როდის შეფასდება საქართველოს მიერ 12 რეკომენდაციის შესრულება? ელჩმა თარიღი დაასახელა

© photo: Sputnik / Alexey Vitvitsky / გადასვლა მედიაბანკშიევროპარლამენტის შენობა
ევროპარლამენტის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 25.11.2022
გამოწერა
ელჩის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ 12 რეკომენდაციაზე მუშაობის პროცესში ჩართული იყვნენ სამოქალაქო საზოგადოება და არასამთავრობო სექტორი.
თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. ევროკავშირი საქართველოს მიერ კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად 12 რეკომენდაციის შესრულებას 2023 წლის გაზაფხულზე შეაფასებს, ევროკომისიის ოფიციალური დასკვნა კი მომავალი წლის ოქტომბერში იქნება მზად, განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ.
ევროპულმა საბჭომ ივნისში მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და ა.შ.

„ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით ამ პროცესს. დრო ჯერ კიდევ არის, რადგან, კალენდრის მიხედვით, რეკომენდაციების იმპლემენტაციას მომავალი წლის გაზაფხულზე შევაფასებთ. ევროკომისიის ოფიციალური დასკვნის წარდგენა მომავალი წლის ოქტომბერშია მოსალოდნელი და ამის შემდეგ ჩვენი ლიდერები მომავალი წლის ბოლოს ევროკავშირის საბჭოში იმსჯელებენ საქართველოსა და გაწევრიანების მსურველი სხვა ქვეყნების პროგრესზე“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.

დიპლომატის თქმით, საქართველომ საკუთარ თავს განუსაზღვრა საკმაოდ ამბიციური ვადები და 12 პუნქტის შესრულებაზე საპარლამენტო კომიტეტებში მუშაობა ახლაც მიმდინარეობს.
„ვისურვებდი, რომ ეს პროცესი იყოს ძალიან ინკლუზიური და კონსტრუქციული, მმართველი პარტიის, ოპოზიციური პარტიების, ასევე სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო სექტორის ჩართულობით“, – განაცხადა ჰერჩინკსიმ.
პრემიერი: ხელისუფლება, ოპოზიციისგან განსხვავებით, ევროკავშირის რეკომენდაციებზე მუშაობს>>>
მმართველი პარტია 1 ივლისიდან სამუშაო ჯგუფების ფარგლებში ოპოზიციის ნაწილისა და სამოქალაქო სექტორის ერთი ნაწილის მხარდაჭერით ევროკავშირის პირობების შესრულებაზე მის მიერ შემუშავებული გეგმით მუშაობს.
ოპოზიციის დანარჩენმა ნაწილმა შეიმუშავა საკუთარი წინადადებები ალტერნატიულ ფორმატში, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობით.
მმართველი პარტიის მიერ შეთავაზებულ ფორმატში მუშაობაზე უარი ოპოზიციონერებმა იმით ახსნეს, რომ ხელისუფლება რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობას გარკვეული დათქმებით დათანხმდა. ოპოზიციის განმარტებით, ეს დათქმები „ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებას“.
ყველა ახალი ამბავი
0