https://sputnik-georgia.com/20221126/berlinis-turistuli-gamofenis-jurnalma-saqartvelos-satxilamuro-kurortebs-statia-miuzrvna-272489216.html
ბერლინის ტურისტული გამოფენის ჟურნალმა საქართველოს სათხილამურო კურორტებს სტატია მიუძღვნა
ბერლინის ტურისტული გამოფენის ჟურნალმა საქართველოს სათხილამურო კურორტებს სტატია მიუძღვნა
Sputnik საქართველო
2023 წლის თებერვალში ბაკურიანში ფრისტაილისა და სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება. 26.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-26T18:20+0400
2022-11-26T18:20+0400
2022-11-26T18:20+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
ტურიზმი საქართველოში
ტურიზმი
გერმანია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/15/264634049_0:0:1825:1026_1920x0_80_0_0_9b960ccf95245958cfee19cb53f0e41e.jpg
თბილისი, 26 ნოემბერი – Sputnik. ბერლინის საერთაშორისო ტურისტული გამოფენის (ITB Berlin) ჟურნალმა საქართველოს სათხილამურო კურორტების ტურისტულ პოტენციალს სტატია მიუძღვნა და მკითხველს ქვეყნის ზამთრის კურორტები გააცნო.„2023 წელს საქართველოში ფრისტაილისა და სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება“ - ჟურნალმა სტატია ასეთი სათაურით გამოაქვეყნა.სტატიაში აღნიშნულია, რომ მოგზაურებს შეუძლიათ საინტერესო თავგადასავლების მოწყობა საქართველოს სათხილამურო კურორტებზე. გუდაურის და ბაკურიანის ინფრასტრუქტურა განახლებულია და აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს, ხოლო გოდერძი და მესტია ახალი კურორტებია.სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ 2023 წელს საქართველო ITB ბერლინის გამოფენაზე მასპინძელი ქვეყანა იქნება. ქვეყანა უკვე ემზადება მომავალი წლის გამოფენისთვის. საქართველო საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს საკუთარ სტენდს, რომლის დახმარებით ღონისძიების სტუმრები ქვეყნის ტურისტულ პროდუქტებს გაეცნობიან.წყარო - ბერლინის საერთაშორისო ტურისტული გამოფენის (ITB Berlin) ჟურნალი
საქართველო
გერმანია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/15/264634049_65:0:1686:1216_1920x0_80_0_0_de75cf1d75d24fa1e9543f3c0f8dc600.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი, ტურიზმი საქართველოში, ტურიზმი, გერმანია
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი, ტურიზმი საქართველოში, ტურიზმი, გერმანია
ბერლინის ტურისტული გამოფენის ჟურნალმა საქართველოს სათხილამურო კურორტებს სტატია მიუძღვნა
2023 წლის თებერვალში ბაკურიანში ფრისტაილისა და სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება.
თბილისი, 26 ნოემბერი – Sputnik. ბერლინის საერთაშორისო ტურისტული გამოფენის (ITB Berlin) ჟურნალმა საქართველოს სათხილამურო კურორტების ტურისტულ პოტენციალს სტატია მიუძღვნა და მკითხველს ქვეყნის ზამთრის კურორტები გააცნო.
„2023 წელს საქართველოში ფრისტაილისა და სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება“ - ჟურნალმა სტატია ასეთი სათაურით გამოაქვეყნა.
„საქართველოს დათოვლილი მთები გადაჭიმულია 1200 კილომეტრზე. მთები ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი საგანძურია უძველეს კულტურასთან, გემრიელ კერძებთან, ღვინის დაყენების ტრადიციასთან და სტუმართმოყვარეობასთან ერთად", - ნათქვამია სტატიაში.
სტატიაში აღნიშნულია, რომ მოგზაურებს შეუძლიათ საინტერესო თავგადასავლების მოწყობა საქართველოს სათხილამურო კურორტებზე. გუდაურის და ბაკურიანის ინფრასტრუქტურა განახლებულია და აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს, ხოლო გოდერძი და მესტია ახალი კურორტებია.
სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ 2023 წელს საქართველო ITB ბერლინის გამოფენაზე მასპინძელი ქვეყანა იქნება. ქვეყანა უკვე ემზადება მომავალი წლის გამოფენისთვის. საქართველო საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს საკუთარ სტენდს, რომლის დახმარებით ღონისძიების სტუმრები ქვეყნის ტურისტულ პროდუქტებს გაეცნობიან.