https://sputnik-georgia.com/20221125/alievi-sexvedra-fasiniantan-briuselsi-ar-gaimarteba-272473425.html
ალიევი: შეხვედრა ფაშინიანთან ბრიუსელში 7 დეკემბერს არ გაიმართება
ალიევი: შეხვედრა ფაშინიანთან ბრიუსელში 7 დეკემბერს არ გაიმართება
Sputnik საქართველო
ალიევმა ფაშინიანის მიერ წამოყენებულ პირობას, რომ ბრიუსელის შეხვედრაში მაკრონმა მიიღოს მონაწილეობა, მშვიდობიანი მოლაპარაკებების ჩაშლის მცდელობა უწოდა. 25.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-25T19:57+0400
2022-11-25T19:57+0400
2023-07-20T15:55+0400
აზერბაიჯანი
სომხეთი
სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი
ახალი ამბები
პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/15/252376251_0:0:2048:1152_1920x0_80_0_0_faeacb24f6ebde6e20d2bd13040e1277.jpg
თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. შეხვედრა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან, რომელიც 7 დეკემბერს იგეგმებოდა, არ შედგება, განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა.ალიევმა საერთაშორისო კონფერენციაზე „შუა დერეფნის გასწვრივ: გეოპოლიტიკა, უსაფრთხოება და ეკონომიკა“ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ მისი შეხვედრა სომხეთის ლიდერთან 7 დეკემბერს უნდა გამართულიყო.მისი თქმით, საფრანგეთს არ შეუძლია მონაწილეობის მიღება აზერბაიჯანი–სომხეთის კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაში, რაც მათივე ბრალია.„პრაღაში შეხვედრიდან ერთ კვირაში საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა თავის ინტერვიუში გააკრიტიკა აზერბაიჯანი და ბრალი დაგვდო იმაში, რაც არ ჩაგვიდენია. ამას მოჰყვა საფრანგეთის სენატის ყველასთვის ცნობილი რეზოლუცია, რომელიც აბსოლუტურად მიუღებელი და შეურაცხმყოფელია. ახლა, სავარაუდოდ, საფრანგეთის ეროვნული ასამბლეა კიდევ ერთი ანტიაზერბაიჯანული რეზოლუციის მისაღებად ემზადება“, – განაცხადა ალიევმა.აზერბაიჯანი სამმხრივი ფორმატის ამოქმედებისთვის მზადაა - ალიევი>>ალიევმა დაამატა, რომ ამ ყველაფრის გათვალისწინებით საფრანგეთს არ შეუძლია სამშვიდობო პროცესში მონაწილეობის მიღება.„ეს არა ჩვენი, არამედ მათი ბრალია, რადგან არც აშშ-ს და არც რუსეთს არასდროს ოფიციალურ დონეზე არ დაუკავებიათ ვინმეს მხარე. ეს ნიშნავს, რომ 7 დეკემბერს შეხვედრა არ შედგება. ჩვენ განვიხილავთ სხვა ალტერნატივებს. ვნახოთ, ვინ შეასრულებს შუამავლის როლს და რომელ პლატფორმაზე“, – აღნიშნა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.მან ასევე აღნიშნა, რომ ფაშინიანის მიერ წამოყენებულ პირობას ბრიუსელის შეხვედრაში ემანუელ მაკრონის მონაწილეობის თაობაზე განიხილავს, როგორც „მშვიდობიანი მოლაპარაკებების ჩაშლის მცდელობას“.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
აზერბაიჯანი
სომხეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/15/252376251_309:0:1845:1152_1920x0_80_0_0_fff9207496f5f30141104bd45118d6d9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
აზერბაიჯანი, სომხეთი, სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი, ახალი ამბები, პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
აზერბაიჯანი, სომხეთი, სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი, ახალი ამბები, პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
ალიევი: შეხვედრა ფაშინიანთან ბრიუსელში 7 დეკემბერს არ გაიმართება
19:57 25.11.2022 (განახლებულია: 15:55 20.07.2023) ალიევმა ფაშინიანის მიერ წამოყენებულ პირობას, რომ ბრიუსელის შეხვედრაში მაკრონმა მიიღოს მონაწილეობა, მშვიდობიანი მოლაპარაკებების ჩაშლის მცდელობა უწოდა.
თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. შეხვედრა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან, რომელიც 7 დეკემბერს იგეგმებოდა, არ შედგება, განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა.
ალიევმა საერთაშორისო კონფერენციაზე „შუა დერეფნის გასწვრივ: გეოპოლიტიკა, უსაფრთხოება და ეკონომიკა“ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ მისი შეხვედრა სომხეთის ლიდერთან 7 დეკემბერს უნდა გამართულიყო.
„მაგრამ გუშინ ჰიქმეთ გაჯიევმა (პრეზიდენტის თანაშემწე) მომაწოდა ინფორმაცია, რომ მას დაუკავშირდნენ შარლ მიშელის ოფისიდან და მიაწოდეს ინფორმაცია, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი შეხვედრას დათანხმდა მხოლოდ იმ პირობით, თუ მასში მონაწილეობას მიიღებს საფრანგეთის პრეზიდენტი მაკრონი. ეს ნიშნავს, რომ ეს შეხვედრა არ გაიმართება“, – განაცხადა აზერბაიჯანის ლიდერმა.
მისი თქმით, საფრანგეთს არ შეუძლია მონაწილეობის მიღება აზერბაიჯანი–სომხეთის კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაში, რაც მათივე ბრალია.
„პრაღაში შეხვედრიდან ერთ კვირაში საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა თავის ინტერვიუში გააკრიტიკა აზერბაიჯანი და ბრალი დაგვდო იმაში, რაც არ ჩაგვიდენია. ამას მოჰყვა საფრანგეთის სენატის ყველასთვის ცნობილი რეზოლუცია, რომელიც აბსოლუტურად მიუღებელი და შეურაცხმყოფელია. ახლა, სავარაუდოდ, საფრანგეთის ეროვნული ასამბლეა კიდევ ერთი ანტიაზერბაიჯანული რეზოლუციის მისაღებად ემზადება“, – განაცხადა ალიევმა.
ალიევმა დაამატა, რომ ამ ყველაფრის გათვალისწინებით საფრანგეთს არ შეუძლია სამშვიდობო პროცესში მონაწილეობის მიღება.
„ეს არა ჩვენი, არამედ მათი ბრალია, რადგან არც აშშ-ს და არც რუსეთს არასდროს ოფიციალურ დონეზე არ დაუკავებიათ ვინმეს მხარე. ეს ნიშნავს, რომ 7 დეკემბერს შეხვედრა არ შედგება. ჩვენ განვიხილავთ სხვა ალტერნატივებს. ვნახოთ, ვინ შეასრულებს შუამავლის როლს და რომელ პლატფორმაზე“, – აღნიშნა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ფაშინიანის მიერ წამოყენებულ პირობას ბრიუსელის შეხვედრაში ემანუელ მაკრონის მონაწილეობის თაობაზე განიხილავს, როგორც „მშვიდობიანი მოლაპარაკებების ჩაშლის მცდელობას“.