მმართველი პარტიის გენმდივანმა ევროდეპუტატები პოლარიზაციის გაღვივებაში დაადანაშაულა

© photo: Sputnik / Stringerკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 25.11.2022
გამოწერა
კალაძის თქმით, ზოგიერთი დეპუტატის განცხადებები აბსოლუტურად იდენტურია საქართველოში კონკრეტული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების განცხადებებთან.
თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. ევროპარლამენტის ზოგიერთი დეპუტატის განცხადებები არათუ ამცირებს დეპოლარიზაციას, პირიქით, ხელს უწყობს პოლარიზაციის გაღვივებას, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ.
ევროპულმა საბჭომ ივნისში მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და ა.შ.

„განცხადებები, რომლებსაც ვისმენთ ევროპარლამენტარების მხრიდან, არათუ ამცირებს დეპოლარიზაციას, პირიქით, ხელს უწყობს პოლარიზაციის გაღვივებას. პირველ რიგში ეს ევროპარლამენტარები, ე.წ. ჩვენი ქვეყნის მეგობრები, არიან ის ადამიანები, ვინც ხელს უწყობს ჩვენს ქვეყანაში პოლარიზაციის გაღვივებას“, – განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, ზოგიერთი დეპუტატის განცხადებები აბსოლუტურად იდენტურია საქართველოში კონკრეტული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების განცხადებებთან.
მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ლობისტები ხელს უშლიან საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.
როდის შეფასდება საქართველოს მიერ 12 რეკომენდაციის შესრულება? ელჩმა თარიღი დაასახელა>>>
მმართველი პარტია 1 ივლისიდან სამუშაო ჯგუფების ფარგლებში ოპოზიციის ნაწილისა და სამოქალაქო სექტორის ერთი ნაწილის მხარდაჭერით ევროკავშირის პირობების შესრულებაზე მის მიერ შემუშავებული გეგმით მუშაობს.
ოპოზიციის დანარჩენმა ნაწილმა შეიმუშავა საკუთარი წინადადებები ალტერნატიულ ფორმატში, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობით.
მმართველი პარტიის მიერ შეთავაზებულ ფორმატში მუშაობაზე უარი ოპოზიციონერებმა იმით ახსნეს, რომ ხელისუფლება რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობას გარკვეული დათქმებით დათანხმდა. ოპოზიციის განმარტებით, ეს დათქმები „ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებას“.
ყველა ახალი ამბავი
0