეტაპზე ქართველი წყვილის შედეგი გახდა საუკეთესო მოზრდილთა შეჯიბრებებში მონაწილეობის ისტორიაში. ქართველი წყვილი ISU 2022/2023 რეიტინგში მე-15 ადგილს იკავებს.