ცოტნე გამსახურდიაზე თავდასხმა: სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულები პატიმრობაში დატოვა

© photo: Sputnik / Stringerპენიტენციური დაწესებულების ბადრაგი
პენიტენციური დაწესებულების ბადრაგი - Sputnik საქართველო, 1920, 25.11.2022
გამოწერა
გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ხუთი პირი შემთხვევიდან მეორე დღესვე დააკავა.
თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. თბილისის სააპელაციო სასამართლომ ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის მსჯავრდებულების მიმართ პირველი ინსტანციის მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა, ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი ცოტნე გამსახურდია თბილისის ცენტრში 2019 წლის 19 დეკემბერს, საღამოს დაჭრეს. დაშავებული ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. მას ორი უმძიმესი ოპერაცია ჩაუტარდა. ოჯახის გადაწყვეტილებით ცოტნე გამსახურდია სამკურნალოდ ჯერ თურქეთში, შემდეგ გერმანიაში გადაიყვანეს. ამ ეტაპზე გამსახურდია წეროვანის სარეაბილიტაციო ცენტრში იმყოფება და აღდგენის კურსს გადის.
„იმედიანად ვართ“ – როგორია ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა>>>
გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე პოლიციამ მომხდარიდან მეორე დღეს ხუთი პირი დააკავა.
პროკურატურის ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ სუფრაზე წარმოქმნილი კონფლიქტის გამო მსჯავრდებულები ცოტნე გამსახურდიას ფიზიკურად გაუსწორდნენ, დანით და ხელკეტით სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები მიაყენეს. განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტს შეესწრო ორი პირი, რომლებმაც აღნიშნულის შესახებ სამართალდამცველ ორგანოებს არ შეატყობინეს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ორი პირი დამნაშავედ ცნო ჯგუფურად ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობაში და 15-15 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, ხოლო დანაშაულის ჩადენის ფაქტის შემსწრე ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის და სასჯელის სახედ 4 და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი დაცვის მხარემ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა სასამართლომ მსჯავრდებულების მიმართ გამოტანილი განაჩენი ძალაში დატოვა.
ყველა ახალი ამბავი
0