Pegasus Airlines-ის თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში ვერ დაჯდა

© photo: Sputnik / Georgiy Zimarev ავიაკომპანია Pegasus Airlines-ის Boeing 737-800
 ავიაკომპანია Pegasus Airlines-ის Boeing 737-800 - Sputnik საქართველო, 1920, 27.11.2022
გამოწერა
სავარაუდოდ, აღნიშნული რეისი მოგვიანებით შესრულდება.
თბილისი, 27 ნოემბერი - Sputnik. ავიაკომპანია Pegasus Airlines-ის თვითმფრინავი, რომელიც სტამბოლი-თბილისის რეისს ასრულებდა, უამინდობის გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ვერ დაეშვა, იუწყება „პირველი არხი“.
აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, აღნიშნულის გამო თვითმფრინავი თურქეთში, სათადარიგო აეროპორტში (ერზრუმის აეროპორტში) გაბრუნდა.
სავარაუდოდ, რეისი მოგვიანებით შესრულდება.
სინოპტიკოსების ცნობით, საქართველოში წვიმა და დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი 27 ნოემბრის დღის ბოლომდეა მოსალოდნელი.
ყველა ახალი ამბავი
0