https://sputnik-georgia.com/20221125/saqartveloshi-qalta-mimart-zaladobis-kampania-iwyeba-272455927.html
საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანია იწყება
საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანია იწყება
Sputnik საქართველო
25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა. 25.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-25T11:51+0400
2022-11-25T11:51+0400
2022-11-25T16:23+0400
საქართველო
საქართველოს მთავრობა
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24048/04/240480489_0:105:2000:1230_1920x0_80_0_0_c5ade84f3eb1f2e645af9de61061a6f4.jpg
თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს მთავრობა უერთდება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან კამპანიას, რომელიც ყოველწლიურად აღინიშნება, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანია დღეიდან, 25 ნოემბერიდან დაიწყო და 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს დასრულდება.უწყების ცნობით, აღნიშნულ პერიოდში გაიმართება საინფორმაციო ხასიათის ღონისძიებები, რომელიც ემსახურება საზოგადოების სხვადასხვა წრეების ინფორმირებას მოქმედი სამართლებრივი მექანიზმებისა და სახელმწიფო სერვისების შესახებ.თბილისში სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ მარში გაიმართება>>>ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის დაძლევის აუცილებელი წინაპირობაა საზოგადოების ცნობიერების, მგრძნობელობისა და თანამშრომლობის ჩარჩოების გაზრდა.საქართველოს ხელისუფლება განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით კოორდინირებულ და კომპლექსურ მუშაობას.მთავრობის დადგენილებით, მიმდინარე წელს დამტკიცდა 2022-2030 წლების ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია, რომელიც სხვა მნიშვნელოვან პრიორიტეტულ მიმართულებებთან ერთად მოიცავს გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების განმტკიცების საკითხებს და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის პრინციპებს.ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანია მსოფლიოში 1991 წლიდან იმართება, რომელსაც მსოფლიოს 187 ქვეყანა და 5 ათასზე მეტი ორგანიზაცია უერთდება. კამპანია მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე.დღეს თბილისის ანძა ნარინჯისფრად განათდება და ამ სიმბოლური ჟესტით საქართველოს დედაქალაქი, მსოფლიოს სხვა დედაქალაქების მსგავსად, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ გზავნილს შეუერთდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24048/04/240480489_110:0:1890:1335_1920x0_80_0_0_7d9267fd69d69f21a368b404764bc4d0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს მთავრობა , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს მთავრობა , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანია იწყება
11:51 25.11.2022 (განახლებულია: 16:23 25.11.2022) 25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს მთავრობა უერთდება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან კამპანიას, რომელიც ყოველწლიურად აღინიშნება,
ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანია დღეიდან, 25 ნოემბერიდან დაიწყო და 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს დასრულდება.
უწყების ცნობით, აღნიშნულ პერიოდში გაიმართება საინფორმაციო ხასიათის ღონისძიებები, რომელიც ემსახურება საზოგადოების სხვადასხვა წრეების ინფორმირებას მოქმედი სამართლებრივი მექანიზმებისა და სახელმწიფო სერვისების შესახებ.
ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის დაძლევის აუცილებელი წინაპირობაა საზოგადოების ცნობიერების, მგრძნობელობისა და თანამშრომლობის ჩარჩოების გაზრდა.
საქართველოს ხელისუფლება განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით კოორდინირებულ და კომპლექსურ მუშაობას.
მთავრობის დადგენილებით, მიმდინარე წელს დამტკიცდა 2022-2030 წლების ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია, რომელიც სხვა მნიშვნელოვან პრიორიტეტულ მიმართულებებთან ერთად მოიცავს გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების განმტკიცების საკითხებს და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის პრინციპებს.
გარდა ამისა, მიმდინარე წელს შემუშავდა და მთავრობის მიერ დამტკიცდა „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების“ და „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა“ 2022-2024 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმები.
ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანია მსოფლიოში 1991 წლიდან იმართება, რომელსაც მსოფლიოს 187 ქვეყანა და 5 ათასზე მეტი ორგანიზაცია უერთდება. კამპანია მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე.
დღეს თბილისის ანძა ნარინჯისფრად განათდება და ამ სიმბოლური ჟესტით საქართველოს დედაქალაქი, მსოფლიოს სხვა დედაქალაქების მსგავსად, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ გზავნილს შეუერთდება.