https://sputnik-georgia.com/20221018/zurabisvilma-moldovis-premieir-saqartvelosi-moiwvia-271432363.html
ზურაბიშვილმა მოლდოვის პრემიერი საქართველოში მოიწვია
ზურაბიშვილმა მოლდოვის პრემიერი საქართველოში მოიწვია
Sputnik საქართველო
ნატალია გავრილიცა საქართველოში ქალთა საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად მოიწვიეს. 18.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-18T16:31+0400
2022-10-18T16:31+0400
2022-10-18T20:39+0400
პოლიტიკა
ახალი ამბები
საქართველო
მოლდოვა
საქართველოს პრეზიდენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/12/271429554_410:531:3108:2048_1920x0_80_0_0_97b4c3298206d50f2b87e4f63d0a5a77.jpg
თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მოლდოვის პრემიერ-მინისტრი ნატალია გავრილიცა კიშინიოვში მასთან შეხვედრის დროს თბილისში მოიწვია.ზურაბიშვილის შეხვედრა გავრილიცასთან ქართული სახელმწიფო მეთაურის მოლდოვაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს უკრაინის მოვლენები და მისი გავლენა ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებზე.საქართველოს პრეზიდენტმა ნატალია გავრილიცა მოიწვია ქალთა საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც თბილისში 2023 წელს ჩატარდება.ზურაბიშვილი კიშინიოვში ორშაბათს გაემგზავრა. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი უკვე შეხვდა თავის კოლეგა მაია სანდუს. მოლაპარაკებები მოლდოვის პრეზიდენტთან დელეგაციის თანხლებით, გაფართოებული შემადგენლობით გაიმართა, რის შემდეგაც პრეზიდენტებმა მასმედიისთვის ერთობლივი პრესკონფერენცია ჩაატარეს.მოლდოვის პრეზიდენტი საქართველოში 2021 წლის ივლისში სალომე ზურაბიშვილის მოწვევით იმყოფებოდა. მან მონაწილეობა მიიღო ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაში.დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და მოლდოვას შორის 1992 წლის 25 ივნისს დამყარდა. ქვეყნებს შორის უვიზო რეჟიმი მოქმედებს.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
მოლდოვა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/12/271429554_714:538:2728:2048_1920x0_80_0_0_682527ec1848ea9e540db9f853e92f79.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველო, მოლდოვა, საქართველოს პრეზიდენტი
პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველო, მოლდოვა, საქართველოს პრეზიდენტი
ზურაბიშვილმა მოლდოვის პრემიერი საქართველოში მოიწვია
16:31 18.10.2022 (განახლებულია: 20:39 18.10.2022) ნატალია გავრილიცა საქართველოში ქალთა საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად მოიწვიეს.
თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მოლდოვის პრემიერ-მინისტრი ნატალია გავრილიცა კიშინიოვში მასთან შეხვედრის დროს თბილისში მოიწვია.
ზურაბიშვილის შეხვედრა გავრილიცასთან ქართული სახელმწიფო მეთაურის მოლდოვაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს უკრაინის მოვლენები და მისი გავლენა ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებზე.
„ასეთ დროს ევროპელი პარტნიორების დახმარება და ერთობლივი პროექტების განხორციელება, რომელიც დღის წესრიგში იდგა, დღეს ერთიორად მნიშვნელოვანია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა ნატალია გავრილიცა მოიწვია ქალთა საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც თბილისში 2023 წელს ჩატარდება.
ზურაბიშვილი კიშინიოვში ორშაბათს გაემგზავრა. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი უკვე შეხვდა თავის კოლეგა მაია სანდუს. მოლაპარაკებები მოლდოვის პრეზიდენტთან დელეგაციის თანხლებით, გაფართოებული შემადგენლობით გაიმართა, რის შემდეგაც პრეზიდენტებმა მასმედიისთვის ერთობლივი პრესკონფერენცია ჩაატარეს.
მოლდოვის პრეზიდენტი საქართველოში 2021 წლის ივლისში სალომე ზურაბიშვილის მოწვევით იმყოფებოდა. მან მონაწილეობა მიიღო ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაში.
დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და მოლდოვას შორის 1992 წლის 25 ივნისს დამყარდა. ქვეყნებს შორის უვიზო რეჟიმი მოქმედებს.