https://sputnik-georgia.com/20221124/mozardi-gogonas-cemis-da-mastan-sqesobrivi-kavsiris-damyarebis-faqtze-ori-piri-daakaves-272450712.html
14 წლის გოგონას ცემა და სქესობრივი კავშირი: ბათუმში ორ პირს ბრალი წარედგინა
14 წლის გოგონას ცემა და სქესობრივი კავშირი: ბათუმში ორ პირს ბრალი წარედგინა
Sputnik საქართველო
მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა თავის არასრულწლოვან ქალიშვილს და მას მოკვლით დაემუქრა იმის გამო, რომ შინ გვიან დაბრუნდა. 24.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-24T22:22+0400
2022-11-24T22:22+0400
2022-11-24T22:39+0400
ახალი ამბები
საქართველო
აჭარა
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23520/72/235207218_0:103:2000:1228_1920x0_80_0_0_b0bc7bf12811bad4ee6296226c86f763.jpg
თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. პროკურატურამ 14 წლის გოგონას მამას ბრალი წარუდგინა ქალიშვილის ცემის ფაქტზე, ხოლო ახალგაზრდა მამაკაცს – მასთან სქესობრივი კავშირის დამყარების ფაქტზე.გამოძიების ინფორმაციით, 19 ნოემბერს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ბრალდებულმა გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, იმის გამო, რომ მისი არასრულწლოვანი შვილი იყო გოგონა და სახლში გვიან დაბრუნდა, მის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.საქმეზე ჩატარებული გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ 20 ნოემბერს მეორე ბრალდებულმა არასრულწლოვან დაზარალებულთან სქესობრივი კავშირი დაამყარა.ვინაიდან ბრალდებული თავს არიდებს სამართალდამცველ ორგანოებში გამოცხადებას, მას ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის პირველი ნაწილით (სქესობრივი კავშირის დამყარება წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველთან), ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.პროკურატურა მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით ბათუმის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.რაც შეეხება დაზარალებულის მამას, პოლიციამ ის 21 ნოემბერს დააკავა. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (არასრულწლოვან ოჯახის წევრზე ძალადობა) და 11 პრიმა 151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ” და „დ“ ქვეპუნქტებით (მუქარა, არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა.პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.წყარო - პროკურატურა
საქართველო
აჭარა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23520/72/235207218_112:0:1888:1332_1920x0_80_0_0_e21079c2ee4afd445ad81970b1c6ba61.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, აჭარა , შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, აჭარა , შემთხვევები საქართველოში
14 წლის გოგონას ცემა და სქესობრივი კავშირი: ბათუმში ორ პირს ბრალი წარედგინა
22:22 24.11.2022 (განახლებულია: 22:39 24.11.2022) მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა თავის არასრულწლოვან ქალიშვილს და მას მოკვლით დაემუქრა იმის გამო, რომ შინ გვიან დაბრუნდა.
თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. პროკურატურამ 14 წლის გოგონას მამას ბრალი წარუდგინა ქალიშვილის ცემის ფაქტზე, ხოლო ახალგაზრდა მამაკაცს – მასთან სქესობრივი კავშირის დამყარების ფაქტზე.
გამოძიების ინფორმაციით, 19 ნოემბერს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ბრალდებულმა გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, იმის გამო, რომ მისი არასრულწლოვანი შვილი იყო გოგონა და სახლში გვიან დაბრუნდა, მის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.
საქმეზე ჩატარებული გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ 20 ნოემბერს მეორე ბრალდებულმა არასრულწლოვან დაზარალებულთან სქესობრივი კავშირი დაამყარა.
ვინაიდან ბრალდებული თავს არიდებს სამართალდამცველ ორგანოებში გამოცხადებას, მას ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის პირველი ნაწილით (სქესობრივი კავშირის დამყარება წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველთან), ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
პროკურატურა მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით ბათუმის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
რაც შეეხება დაზარალებულის მამას, პოლიციამ ის 21 ნოემბერს დააკავა. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (არასრულწლოვან ოჯახის წევრზე ძალადობა) და 11 პრიმა 151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ” და „დ“ ქვეპუნქტებით (მუქარა, არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.