https://sputnik-georgia.com/20220727/piguruli-ciguraobis-axal-sezonshi-9-qartveli-iasparezebs-268929356.html
პირველად ისტორიაში - ფიგურული ციგურაობის ახალ სეზონში ცხრა ქართველი იასპარეზებს
პირველად ისტორიაში - ფიგურული ციგურაობის ახალ სეზონში ცხრა ქართველი იასპარეზებს
Sputnik საქართველო
ქართველი მოციგურავეები ახალ სეზონში ნოემბრიდან ჩაერთვებიან, გრან-პრის ეტაპები კი დეკემბერში იტალიის ქალაქ ტურინში დასრულდება. 27.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-27T16:42+0400
2022-07-27T16:42+0400
2022-07-27T22:14+0400
საქართველო
სპორტი
ახალი ამბები
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/12/264569348_0:0:1601:901_1920x0_80_0_0_49fc7943157495d94a1a8cc397c88be8.jpg
თბილისი, 27 ივლისი – Sputnik. ფიგურულ ციგურაობაში 1 აგვისტოდან ახალი სპორტული სეზონი იწყება, რომელშიც საქართველოს ნაკრების ცხრა წევრი მიიღებს მონაწილეობას.ციგურაობის საერთაშორისო კავშირმა (ISU) იმ რეიტინგულ სპორტსმენთა სია გამოაქვეყნა, რომლებიც გრან-პრის ტურნირებზე ეტაპების მიხედვით მიიღებენ მონაწილეობას.აღსანიშნავია, რომ 2022-2023 სეზონის გრან-პრის ეტაპები, რომელიც მომავალი ოლიმპიური ოთხწლეულის საწყისი ეტაპია, საქართველოს ნაკრებისთვის განსაკუთრებული იქნება, რადგან იგი შეჯიბრებებზე ერთბაშად ცხრა სპორტსმენით პირველად წარდგება (ლუკა ბერულავა, გიორგი რევია, მორის ყვითელაშვილი, დანიილ პარკმანი, ნიკა ეგაძე, კარინა საფინა, ანასტასია გუბანოვა, მარია კაზაკოვა და ანასტასია მეტელკინა).იუნიორთა შორის გრან-პრის ეტაპები 24 აგვისტოს დაიწყება, ოქტომბერში კი უფროსი ასაკის მოციგურავეების ეტაპებია, რომლებიც 8-11 დეკემბერს იტალიის ქალაქ ტურინში დაგეგმილი ფინალური ტურნირით დასრულდება.2022-2023 სეზონის გრან-პრი ფიგურულ სრიალში
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/12/264569348_37:0:1458:1066_1920x0_80_0_0_3ad2719d1ecf7d63cdb01b119cdafeb9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, ახალი ამბები, საზოგადოება
საქართველო, სპორტი, ახალი ამბები, საზოგადოება
პირველად ისტორიაში - ფიგურული ციგურაობის ახალ სეზონში ცხრა ქართველი იასპარეზებს
16:42 27.07.2022 (განახლებულია: 22:14 27.07.2022) ქართველი მოციგურავეები ახალ სეზონში ნოემბრიდან ჩაერთვებიან, გრან-პრის ეტაპები კი დეკემბერში იტალიის ქალაქ ტურინში დასრულდება.
თბილისი, 27 ივლისი – Sputnik. ფიგურულ ციგურაობაში 1 აგვისტოდან ახალი სპორტული სეზონი იწყება, რომელშიც საქართველოს ნაკრების ცხრა წევრი მიიღებს მონაწილეობას.
ციგურაობის საერთაშორისო კავშირმა (ISU) იმ რეიტინგულ სპორტსმენთა სია გამოაქვეყნა, რომლებიც გრან-პრის ტურნირებზე ეტაპების მიხედვით მიიღებენ მონაწილეობას.
აღსანიშნავია, რომ 2022-2023 სეზონის გრან-პრის ეტაპები, რომელიც მომავალი ოლიმპიური ოთხწლეულის საწყისი ეტაპია, საქართველოს ნაკრებისთვის განსაკუთრებული იქნება, რადგან იგი შეჯიბრებებზე ერთბაშად ცხრა სპორტსმენით პირველად წარდგება (ლუკა ბერულავა, გიორგი რევია, მორის ყვითელაშვილი, დანიილ პარკმანი, ნიკა ეგაძე, კარინა საფინა, ანასტასია გუბანოვა, მარია კაზაკოვა და ანასტასია მეტელკინა).
იუნიორთა შორის გრან-პრის ეტაპები 24 აგვისტოს დაიწყება, ოქტომბერში კი უფროსი ასაკის მოციგურავეების ეტაპებია, რომლებიც 8-11 დეკემბერს იტალიის ქალაქ ტურინში დაგეგმილი ფინალური ტურნირით დასრულდება.
2022-2023 სეზონის გრან-პრი ფიგურულ სრიალში
2022 Skate America: 21-23 ოქტომბერი (ნორვუდი, აშშ)
2022 Skate Canada: 28-29 ოქტომბერი (მისისაუგა, კანადა)
2022 Grand Prix de France: 4-6 ნოემბერი (ანჟერი, საფრანგეთი) – კარინა საფინა, ლუკა ბერულავა
2022 MK John Wilson Trophy: 11-13 ნოემბერი (შეფილდი, დიდი ბრიტანეთი) – მორის ყვითელაშვილი, ანასტასია გუბანოვა, მარია კაზაკოვა, გიორგი რევია, ანასტასია მეტელკინა, დანიილ პარკმანი.
2022 NHK Trophy: 18-20 ნოემბერი (საპპორო, იაპონია) – ნიკა ეგაძე.
2022 Grand Prix of Espoo: 25-27 ნოემბერი (ესპოო, ფინეთი) – მორის ყვითელაშვილი, ანასტასია გუბანოვა, კარინა საფინა, ლუკა ბერულავა, ანასტასია მეტელკინა, დანიილ პარკმანი.
2022–23 Grand Prix Final: 8-11 დეკემბერი (ტურინი, იტალია).