გონიოში ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

© photo: Sputnik / Stringerსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო, 1920, 27.11.2022
გამოწერა
თბილისი, 27 ნოემბერი - Sputnik. ბათუმი-გონიოს დამაკავშირებელ გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ორი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ორი კი დაშავდა, იუწყება აჭარის ტელევიზია.
შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ხეს შეეჯახა.
ავტოსაგზაო შემთხვევისას ერთ-ერთი დაშავებული ბათუმის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. პაციენტს მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნება და რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. რაც შეეხება მეორე დაშავებულს, ის ბინაზე მალევე გაწერეს.
ადგილზე სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული.
წყარო - აჭარის ტელევიზია.
ყველა ახალი ამბავი
0