მოლდოვამ საქართველოს სავაჭრო საზღვაო გზის ორგანიზება შესთავაზა

© photo: Sputnik / Miroslav Rotarმოლდოვის დროშა
მოლდოვის დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 25.11.2022
გამოწერა
შეიქმნება სამუშაო ექსპერტული ჯგუფი, რომელიც თავის შეფასებას მისცემს პირდაპირი საზღვაო მარშრუტის შექმნის მიზანშეწონილობას, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. კიშინიოვი საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობების გაფართოებას გეგმავს პირდაპირი საზღვაო მარშრუტის შექმნის გზით, რომელიც ტვირთს კავკასიიდან ევროპაში გადაიტანს, განაცხადა მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიკუ პოპესკუმ ქართველ კოლეგა ილია დარჩიაშვილთა შეხვედრის შედეგებზე საუბრისას.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ხუთშაბათს სამუშაო ვიზიტით მოლდოვაში იმყოფებოდა.
„გვინდა განვავითაროთ ჩვენი სავაჭრო ურთიერთობები, ასევე ხელი შევუწყოთ ვაჭრობას მოლდოვის გავლით სამხრეთ კავკასიის ყველა რეგიონსა და ევროპულ სივრცეს შორის“, – განაცხადა პოპესკუმ ბრიფინგზე კიშინიოვში.
მისი თქმით, შეხვედრაზე განიხილეს დიპლომატიური ურთიერთობების განვითარების, ასევე ეკონომიკური საკითხები.
„ვაპირებთ მომავალ გაზაფხულზე ბიზნესმენთა ფორუმის ორგანიზებას, ასევე სამუშაო ჯგუფის შექმნას, რომელიც შეაფასებს ჯურჯულეშტისა და ფოთის პორტებს შორის პირდაპირი საზღვაო მარშრუტის შექმნის მიზანშეწონილობას კომერციული ტვირთების გადასაზიდად“, – განაცხადა მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ზურაბიშვილმა მოლდოვის პრემიერი საქართველოში მოიწვია>>
ჯურჯულეშტი პორტია მდინარე პრუტისა და დუნაის მარცხენა სანაპიროზე, რომელიც შავი ზღვიდან 133,8 კილომეტრში მდებარეობს. ტერმინალი 2006 წელს შეიქმნა, როდესაც უკრაინამ მოლდოვას დუნაისა და პრუტის სანაპიროს 430 მეტრი გადასცა. გასულ წელს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) პორტის მმართველი კომპანია Danube Logistics–ის კაპიტალის 100% გამოისყიდა.
პოპესკუმ ასევე განაცხადა, რომ შეხვედრაზე ასევე განიხილეს ბოლო მოვლენები რეგიონული უსაფრთხოების სფეროში. მინისტრის თქმით, მოლდოვა და საქართველო შეშფოთებული არიან მასშტაბური სამხედრო ოპერაციების გამო უკრაინაში და საომარი მოქმედებების სწრაფად შეწყვეტის მოწოდებით გამოდიან.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0