„იმედიანად ვართ“ – როგორია ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა

© photo: Sputnik / Stringerცოტნე გამსახურდია
ცოტნე გამსახურდია - Sputnik საქართველო, 1920, 08.10.2021
გამოწერა
საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ვაჟი ცოტნე გამსახურდია 2019 წლის 19 დეკემბერს საკუთარ სახლთან დაჭრეს.
თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. ცოტნე გამსახურდია ამ ეტაპზე წეროვანის სარეაბილიტაციო ცენტრში იმყოფება, განცხადება ცოტნე გამსახურდიას ძმამ გიორგი გამსახურდიამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
„რეაბილიტაციის კუთხით ყოველდღიურად გარკვეული შედეგი გვაქვს და საკმაოდ იმედიანად ვართ, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდება“, – განაცხადა გიორგი გამსახურდიამ.
ცოტნე გამსახურდიას 2019 წლის 19 დეკემბრის ღამით თბილისში, გალის ქუჩაზე თავს დაესხნენ და რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს როგორც ცივი იარაღით, ასევე ბლაგვი საგნით. საავადმყოფოში მას იმავე ღამით ორი ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ის კვლავაც კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში რჩებოდა.
ცოტნე გამსახურდია - Sputnik საქართველო, 1920, 21.12.2020
„თავიდან სწავლობს სიარულს და ლაპარაკს“: როგორია ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობა
ოჯახის გადაწყვეტილებით ცოტნე გამსახურდია სამკურნალოდ ჯერ თურქეთში, ხოლო შემდეგ გერმანიაში გადაიყვანეს.
თბილისის საქალაქო სასამართლო ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობის საქმის განხილვას მაისში შეუდგა. ბრალდებულის სკამზე ხუთი პირი აღმოჩნდა. ერთ-ერთმა მათგანმა გიორგი სოლოღაშვილმა პროცესზე ბრალი სრულად აღიარა და განაცხადა, რომ გამსახურდია მას შემდეგ დაჭრა, რაც მან უმიზეზოდ დაარტყა. მომხდარ ფაქტს წინ უსწრებდა ურთიერთობების გარკვევა, რომელიც სუფრასთან დაიწყო.
ორ პირს – ტატო ღარიბაშვილსა და გიორგი სოლოღაშვილს ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობისთვის თითოეულს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
სასამართლომ ასევე გამოუტანა განაჩენი დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის პეტრე ყუფარაძეს – მას ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. ამავე ბრალდებით დაკავებულ კიდევ ერთ პირს კახა ჩხეტიანს ხუთი წლით პატიმრობა მიესაჯა. კიდევ ერთი პირი – თორნიკე ქვათაძე სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა.
ყველა ახალი ამბავი
0