ხატმწერი, ფერმწერი, რესტავრატორი და კონდიტერი ქუთაისიდან: ხელოვნებამდე აყვანილი კულინარია

© photo: Tamar Jikhvashvili / FBპური ბოსტნეულით
პური ბოსტნეულით - Sputnik საქართველო, 1920, 24.11.2022
გამოწერა
„Sputnik–საქართველო“ ხატმწერს, ფერმწერს, რესტავრატორსა და კონდიტერს თამარ ჯიხვაშვილს წარმოგიდგენთ. ქალბატონი თამარი ქუთაისიდანაა, დაამთავრა ხელოვნების ლიცეუმი, შემდეგ სწავლა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ფერწერა-რესტავრაციის ფაკულტეტზე გააგრძელა.

საკონდიტრო საქმიანობით ბავშვობიდან იყო დაინტერესებული. მისი მომზადებული კერძები ხელოვნების ნიმუში უფროა. აინტერესებს სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოს გემოები და ამბობს, რომ თუ ადამიანს უნდა ამ სფეროში გარკვეულ წარმატებას მიაღწიოს, ყველა ქვეყნის სამზარეულოს უნდა გაეცნოს.

© photo: Tamar Jikhvashvili / FBთამარ ჯიხვაშვილი
ხატმწერი, ფერმწერი, რესტავრატორი და კონდიტერი ქუთაისიდან: ხელოვნებამდე აყვანილი კულინარია - Sputnik საქართველო, 1920, 24.11.2022
თამარ ჯიხვაშვილი

- პროფესიით მხატვარი გახლავართ. დავიბადე და გავიზარდე ქალაქ ქუთაისში. ძალიან ბევრი გატაცება მაქვს. ვფიქრობ, ადამიანი რასაც გულისყურით და სიღრმისეულად მიუდგება, ყველაფერი საინტერესოა.

- საკმაოდ მრავალფეროვანი ბიოგრაფია გაქვთ. როდის და რატომ გადაწყვიტეთ ხატმწერი-რესტავრატორი და ფერმწერი გამხდარიყავით?

- ვფიქრობ, ფესვები უფრო ღრმა ბავშვობიდან მოდის. ბაღის ასაკიდან ვხატავდი. არც კი მახსოვს ისეთი რაღაცები მქონდა გაკეთებული ფერადი ფურცლებით. ამ ყველაფერს მოგვიანებით მაჩვენებდა ხოლმე დედაჩემი. თავიდან ვხატავდი, ვძერწავდი და ფერადი ქაღალდებით კომპოზიციებს ვაკეთებდი. მერე, რომ წამოვიზარდე, ქარგვა და კერვა შევისწავლე. ვქარგავდი ცხვირსახოცებს, მერე ხატების ქარგვით დავინტერესდი. კერვის კურსიც გავიარე. ჩემ სპეციალობამდე კი ხატების ქარგვამ მიმიყვანა. ვსწავლობდი ხელოვნების ლიცეუმში და დავდიოდის ხატწერის სახელოსნოში, სადაც დავეუფლე ხატწერას. მერე სწავლის გასაღრმავებლად ჩავირიცხე თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ფერწერის რესტავრაციისა და ხატწერის კურსზე, სადაც დიდ ხელოვნებას ვეზიარე ძალიან კარგ ლექტორებთან და სამეგობრო წრესთან ერთად. რესტავრაცია, თავის მხრივ, ძალიან საინტერესო პროფესიაა, რომელიც ბევრი მიმართულების გადაკვეთის წერტილია. ეხები კულტურულ მემკვიდრეობას, სადაც გაერთიანებულია წარსული, აწმყო და მომავალი. ეხები წარსულს, ამიტომ ყველაფერი უნდა შეასრულო კეთილსინდისიერად, რათა ღირსეულად გადასცე მომავალს და შეუნარჩუნო ჩვენი წარსულის ფაქტები ჩვენს მემკვიდრეებს.

© photo: Tamar Jikhvashvili / FBთამარ ჯიხვაშვილის მიერ რესტავრირებული ხატი
ხატმწერი, ფერმწერი, რესტავრატორი და კონდიტერი ქუთაისიდან: ხელოვნებამდე აყვანილი კულინარია - Sputnik საქართველო, 1920, 24.11.2022
თამარ ჯიხვაშვილის მიერ რესტავრირებული ხატი

- გაიხსენეთ პირველი ნაბიჯები ამ სფეროში...

- როგორც გითხარით, ქარგვით დავიწყე და ხელოვნების ლიცეუმში განვაგრძე სწავლა, რათა სერიოზულად  გამეღრმავებინა ეს საქმე. იქ არ იყო ხატწერის სახელოსნო და იმ ლიცეუმიდან მხოლოდ მე დავდიოდი ხატწერის სახელოსნოში სპეციალობის გაკვეთილებზე. ჩემი დირექტორი ძალიან კეთილგანწყობილი იყო ჩემი საქმის მიმართ და ყველანაირად გვერდში მედგა. სახარებაზე რომ ვმუშაობდი, მან მითხრა, რომ ის ჩემით ამაყობდა. ძალიან სასიხარულოა, როდესაც ასეთი ხელოვანი ადამიანი შეაფასებს შენს ნაშრომს.

- ხატებზე მუშაობის დროს რას გრძნობთ, რას განიცდით?

- ხატებზე მუშაობის დროს მართლაც უცნაური შეგრძნება მეუფლება. ფერწერასთან შედარებით განსხვავებული გრძნობაა – თითქოს საღვთო მსახურებაში ხარ ჩართული. დიდი მოკრძალება გჭირდება. გამომეტყველებაზე დიდი დაკვირვება, რომ უფლის და წმინდანების სახეები იყოს მშვიდი და დიდი სიყვარულის გამომხატველი, ნუგეშის მცემელი, რომ ადამიანი ნუგეშს იღებდნენ ლოცვისას. ეს არ არის მარტივი საქმე.

© photo: Tamar Jikhvashvili / FBთამარ ჯიხვაშვილის დაწერილი ხატი
ხატმწერი, ფერმწერი, რესტავრატორი და კონდიტერი ქუთაისიდან: ხელოვნებამდე აყვანილი კულინარია - Sputnik საქართველო, 1920, 24.11.2022
თამარ ჯიხვაშვილის დაწერილი ხატი

- რა პროექტებს გაიხსენებთ, რომელშიც მონაწილეობა მიგიღიათ?

- პირველი იყო წმინდა სამების სახარებაზე მუშაობა რუსუდან ფეტვიაშვილის ხელმძღვანელობით, სადაც დიდი გამოცდილება მივიღე. მინიატურებზე და ხელნაწერებზე მუშაობა განსხვავებული და საყვარელი სფეროა.

მერე იყო მარტვილის ექსპედიცია, სადაც ფრესკების რესტავრაცია-კონსერვაცია მიმდინარეობდა. იქაც დიდი გამოცდილება მივიღე მონუმენტურ რესტავრაციაში. შემდეგ ქუთაისის ისტორიულ მუზეუმში ჯრუჭის პროექტი, სადაც ორ ხატს ჩავუტარე რესტავრაცია-კონსერვაცია.

© photo: Tamar Jikhvashvili / FBდესერტი
ხატმწერი, ფერმწერი, რესტავრატორი და კონდიტერი ქუთაისიდან: ხელოვნებამდე აყვანილი კულინარია - Sputnik საქართველო, 1920, 24.11.2022
დესერტი

- როგორც ვიცი, არაერთ გამოფენაში გაქვთ მონაწილეობა მიღებული, მათ შორის საზღვარგარეთ. მოგვიყევით ამ გამოფენების შესახებ.

- დიახ, დროდადრო ვღებულობდი გამოფენებში მონაწილეობას ხატწერის, ფერწერის და შოკოლადის, ასევე საკონდიტრო მიმართულებაშიც. ძალიან საინტერესოა მხატვრისთვის გამოფენა. თავისებურად იზრდები და ვითარდები, ბევრ რამეს აფასებ და ითვალისწინებ, ერთგვარ გამოცდილებას იღებ. ხელოვანი ხალხისათვის აუცილებელია გამოფენებში მონაწილეობა მისი საქმიანობის ფართო მასებისთვის გასაცნობად. თითოეული გამოფენა საინტერესო იყო თავის მხრივ.

© photo: Tamar Jikhvashvili / FBშოკოლადის სკივრი
ხატმწერი, ფერმწერი, რესტავრატორი და კონდიტერი ქუთაისიდან: ხელოვნებამდე აყვანილი კულინარია - Sputnik საქართველო, 1920, 24.11.2022
შოკოლადის სკივრი

- ხატმწერი კულინარიით როგორ დაინტერესდით?

- ხატწერას სანამ დავეუფლებოდი, გაცილებით ადრე დავეუფლე კულინარიას, მესამე კლასიდან. ჩემი ამ სფეროში ცოდნის მიღება დედაჩემის და ბებიაჩემის დიდი დამსახურებაა. დედაჩემის მხრიდან ძალიან კარგი კულინარები მყავს. საოცრად გემრიელ კერძებსაც ამზადებდნენ და ამზადებენ, ტრადიციული სამზარეულო რასაც ჰქვია. დროთა განმავლობაში შევეზარდეთ მე და კულინარია ერთმანეთს. ფრანგული ხაზით კონდიტერია რასაც ჰქვია, 2010 წლიდან დავინტერესდი. ჯერ შოკოლადის ტექნოლოგიით, კონდიტერიის სწავლა ინტერნეტით დავიწყე. ამ ყველაფერში იმ სპეციალობების გამოცდილებებიც მადგება, რაც მაქვს და დროდადრო ვავითარებ.

© photo: Tamar Jikhvashvili / FBვაშლის ღვეზელი შოკოლადის და ბეზეს დეკორებით
ხატმწერი, ფერმწერი, რესტავრატორი და კონდიტერი ქუთაისიდან: ხელოვნებამდე აყვანილი კულინარია - Sputnik საქართველო, 1920, 24.11.2022
ვაშლის ღვეზელი შოკოლადის და ბეზეს დეკორებით

- რომელი ქვეყნის სამზარეულოს ანიჭებთ უპირატესობას და რატომ?

- ლუქსემბურგის რესტორანში ვმუშაობდი დროებით და იქ მივხვდი, რა გამორჩეული და კარგი სამზარეულო გვაქვს ქართველებს. საოცარი გემოები, რომელიც ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს ევროპაშიც და მსოფლიოშიც. ნიგვზიან ბადრიჯანზე ლეგენდები დადის ევროპაში. პირადად მე ვარ შემსწრე ნიგვზიან ბადრიჯანზე გერმანიაში რა რეაქციები აქვთ. გერმანიაში ვიყავი მიწვეული სტუმრად და მე მომიწია ნიგვზიანი ბადრიჯნის მომზადება, ისე მოეწონათ, წამში აღარ იყო.

მომწონს და ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი სამზარეულო აქვთ ჩინელებს. და, ზოგადად, მსოფლიო კულინარია ძალიან საინტერესოა. თუ ადამიანს უნდა ამ სფეროში გარკვეულ წარმატებას მიაღწიოს, უნდა გაეცნოს მეტ-ნაკლებად ყველა ქვეყნის სამზარეულოს.

© photo: Tamar Jikhvashvili / FBხურმის დესერტი
ხატმწერი, ფერმწერი, რესტავრატორი და კონდიტერი ქუთაისიდან: ხელოვნებამდე აყვანილი კულინარია - Sputnik საქართველო, 1920, 24.11.2022
ხურმის დესერტი

- ფაქტიურად ხელოვნების ნიმუშებს ქმნით. ყველაზე განსხვავებული დესერტი გაიხსენეთ, რაც გაგიკეთებიათ...

- მართლაც, თითოეულ ნამუშევარს სულით და გულით ვუდგები და ვცდილობ ხელოვნების ნიმუშებად ჩამოვაყალიბო.  კონკრეტულად ვერ გამოვყოფ, იმდენია განსხვავებული, თითქმის უმრავლესობა. მე მიყვარს ისინი. თითოეულის გემო მახსოვს და ყველას ისტორია მუშაობის პროცესში. ვცდილობ არც ერთი ნამუშევარი ერთმანეთს არ ჰგავდეს.

© photo: Tamar Jikhvashvili / FBდესერტი საპოვნელებით
ხატმწერი, ფერმწერი, რესტავრატორი და კონდიტერი ქუთაისიდან: ხელოვნებამდე აყვანილი კულინარია - Sputnik საქართველო, 1920, 24.11.2022
დესერტი საპოვნელებით

- ოჯახის წევრებს ხშირად ანებივრებთ საოცარი დესერტებით?

- ალბათ ეს მათ უნდა ჰკითხოთ. ყველა კერძი, რომლის ფოტოც მიდევს „ფეისბუქზე“, თითქმის ოჯახის წევრების და ახლო მეგობრების დაგემოვნებულია. ნაკლებად ვიღებ შეკვეთებს.

© photo: Tamar Jikhvashvili / FBბანანის პური ქიშმიშით და მზესუმზირის მარცვლებით
ხატმწერი, ფერმწერი, რესტავრატორი და კონდიტერი ქუთაისიდან: ხელოვნებამდე აყვანილი კულინარია - Sputnik საქართველო, 1920, 24.11.2022
ბანანის პური ქიშმიშით და მზესუმზირის მარცვლებით

- მკითხველს რაიმე მარტივ რეცეპტს ხომ არ ასწავლით გემრიელი და ლამაზი დესერტის მოსამზადებლად?

- სიამოვნებით. ქოქოსის ორცხობილას გასწავლით.

კვერცხი – 1 ცალი

ქოქოსის ფანტელი – 100 გ

შაქარი – 100 გ

მომზადება: შაქარი და ქოქოსი მოვათავსოთ ერთ თასში. ცალკე ავურიოთ და დავასხათ დანარჩენ მასას და ავურიოთ. ერთგვაროვან მასას რომ მივიღებთ, პატარა გუნდები დავამზადოთ და ცხიმწასმულ პერგამენტზე დავალაგოთ. ჰაერღუმელი გავახუროთ 180 გრადუსზე და 15 წთ ვაცხოთ. სულ ეს არის.

გემრიელად მიირთვით!

 

ყველა ახალი ამბავი
0